Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(138)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მონატრება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#25188351
· 28 Apr 2011, 00:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
აი ძალიან, ძალიან, ყველაზე, ყველაზე მეტად.
აღწერეთ თქვენი გრძნობა.
დადებითია ის უფრო, თუ უარყოფითი, გინდათ, რომ გაგრძელდეს ეს განცდა თუ მალე დასრულება გირჩევნიათ?
როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს მონატრების ობიექტი თქვენს პიროვნებას, ანუ იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ტქვენი მონატრების საგანი, შეიძლება თუ არა ვინმემ სწორი დასკვნა გამოიტანოს თქვენი შინაგანი ბუნების შესახებ?
შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით ჩემი მონატრება აიღოთ და სცადოთ ,,გამშოფროთ".
მე მენატრება ადამიანი და არა რაიმე ნივთი ან მოვლენა.
განსაკუთრებით მისი ხელები. მისი სუნიც, რომელსაც რატომღაც ფარავდა ხოლმე ბევრი სუნამოთი, არა და სულ არ იყო საჭირო, მომწონდა ბუნებრივი, კანის სუნი.
ისე, კარგად თუ დავფიქრდები, მაინცდამიანც მთლიანი ადამიანი არც მენატრება, უფრო მისი ხელები.
ეს მონატრება იმდენად სასიამოვნო ასოციაციებს აღმიძრავს, რომ სულ არ მინდა მალე დასრულდეს.
მეორეს მხრივ, მისი ხელების სურნელის შეგრძნებისთვის ბევრ რამეს დავთმობდი.
მაგრამ არ დავთმობ სინამდვილეში.
This post has been edited by
TETISA
on 28 Apr 2011, 00:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25188888
· 28 Apr 2011, 01:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
აი ძალიან, ძალიან, ყველაზე, ყველაზე მეტად.
აღწერეთ თქვენი გრძნობა.
დადებითია ის უფრო, თუ უარყოფითი, გინდათ, რომ გაგრძელდეს ეს განცდა თუ მალე დასრულება გირჩევნიათ?
რომ დავაკვირდი ჩემს თავს, არ მახასიათებს გასაგიჟებელი მონატრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი და გულქვა ვარ, მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, მათსავით ვერც განვიცდი და გამოვხატავ მონატრებას. და ნელნელა მივხვდი, რატომ.
QUOTE
როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს მონატრების ობიექტი თქვენს პიროვნებას, ანუ იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ტქვენი მონატრების საგანი, შეიძლება თუ არა ვინმემ სწორი დასკვნა გამოიტანოს თქვენი შინაგანი ბუნების შესახებ?
გამოხატავს. თუმცა პიროვნების კარგად განსაზღვრა ამით მთლად ზუსტი არ უნდა იყოს.
QUOTE
შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით ჩემი მონატრება აიღოთ და სცადოთ ,,გამშოფროთ".
მე მენატრება ადამიანი და არა რაიმე ნივთი ან მოვლენა.
განსაკუთრებით მისი ხელები. მისი სუნიც, რომელსაც რატომღაც ფარავდა ხოლმე ბევრი სუნამოთი, არა და სულ არ იყო საჭირო, მომწონდა ბუნებრივი, კანის სუნი.
ისე, კარგად თუ დავფიქრდები, მაინცდამიანც მთლიანი ადამიანი არც მენატრება, უფრო მისი ხელები.
ეს მონატრება იმდენად სასიამოვნო ასოციაციებს აღმიძრავს, რომ სულ არ მინდა მალე დასრულდეს.
მეორეს მხრივ, მისი ხელების სურნელის შეგრძნებისთვის ბევრ რამეს დავთმობდი.
მაგრამ არ დავთმობ სინამდვილეში.
ჩემზე შთაბეჭდილებას ტოვებს ეს, რომ მძაფრი შეგრძნებებით გამოირჩევი. საკმაოდ წვრილად აკვირდები და შეისწავლი ყველაფერს, მათ შორის ადამიანის ბუნებას. არ გიყვარს შემკული, ბევრი დეტალით გადატვირთული საგნები. მოგწონს მეტი უშუალობა, საგნები და პიროვნებები, რომლებიც მეტად ახლოს არიან ბუნებასთან. შენთვის უფრო ახლოს იქნებოდა ალბათ ის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ბუნებასთან ახლოს. მოქნილი სული და აზროვნება გაქვს. მუდმივი ხასიათის და თანმიმდევრული იქნები. აღფრთოვანება და შთაბეჭდილებების მიღება შენთვის ძალზე მნიშვნელოვანია...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#25189203
· 28 Apr 2011, 01:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
giorgivachadze
QUOTE
რომ დავაკვირდი ჩემს თავს, არ მახასიათებს გასაგიჟებელი მონატრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი და გულქვა ვარ, მაგრამ სხვებს რომ ვუყურებ, მათსავით ვერც განვიცდი და გამოვხატავ მონატრებას. და ნელნელა მივხვდი, რატომ.
სხვებს კი ნუ შეადარებ საკუთარ თავს ამ სემთხვევაში, დაუკვრიდი შენს გრძნობებს და იქიდან გამოარჩიე ის ერთი, რომელიც მონატრებით გამოირჩევა.
ექსპრესიულობაზე ან განცდის სიძლიერეზე არაა აქ აქცენტი.
შენს ანალიზს რაც შეეხება, ზოგი რამ ცოტა გაუგებარი იყო (მაღალფარდოვანი ფრაზები არ მესმის), მაგრამ რაც გავიგე, დამთხვევა იყო : დეტალიზაციას, უშუალობას და გადატვირთულობას რაც შეეხება. ბუნებაზე ნაკლებად, მაგრამ ბუნებრივობა და გახსნილობა მნიშვნელოვანი არის. :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნატოშა
Ведьма с лысой горы
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ნატოშა
Ведьма с лысой горы
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3278
წევრი No.: 12027
რეგისტრ.: 6-August 05
#25189368
· 28 Apr 2011, 01:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მენატრება შეგრძნებები. ის ემოციები რომლებიც მაქვს იმ ადამიანებთან/ნივთთან შეხებისას/მოვლენისას
როგორც წესი ეს მონატრება იმდენად აუტანელია/იმდენად მინდა ისევ ის ვიგრძნო, რასაც ვგრძნობდი, რომ ვცდილობ როგორმე "მოვითმინო" ეს შეგრძნება, ან მივაღწიო იმ ადამიანებამდე/ემოციამდე რომლებიც ამ შეგრძნებებს იწვევენ ან ვანაცვლებ (ვპოულობ სხვა რესურსს) ან ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებად გავიხსენო, მოვინატრო. პრინციპში, ჩემთვის მონატრება საკმაოდ მტანჯველი შეგრძნებაა. მეორეს მხრივ, მისი დასრულება ძალიან სასიამოვნოა
QUOTE
ეს მონატრება იმდენად სასიამოვნო ასოციაციებს აღმიძრავს, რომ სულ არ მინდა მალე დასრულდეს. მეორეს მხრივ, მისი ხელების სურნელის შეგრძნებისთვის ბევრ რამეს დავთმობდი. მაგრამ არ დავთმობ სინამდვილეში.
საკუთარი ემოციებით სიამოვნების მიღება გახასიათებს. შეიძლება გარე რესურსი სულაც არ გჭირდებოდეს. ან ეს გარე რესურსი სხვისთვის უჩვეულო იყოს/თვითონ ვერ ხვდებოდეს, რომ "რესურსს" წარმოადგენს, იმიტომ რომ შენთვის მცირე "ბიძგი" არის საკმარისი, დანარჩენს საკუთარ თავში აკუმულირებ.
This post has been edited by
ნატოშა
on 28 Apr 2011, 01:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25189460
· 28 Apr 2011, 01:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
სხვებს კი ნუ შეადარებ საკუთარ თავს ამ სემთხვევაში, დაუკვრიდი შენს გრძნობებს და იქიდან გამოარჩიე ის ერთი, რომელიც მონატრებით გამოირჩევა.
ექსპრესიულობაზე ან განცდის სიძლიერეზე არაა აქ აქცენტი.
სხვებს ვადარებ იმდენად, რამდენადაც ეს მჭირდება. ჩემთვის შემეცნების ერთ-ერთი საშუალება მოვლენების შედარებაც არის.
QUOTE
შენს ანალიზს რაც შეეხება, ზოგი რამ ცოტა გაუგებარი იყო (მაღალფარდოვანი ფრაზები არ მესმის), მაგრამ რაც გავიგე, დამთხვევა იყო : დეტალიზაციას, უშუალობას და გადატვირთულობას რაც შეეხება. ბუნებაზე ნაკლებად, მაგრამ ბუნებრივობა და გახსნილობა მნიშვნელოვანი არის.
ჰო, ასე ერთი პოსტით "გაშიფრვა" ვერ იქნება ზუსტი.
მაღალფარდოვან ფრაზებს რაც შეეხება, მაღალი ნამდვილად არაა, ჩემი სტილი მაქვს. :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#25189651
· 28 Apr 2011, 01:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნატოშა
QUOTE
მე მენატრება შეგრძნებები. ის ემოციები რომლებიც მაქვს იმ ადამიანებთან/ნივთთან შეხებისას/მოვლენისას
იდეაში მონატრება ზუსტად გრძნობებს ეხება. საქმე ცოტა ეგოცენტრულადაა. ვითომ სხვა გვენატრება ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ის სიამოვნება გვინდა კიდევ ერთხელ განვიცადოთ, რასაც იმის საშუალებით ვიღებდით.
QUOTE
შეიძლება გარე რესურსი სულაც არ გჭირდებოდეს. ან ეს გარე რესურსი სხვისთვის უჩვეულო იყოს/თვითონ ვერ ხვდებოდეს, რომ "რესურსს" წარმოადგენს, იმიტომ რომ შენთვის მცირე "ბიძგი" არის საკმარისი, დანარჩენს საკუთარ თავში აკუმულირებ.
ალბათ მაინც მჭირდება, მაგრამ უცნაურ რესურსებში გეთანხმები. ეგ იმ დეტალიზაციის ბრალი იქნება, რაც
giorgivachadze
მ ახსენა.
giorgivachadze
QUOTE
სხვებს ვადარებ იმდენად, რამდენადაც ეს მჭირდება. ჩემთვის შემეცნების ერთ-ერთი საშუალება მოვლენების შედარებაც არის.
ხო, მესმის. უბრალოდ ამ შემთხვევაში სხვებთან შედარება არაა საჭირო. შენი მონატრებებიდან უნდა გამოყო ყველაზე ძლიერი (თუნდაც ჩემთვის ის თოვლის მონატრების ტოლფასი ინტენსივობის იყოს) და მაგაზე ილაპარაკო. თუ სურვილი გექნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tamuna_mpt
30 30
ჯგუფი: Members
tamuna_mpt
30 30
ჯგუფი: Members
წერილები: 3074
წევრი No.: 18570
რეგისტრ.: 24-March 06
#25189740
· 28 Apr 2011, 01:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უფფ რამდენი რამის დაწერა მინდა და ვერ ჩამოვაყალიბეეეე ვერაფრითთ. ძალიან არეულ ემოციას იწვევსსს.. აიი გრრრრრრრრრრრ ეგეთსსს რო გახსენდებააა რაღაც მონაკვეთი შენი ცხოვრებიდააანნ და ამ მონატრების, ფიქრის დროს თითქოს ისევ განიცდი იმ ემოციასსს და სასიამოვნოდ რო შეგაჯრჟოლებსსს. უმეტეს შემთხვევაში მონატრება ღიმილს იწვევსსს.. ხანდხან შეიძლება სევდიანს მაგრამ უმეტესად მაინც დადებითია. მაგარია ის შეგრძნება ვინმე ძალიან ძალიან რომ გენატრება და უცებ ნახავვვ.. ვაუუუ და თავს რომ ვერ აკონტროლებ სიხარულისგან :D :D ესშეგრძნება მენატრება ხანდახანნ .. უფ რეები ვწერეე მე თითონ ვერ გავიგეე .. ვეცდები ხვალ დასვენებული ტვინით უკეთ ჩამოვაყალიბო : )))
This post has been edited by
tamuna_mpt
on 28 Apr 2011, 01:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნატოშა
Ведьма с лысой горы
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ნატოშა
Ведьма с лысой горы
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3278
წევრი No.: 12027
რეგისტრ.: 6-August 05
#25189756
· 28 Apr 2011, 01:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TETISA
QUOTE
იდეაში მონატრება ზუსტად გრძნობებს ეხება. საქმე ცოტა ეგოცენტრულადაა. ვითომ სხვა გვენატრება ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ის სიამოვნება გვინდა კიდევ ერთხელ განვიცადოთ, რასაც იმის საშუალებით ვიღებდით.
ხო, ვიცი :) ამიტომ პირდაპირ ვამბობ, რომ მენატრება შეგრძნებები :)
QUOTE
ალბათ მაინც მჭირდება,
კი, გჭირდება მაგრამ არც ისე ბევრი, როგორც ვთქვათ, შეიძლება სხვას ჭირდებოდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
TETISA
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08
#25189779
· 28 Apr 2011, 01:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tamuna_mpt
:)
შენი ემოცია იგრძნობა. აი რომ მოგეყოლა პირადად, წარმომიდგენია, მთელი სხეულით როგორ გადმოსცემ ამ გრძნობებს, ხელებიც, ფეხებიც ჩართულია, სახეზე და მიმიკებზე ხომ არაფერს ვამბობ. ინტონაციაც ემოციური ...
ვფანტაზიორობ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
giorgivachadze
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2216
წევრი No.: 121315
რეგისტრ.: 20-September 10
#25189905
· 28 Apr 2011, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხო, მესმის. უბრალოდ ამ შემთხვევაში სხვებთან შედარება არაა საჭირო. შენი მონატრებებიდან უნდა გამოყო ყველაზე ძლიერი (თუნდაც ჩემთვის ის თოვლის მონატრების ტოლფასი ინტენსივობის იყოს) და მაგაზე ილაპარაკო. თუ სურვილი გექნება.
ხშირად არა, მაგრამ ხანდახან მაინც ძალიან მომენატრება ამა თუ იმ პიროვნებასთან ყოფნა. ზოგჯერ, რომ შევხვედრივარ მერე, ბევრი არც გვისაუბრია. ის მოკლე შეხვედრაც საკმარისი ყოფილა ჩემთვის. ან თუ დიდხანს ვყოფილვართ, არაა აუცილებელი სულ ვისაუბროთ. გვერდიგვერდ ჩუმად სიარული მიყვარს. ამ სიჩუმით და გამოხედვით უფრო მეტს ვიგებ ხანდახან.
ჩემთვის მონატრება არ არის მტკივნეული. მყავს ძალიან შორს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, წლებია არ შევხვედრივარ მათ, (ტელეფონი და ინტერნეტი მაინც ვერ ანაზღაურებს პირისპირ შეხვედრას) მაგრამ არ მტკივა ეს დაშორება. ვიცი, რომ მშვიდად არიან ეს ადამიანები, ფიქრობენ ჩემზე და მეც მახსოვს ისინი. ერთმანეთის პიროვნებები ვიცით და გვჯერა, რომ არ დავკარგავთ ერთმანეთს, მიუხედავად სიშორისა და დროისა.
ძალიან მინდება ხოლმე გარკვეულ პიროვნებებთან შეხვედრა, რომლებთანაც საუბარი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. ამ ადამიანების პირადი ცხოვრება და ფიქრები არც ვიცი კარგად, მაგრამ რაზეც მესაუბრებიან, მომყვება მთელი ცხოვრება. ვინც მენატრება, ვეძებ ხოლმე იმ საგნებში, რომლებიც მათ უკავშირდებათ. მენატრება ყველა და ყველაფერი ის, რაც შემეცნების წყაროა ჩემთვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6983
წევრი No.: 117674
რეგისტრ.: 26-June 10
#25190001
· 28 Apr 2011, 02:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზუსტად ეხლა ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობარი ამ გრზნობაზე ანუ მონატრებაზე....მან მითხრა რომ საერთოდ არასდროს განიცდის მონატრებას არავის მიმართ....და ისიც თქვა რომ რახან დედა ყავს გარდაცვლილი და რაღაც უსასრულობაშია ეს შეგრძნება ჩაკარგული შესაძლოა ეს იყოს მიზეზი მისი გაქრობისა
ჩემს თავზე ვიტყვი რომ არც მე მახასითებს მწვავე მონატრების განცდა...მონატრება რა არის პრინციპში, როცა რაღაც გინდა რომ დაბრუნდეს, განმეორდეს...ვიღაც შენთან ისევ გაჩნდეს:) ნუთუ წარსულს ასე კარგად ვივიწყებ?! თუ რისი ბრალია ეს ყველაფერი :rolleyes:
This post has been edited by
Leo woman
on 28 Apr 2011, 02:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
amao
Super Member
ჯგუფი: Registered
amao
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 130197
რეგისტრ.: 17-April 11
#25191605
· 28 Apr 2011, 09:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაიმე ნივთი ან მოვლენა არასოდეს მენატრება... ეს შეიძლება გავიხსენო მხოლოდ, როგორც რაღაც სასიამოვნო.
მენატრება კონკრეტული ადამიანი... მენატრება მისი სითბო, მისი გაღიმება. კონკრეტულად წარმოვიდგენ ხოლმე, ამა თუ იმ სიტუაციაში რა რეაქცია ექნება და ვხედავ, როგორ იღიმება.
მენატრება მისი სურნელი - განსაკუთრებით, მისი ყელის სურნელი, როცა ხარბად ვისუნთქავ და მინდა, ეს დამრჩეს სულ.
მენატრება, როცა ის სახეს ჩამალავს ჩემს ყელთან და ვგრძნობ, რომ ერთნი ვართ.
მენატრება მისი თითები, ომელსაც მალავს ჩემს ხელებში და ვგრძნობ, როგორ ვერთიანდებით.
მენატრება მისი კანის გემო, როცა ტუჩების შეხებისას შევიგრძნობ, სურნელთან ერთად.
მენატრება.........
განსაკუთრებით ეხლა, როცა ცდილობს, საკუთარი ნების წინააღმდეგ, დავშორდეთ.
ეს მონატრება იმდანად ძლიერია, რომ ზოგჯერ ვშიშობ, არ მივიდე რაღაც უკიდურეს ზღვარზე და რაიმე გამოუსწორებელი სისულელე არ ჩავიდინო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
erwin_rommel
იღბლის ქალღმერთი ლამარაა!
ჯგუფი: Members
erwin_rommel
იღბლის ქალღმერთი ლამარაა!
ჯგუფი: Members
წერილები: 11385
წევრი No.: 38733
რეგისტრ.: 23-July 07
#25192533
· 28 Apr 2011, 11:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს სუნი რა მაგარი რამეა ^^
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Leo woman
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6983
წევრი No.: 117674
რეგისტრ.: 26-June 10
#25193061
· 28 Apr 2011, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორი უემოციო ვარ ეხლა ვხვდები......რა სურნელი რის სურნელი.....სურნელი როგორ უნდა გენატრებოდეს :rolleyes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
amao
Super Member
ჯგუფი: Registered
amao
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 130197
რეგისტრ.: 17-April 11
#25193186
· 28 Apr 2011, 12:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არათუ მენატრება, თითქოს შევიგრძნობ, როცა უსაშველო ხდება ეს მონატრება...
როდესაც ძალიან შეგიყვარდება ვინმე, მაშინ მიხვდები, რა ძვირფასია მისი სურნელი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(138)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0399 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.