მომენატრაა.... არა და მითხრა მალე მოვალო.....
* * *
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
ირგვლივ კი წვიმით სველი აფრები,აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა რომ სხვას დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა აღარ ჩამოგეხსნები.არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს,შენს მხრებზე,თმებზე,მუხლებზე,სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,საათიც ,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც.
შენ ხარ ის –მე რაც უნდა მეთქვა... შენ ხარ,ოთახში ჰაერზე მეტიც............
This post has been edited by irinka-ira on 1 Mar 2012, 11:52