...დღეს შენი დაბადების დღეა ნიკა!
.....იმედია მეგობრები უკლებლივ მოვლენ,
...... მე მაპატიე რომ ვერ მოვახერხე...
.......არადა როგორ მინდოდა ჩემი პატარა ხელისგულებით შენთვის გული გამეთბო......
.......ვიცი რომ ჩემი მოსვლა ყველაზე მეტად გაგახარებდა,
........მაპატიე, ვერ მოვახერხე....ვიცი რომ გამიგებ......შენ ხომ უსიტყვოდაც გესმის ჩემი....
....... როგორ მიყვარდა ეს დღე.....დედაშენის გამომცხვარი ატმის ტორტი და .....შენი სიხარულით მოციმციმე თვალები...
.........წლებია მოლოდინით გავყურებ გზას და მოგონებები ტკივილად მქცევია.........
..........ღამით ცაზე გეძებ მიმობნეულ ვარსკვლავებში, მაგრამ შენს მაგივრად ჩუმ-ჩუმელა ვარსკვლავი მესაუბრება...
..........ამას ვწერ და თვალები ცრემლებით მევსება,სხეული მიკანკალებს .......მინდა წამით შემეხო, გულში ჩამიკრა,ისევ შემომხვიო ძლიერი ხელები და ნაზად მეამბორო....
.........ღმერთო... რას წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა.. რომ შენს გამო ჩამავალი მზის ფონზე ცრემლებს დავღვრიდი...რომ ყოველი შენს თავს გამახსენებდა.........
............ სულის ტკივილამდე მენატრები და...... შენთან ყოფნას ვნატრობ.....