Selfish_kid, შენი ავატარი დამევასა და დაგახასიათებ, თან ცოტას გავამყარებ სადენებს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის.
ფიზიკური: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, თმები ყავისფერი და რადგანაც მელანინი დაბალი არ გაქვს ალბათ თვალებიც(შინაარსიანი ზოგიერთი ”რეფლექსური პრიმატისგან” განსხვავებით ) ყავისფერი.
ფსიქოლოგიური და სხვა(თანმიმდევრობა არაა დაცული ): თავისუფალი აზროვნების მქონე ყოველგვარი დოგმების გარეშე, გაქვს შემოქმედებითი აზროვნება, ხარ მეოცნებე, დეპრესიული ხარ, მგრძნობიარე, ზოგიერთი ექსტრავერტისგან განსხვავებით სხვებთან იმაზე ”10-ჯერ მეტს არ ტირიხარ ვიდრე აწუხებთ”
როდესაც რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა გიჩნდება ხშირად დეპრესიაში ხარ და ცდილობ შენი თავი შენთვითონ ”შეაკეთო”, ”ნაცნობებს ამისთვის ნაკლებად მიმართავ”, ცდილობ ფაქტებს სხვადასხვა კუთხიდან შეხედო ინტერპრეტაციები გაუკეთო და მაქსიმალურად ლაითად წარმოაჩინო და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურო, მართალია სხვები ამისთვის საკუთარ ცნობიერებას არ მიმართავენ ხოლმე
და ქვეცნობიერი აგვარებს ხოლმე მათ პრობლემებს მაგრამ, იმის გამო რომ შენ გაქვს ფართო ცნობიერება და არაფერი არ გამორჩება შენს ”რადარს” ამის გამო ის დიდხანს ტივტივებს ცნობიერებაში, ცდილობ ცნობიერებითვე განდევნო ეს პრობლემები, მთელ შენს გონებაზე ცნობიერებაა გაბატონებული და მათ შორის შენს ქვეცნობიერზე რომელიც ხელს უშლის მის მუშაობას, ბუნებრივი რეფლექსები და გრძნობები ასევე დათრგუნულია შენივე ცნობიერებით,
სწორედ ამის გამო წარმოიქმნება ბევრი პრობლემა(იმის გამო რომ ”რადარი” ზედმეტად კარგად გიმუშავებს), ეს განაპირობებს(ნაწილობრივ) ასევე შენს ძლიერ ინტუიციას და აზროვნებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავის მინუსი და პლიუსი, ეს წარმოშობს ისეთ პლიუსებს როგორიცაა: ადვილად გამგები, მსახიობობის უნარი (შეგიძლია აკონტროლო შენი ქვეცნობიერი) და ყველაფერი ბუნებრივად გამოგივიდეს, ადვილად შესძლო საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში(შესაბამის) ”შემოვლითი გზებით”,
და კიდევ სხვას, გაქვს დიდი პოტენციალი(გონებრივი, და ისედაც) მარტივად რომ ვთქვათ გაქვს მაღალი ”პიკი” რომლის გამოვლენასაც სტაბილური მუშაობა სჭირდება, თუმცა ამაში ხელს შენი ნებისყოფა გიშლის,თუმცა შეიძლება ვცდები და ძლიერი ნებისყოფა გაქვს, მაგრამ ხელს ვერ გიწყობს შენ სხეული(ენერგია ხასიათი და ასე შემდეგ),ცდილობ შესძლო რელაქსაცია მაგრამ ძალიან გიჭირს, ხარ აფორიაქებული ალბათ ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც გაქვს, ეძებ სიმშვიდეს გინდა მოსწყდე საზოგადოებას(დაიკიდო ყველა პრიმატი რომლებიც არღვევენ ხოლმე შენს სიმშვიდეს) წახვიდე სადმე სამოგზაუროდ თან საბანკო ანგარიშზე გქონდეს ასე ”200 მილიონი” იმისათვის რომ მატერიალურმა პრობლემებმა არ წამოყოს თავი არ შეაფერხოს შენი სულიერი ძიება, მერე გაჩერდები
სადმე სათხილამურო კურორტზე დაჯდე შიგნით სახლში კომფორტულად დალიო ყავა/შოკოლადი და დაფიქრდე ცხოვრების აზრზე ან რამე ეგეთზე(ეს ცოტა ნაბოდიალები გამოვიდა თუ მთელი ტექსტი არა

)მერე გაიხედო ფანჯარაში დატკბე გარეთ არსებული სასიამოვნო ხედებით და .....(მოკლედ ლამაზი შინაგანი სამყარო გაქვს), ცხოვრების თანამგზავრად გჭირდება დაახლოებით შენნაირი აზროვნების მქონე ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კარგი ფიზიკური აღნაგობა და "სულიერი თვალები", ეხლა მოწყენილობა გეუფლება და ფიქრობ მალე მომბეზრდებაო, გაკლია საკუთარი თავის რწმენა და ამ რწმენის მოპოვებას ნაწილობრივ ცდილობ ასტროლოგიით(ასტროლოგია ასევე განსაზღვრავს ნაწილობრივ შენს შინაგან კომფორტს),ადამიანებთან ურთიერთობით და ზოგს რომ საერთოდ აზრად არ მოუვა თავში ისეთი მეთოდებით

, არ გაკმაყოფილებს საკუთარი შესაძლებლობები განსაკუთრებით ალბათ გონებრივი, მეეჭვება შენი აზროვნების დონეს შეესაბამებოდეს შენი მეხსიერების შესაძლებლობები,
გაღიზიანებს ლიმიტები, ლიმიტის ზიზღი შენი ერთ-ერთი თეორემაა ის ეწინააღმდეგება შენს თავისუფლებისაკენ სწრაფვას, და ეს ”ლიმიტის ზიზღი” ბევრგან იჩენს თავს და განსაზღვრავს კიდეც ნაწილობრივ შენი ცხოვრების წესს, ასეთი აზროვნების გამო მგონია რომ ფსიქიკური პრობლემები შეიძლება გქონდეს(დაძაბულობა,დეპრესია,აკვიატებები ან რამე), ალბათ საზოგადოებაში თავმდაბლურად იქცევი მარა არამგონია თავმდაბალი იყო, ეს ”არათავმდაბლობა” შენს ამბიციებში იჩენს ხოლმე თავს , ამ ავატარში ასევე ეგრევე ჩანს რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი სტატუსი საზოგადოებაში(თუმცა ამას ”უმალავ” საზოგადოებას) ცდილობ საყვარელი/საინტერესო/ჭკვიანი ადამიანის სტატუსი დაიმკვიდრო, თუმცა შენში თავმდაბლობაც არის, უბრალოდ გგონია რომ რადგან შენს ქმედებებში, ქვეცნობიერში ჩამალულ ეგოიზმს ამჩნევ ეგოისტი ხარ, თუმცა ეს არაა ეგოიზმი ეს ჩვეულებრივი მოვლენა(ეს ჩემი სუბიექტური აზრია მხოლოდ), გაქვს დახვეწილი გემოვნება და ღირსების ძლიერი გრძნობა,
უნდა იყო ერთგული, კეთილი, ქალებს ყოფ ორ(მინიმუმ) ტიპად: ”პრიმატი ინსტიქტებს აყოლილი მდედრები” და რამედ კიდე

და რომანტიკოსი ხარ, გეშინია რომ არ მოხვდეს ისეთი რამ რამაც შეიძლება ჩახერგოს ხიდი შენსა და რომანტიკას შორის, მოკლედ მე 10 დან 9,5_ს გიწერ და მერე დავამრგვალებ
პ.ს. თუ არ გეზარება "პერსენტი" გამოუშვი (ოღონდ 50%_ზე ნაკლები თუ იქნება არ მითხრა, მომატყუე

).
This post has been edited by simebi on 11 Feb 2012, 20:58