masai11
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14309
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
|
#25892973 · 9 Jun 2011, 10:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (beroTheKid @ 8 Jun 2011, 20:51 ) | აფირმაცია "ქვეზღურბლოვან ეფექტს" გავს, ვეიქერმა რომ შეიმუშავა (25-ე კადრი). პლაცებო ეფექტის მომცემია, მაგრამ გასათვალისწინებელია თვითშთამგონებლის ინტელექტუალური დონე და საფრთხე იმის, რომ მოხვდება ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, რომელშიც რამდენჯერაც არ უნდა თქვას რომ "მე ჰავაიზე ვარ, ჰამაკში და ქოქოსს ვწრუპავ. მზეა, ბედნიერი ვარ", "მე ჰავაიზე ვარ, ჰამაკში და ქოქოსს ვწრუპავ. მზეა, ბედნიერი ვარ", მაინც არაფერი შეიცვ;ლება და შეიცვლება კი არა უფრო ცუდ დღეში ჩავარდება. როგორც ვლადიმირ ლევი ამბობდა: ყველას არ შეუძლიე "ფიქრებზე ინადიროს", ზოგჯერ ამან შეიძლება უკუშედეგი მოგვცესო. ჰოდა ეს თქვენი აფირმაციაც ყველამ თუ სცადა ცუდად წავა საქმე. ყინულის სასახლის ეფექტია, ბოლოს პატარა ყინულის ნატეხი შეილება შემოგრჩეს და წასულია შენი საქმე, ესკიმოსი კი გაუძლებს, მაგრამ, ბედუინი ვერა ))))))) მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამ ქმედების პრაქტიკაში დანერგვის, (ვაღიარებ, ზოგზე დადებითად იმოქმედებს). ამას ჯობია თვითრწმენა რეალურად აიმაღლო, ფსევდო სიზმარიც არ ვარგა ) |
საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესო იქნება თუ აფირმაციებთან დაკავშირებული საფრთხეების საკითხს კიდევ უფრო გავშლით და დვაკონკრეტებთ, კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ.
აი ეს მაგალითად :
QUOTE | "მე ჰავაიზე ვარ, ჰამაკში და ქოქოსს ვწრუპავ. მზეა, ბედნიერი ვარ", "მე ჰავაიზე ვარ, ჰამაკში და ქოქოსს ვწრუპავ. მზეა, ბედნიერი ვარ", |
მე მგონი არ არის აფირმაცია. მაგალითად ეს კი - "მე მიყვარს საკუთარი თავი, მე მიყვარს ადამიანები, მე მიყვარს სამყარო" - ნამდვილი აფირმაციაა, ვინაიდან საკუთარი თავისადმი და გარემო სამყაროსადმი დამოკიდებულების შეცვლაზეა მიმართული, ეს განზრახვა დევს მასში. იგი არ არის კონკერტულ საგნებზე (ქოქოსის წვენი, ჰამაკი და ა.შ.) მიბმული. ასე რომ, ალბათ ნამდვილი აფირმაციის მთავარი პრინციპი საკუთარი თავის მოტყუება კი არაა, არამედ დამოკიდებულებების შეცვლა, ამ განზრახვის ვერბალიზაცია და გაცნობიერება.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|