რატომ ასეთი პესიმიზმი?
ყველა ჩვენგანი საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნის და თუ რამე არ მოგვწონს ერთადერთი ვისაც ამ ცხოვრების შეცვლა შეუძლია ისევდაისევ ჩვენ : )
არაფერი და არავინ არ არის ცალსახად კარგი ან ცუდი - ყველაფერი საკუთარი ემოციების კონტროლამდე დაიყვანება, ანუ შენ თავად უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ნებისმიერი მოვლენისგან რაც შენს ცხოვრებაში ხდება მიიღო კარგი, ცუდს კი ღირსეულად შეხვდე - რაც იყო იყო, ეს ,,ცუდი" და ,,კარგიც" ხომ ერთ სიტყვაში ერთიანდება - გამოცდილება.
მთავარი ისაა, ამ გამოცდილებამ სიცოცხლის ხალისი შეგმატოს და არ გააუფერულო ეს სიტყვა "სიკვდიმალმდე მიმავალ გზად."
მაგ:. ჩემი თავი 16-19 წლის ასაკში - "ამასწინათ, მიკროავტობუსით მგზავრობისას გაშტერებუილ მივჩერებოდი ტრასაზე გავლებულ გრძელ ხაზს. ერთი გრძელი ხაზი იყო სულ. მხოლოდ ალაგ-ალაგ გამოერეოდა წყვეტილი ხაზები. ჩემი ცხოვრებაც ასეა - ერთი დაუსრულებელი სწორხაზოვნება, მხოლოდ ხანდახან თუ გამონათებს ბედნიერი დღეები, იმ წყვეტილი ხაზებივით..."
და ჩემი თავი დღეს, 25 წლის ასაკში - "ვისწავლე ის, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო იმისთვის, რომ მიყვარდეს ცხოვრება. მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით ჩემგან განსახვავებულები, რადგან მათთნ ურთიერთობით ვხდი ჩემს ცხოვრებას საინტერესოს.
მერე რა თუ ამ სოციუმზე ვხდები დამოკიდებული და ჩემი განწყობის ცვლილებაც მათ უკავშირდება?
ურთიერთდამოკიდებულის ალტერნატივა არის იზოლაცია, მარტოობა, სრული თავისუფლება და სრული სიგიჟეც...
მაგრამ ეს ხომ რადიკალიზმია?"
ზომიერების დაცვა ყველაფერში - ესაა მზა და მარტივი რეცეპტი სიცოცხლის და ადამიანთა სიყვარულისთვის.
ისიც გასაგებია, რომ ბალანსის დაცვა ურთულესია, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და შენში უფრო მეტი რადიკალიზმია ვიდრე ზომიერების განცდა.
მეორე მხრივ ეს "ექსქუიზი" სულაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ზომიერების გრძნობა დაივიწყო - ყველაფერი მხოლოდ შენს თავზეა დამოკიდებული.
ადამიანებში იმედი გაგიცრუვდათ და ცხოვრება შეგაძულეს?
მერე რა, ყველას ერთ ,,კომპლექტში" ნუ გააერთიანებთ.
სიძულვილი ძალიან ძლიერი გრძნობაა, სიყვარულზე ძლიერი (როგორც ოსკარ უაილდი იტყვოდა

), ასე რომ ყველა ეს "შავ-ბნელი" პერიოდი, როცა ადამიანები გტკენენ სწორედ იმისკენ გიბიძგებს, რომ შეიძულო ადამიანები, და მასთან ერთად შენი ცხივრებაც.
ამიტომაცაა საჭირო ემოციების კონტროლი, რაც ემოციურ მდგრადობას, და შესაბამისად, ჩვენს სიძლიერეს შეგვაგრძნობინებს - ძლიერ ადამიანს კი სიძულვილი ვერ მოერევა

მოკლედ გამომივიდა ეხლა მორალის კითხვა, მაგრამ ასეა - it's so easy to be miserable, being happier is tougher and cooler
This post has been edited by illusionary on 17 Jun 2011, 14:58