ადამიანების უმეტესობას არ აქვს გააზრებული სიცოცხლის ფასი

თუმცა როგორც კი დგება მისი აღსასრულის ჟამი, ყველა ცდილობს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. სწორედ ამით აიხსნება ექიმებთან სიარული, მკურნალობა ა.შ. ადამიანები ამბობენ რომ არაფრად უღირთ სიცოცხლე, თუმცა როგორც კი რისკს დაინახავენ სიცოცხლის წართმევის, მაშინვე ცდილობენ აღადგინონ პირვანდელი მდგომარეობა. ცხადია ეს ყველას არ ეხება - ზოგი თავადაც აჩქარებს სიცოცხილს დასრულებას და თვითმკვლელობას მიმართავს.
როგორც წესი, სიცოცხლის ფასი პირდაპირპროპორციულია კონკრეტულ მომენტში ადამიანის გუნება-განწყობაზე

ანუ ეს ფასი ცხოვრების განმავლობაში ხშირად იცვლება. თუ ადამიანი ბედნიერია, შეყვარებულია, იცის ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, გრძნობს რომ ვიღაცას ის სჭირდება ა.შ. მაშინ მისი ცხოვრების ფასი მატულობს, მისთვის სულ უფრო მტკივნეულია ცხოვრების დასრულება. რაც უფრო ნაკლებია დადებითი მხარეების ცხოვრების, მით ნაკლებად ვაფასებთ ჩვენს სიცოცხლეს, მაგრამ 0-მდე მაინც არ დგვყავს

ასე მაგალითად. გადახედეთ რამდენი მათხოვარი და უსახლკარო ადამიანია, რომელიც იმისათვის რომ ცხოვრება გაიხანგრძლივონ ნაგვის ურნებში ეძებენ საკვებს

ყოველტვის მიკვირდა ეს ამბავი. განა რა ფასი აქვს ასეთ ცხოვრება, როცა გძინავს მარტოს ქუჩაში, სიცივეში, როცა არ გაქვს საჭმელი და სულ შიმშილით იტანჯები, როცა უყურებ ქუჩაში გამავალ უფრო მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლებს და წარმოიდგენ, რომ შენც შეგეძლო მათ ადგილას ყოფილიყავი/ ასეთ დრო ალბათ უნდა გინდოდეს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულო სიცოცხლე, მაგრამ მაინც იბრძვი

სამწუხაროდ ჩვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ ჩვენი ემოციები განსაზღვრავენ. ჩვენ გვიყვარს და ჩვენ არ ვუყვარვართ? - უბედურნი ვართ! არ გვაქვს ისეთი სახლი როგორიც გვინდა? უბედურნი ვართ! არ გვაქვს ბევრი ფული? - უბედურნი ვართ. მე მგონია რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ცხოვრებას გამოსწოვონ რაც შეიძლება მეტი, მიიღონ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება, შეიგრძნონ ყველაფერი რაც შესაძლებელია, განიცადონ, გაიარონ, ჰქონდეთ უამრავი თავგადასავალი. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც დასრულდება და რატომ უნდა ვატაროთ დრო ტანჯვაში ?