39 წლის რომ ვიყავი, ვამბობდი 40 ის ვარ მეთქი, ვიმატებდი ასაკს

. ყოველთვის მომწონდა თმაში ჭაღარა. არ მიყვარდა ბიჭოს რომ მეძახდნენ.
ყოველთვის ისეთი თემები მაინტერესებდა, სწავლულ და დაბრძენებულ ადამიანებს რომ აინტერესებთ. ახლა 46 ის ვარ, ჭაღარაც შემეპარა და თმაც შემითხელდა ცოტა. დარდი და სინანული მომემატა. სამაგიეროდ ცოდნაც მომემატა და სიბრძნეც. ეხ, ნეტავ ახალგაზრდობაში მცოდნოდა ის ყველაფერი რაც ახლა ვიცი. ამდენ სისულელეს აღარ ჩავიდენდი.
როდესაც ინტელექტზე და სულიერებაზე გაქვს აქცენტი, ასაკთან ერთად ეს მხოლოდ მატულობს.( თუ სკლეროზი ან ამნეზია არ დაგემართა რა თქმა უნდა

).
სხეული კი წარმავალია და ჭკნობადი. თუ სხეულთან აიგივებ შენს თავს, სხეულთან ერთად დაბერდები და მოკვდები. თუ სულთან გაიგივდები, იქნები უკვდავი და უბერებელი როგორც სული