დარარარარა
დარარარა
რა
რარარააააა რა რაა..
სულელია?
ლევანი.სად არის აბა. ან რატომ უნდა იყოს..
............................
იმ დღეს თაკომ მითხრა. ''უნდებით' ხარ გატენილი. სუპერ-ეგო გაქვს მაღალი და იდი - ''მინდა'' - დაგიჩაგრა. და ს გაწუხებს.
პატარა მსაჯული გყავს თავში. ჰო მეთქი. ვიცოდი. ადრე აღმოვაჩინე.
მამაჩემის ბრალია. მთლიანად. ''უნდა იყო საუკეთესო''
და თავის თავი გააყალბა პატარა გოგონამ. 4-ს ვიღებ? ესე იგი, ბანძი ვარ. მერე რა, რომ ნიჭიერი ხარ და კარგად სწავლობ და ბევრი 5ებიც გყავს. 4? ბანძი ხარ, ვსიო... და მოვატყუოთ მამა.
მერე, ვითომ საქმიანი ხარ - მამა ღფრთოვანდება ამით.
ისევ გააყალბა თავისი თავი გოგონამ...
............
ეჰ იგლესიას იგლესიას

ბოროტზე ბოროტი, ავზე ავი მსაჯულია, რომელსაც ვერ მოატყეუბ, - სად გაექცევი? ჰმ, კი გაცვია მაგრად, თუმცა ხომ იცი რომ ფეხსაცმლის გაპრიალება დაგეზარა? ბანძო! დამკივის.. ხო, ბევრი რამე იცი, და ამერიკის 1 პრეზიდენტი რ გახსოვს? ბანძო!
მამიდაჩემიც ეგეთია.. ეს არ იცი? ბანძო. სტილი აქვთ ეგეთი, ოღონდ მშვიდი. ვაი, მაგის შვილი რომ ვიყო მომენტალურად გავაფრენდი

სუპერ-დამცინავი. სამართლიანად.
ვგიჟდები მამიდაზე, ძალიან მიყვარს. ეგეთია და რა ვქნა, მაგარი პატრიოტია სამაგიეროდ, ტირილამდე

და უყავრს სათავისიანოს შეკვრა. ეგეც პლუსია.
არადა, ამის (გინება, ბარაკოს პატივისცემით, ცენზურა

) იმდენზე მეტი ვიცი და იმდენზე არაბანძი ვარ, ხანდახან ენა მივარდება როცა ვხედავ ვიღაცამ არ იცის/არ შეუძლია/ ა.შ> რამე, რაზეც ჩემი თავი?! ბოლო ხმაზე ამიკივლდებოდა - შე კრეტინო უკრეტინესო იდიოტო, ისეთი ბანძი ხარ როგორ ბედავ რომ არსებობო, და ვდრუგ, ვიღაც მშვიდად პატიობს თავის თავს რომ არ იცის/ა.შ> და დაჟე თვითკმაყოფილიცაა.
რილეეექს, გოგონა

............................
პ.ს. საკუთარი თავის მიუღებლობა გჭირსო, თაკომ, და მერე გამახსენდა - ჰო მეთქი, ჩემი სახელი მეზიზღება, საკუთარ თავს სხვა რამეს ვეძახი და ეხლა პირველად მომინდა ეს გამოგონილი სახელი კი არა, ნამდვილი დამეწერა.
.........................
გოგონა

.............................
ხანდახან მაგრად მწყინდება ხოლმე. ზღვის ტალღებს რომ დააღწევ თავს და ნანატრ ნაპირზეგახვალ და... იქ ჩვეულებრივი ადამიანებია. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი. შენ კი პათოლოგიურ საინტერესო რაღაცეებს ხარ მიჩვეული და ნარკოტიკულად გახსოვს რაღაც ამაფორიაქებელი გატაცებები. არა, არა, აღარ მინდა. კარგია მშვიდი ცხოვრება, ადამიანური... დაე, იყონ ადამიანები ცოტა ზერელე და უბრალო, იყონ ჩვეულებრივი და იხალისონ სისულელეებზე, მეც ვიხალისებ..

მარტივია ყოფა.
და დევს, ცხოვრება, როგორც გადაშლილი წიგნი, სადაც წინა გვერდებზე ყველა ნაწერი გამქრალია და მხოლო სასიამოვნო, რბილი კრემისფერი ფურცლებიღა შრიალებს.
როოგრც ნიავის აფრიალებული ნაზი ფარდა კარში.
