რო არ გავიდე მათენდება თავზე

კიდე მაქ ჯერ გეგმები და იქნებ მოვასწრო

კაიც მოდი გეხუმრო მარა დიდი ინტერვალები იქნება პასუხებს შორის და რეიზა დაგაწყვიტო ნერვები ანგელოზივით ბაღანას ?
* * *
ეს ისე , თავშესაქცევად დავდებ from Teo
აქა ამბავი თვალებდათხრილი ბუსი"ის რომ ბავშვობის წლები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფორმირებაზე და შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სამყაროში ადაპტაციაზე და ა.შ. ეს ახალი ალბათ არავისთვის არის.. და მაინც, თუ ვინმესთვის სიახლეა, ჩემთვის პატივია რომ პირველი ვარ, ვისგანაც ეს ესმის ..
მოქმედება პირველი..
როცა ჯერ კიდევ სულ ნორჩი ვიყავ, რაღაც გავაფუჭე უნებლიედ ( აბა როგორ ვიტყვი რომ მე რამის გაფუჭება განზრახ შემეძლო) შევაფასე რა ობიექტურად არსებული სიტუაცია და მივედი დასკვნამდე, რომ გვარიანად ( და როგორც ერუდირებული, მდიდარი, ჯარბწონიანი და კარგი იუმორის მქონე ადამიანი იტყოდა – მოშნად) მომხვდებოდა ( ხელი არა, საყვედურები) მოვრთე ტირილი ( ამ დროს ეს არის ძალიან კარგი საშუალება , ერთის მხრივ გარშემომყოფებს გულღიად ანახებ რომ განიცდი და ამავდროულად ჰბადებ თანაგრძნობას )
ვარ ტირილის განცხრომაში.. ვამუშავებ ხმას, სტილს, ეფექტურად გადმოცემას და ა.შ. რომ მკითხა მამამ რა მატირებდა.. ვსე, დავიჭირე მომენტი , დრო იყო ახლად მოპოვებული ინფორმაცია მიმეწოდებინა უფროსებისთვის .. მომისმინა , გამიღიმა და დამამშვიდა.. მე არ ვაპირებდი ასე იოლად დანებებას, თუმცა ტაქტიკური სვლა უკვე მოითხოვდა სლუკუნზე გადასვლას , თვალთ დანამვას და მჭვუნვარე სახეს.. მაშინ მამამ მომიყვა ჰ ამბავი ჰ ერთი ბუ ისი..
მოქმედება მეორე..
სადღაც ტყეში, ცხოვრობდა ერთი ბუ.. ერთხელაც ბუმ გაიგო, რომ ქვეყანა იქცეოდა.. ( ალბათ ღამის ნიუსებში) და დაიწყო მოთქმა, ტირილი , ვაება.. გული გახეთქვას ჰ ლამობდა.. ამ მწუხარებისას ბუმ არც აცია და არც აცხელა, დაითხარა ორთავე თოლნი.. საქმე ის იყო რომ ქვეყანა არ დაქცეულა, ცხოვრება გაგრძელდა და ბუ დარჩა თვალებდათხრილი…
მოქმედება მესამე..
ვისმინე ესე ამბავი, გულს დარდი გადავიყარე და შევუდექი გზასა მხიარულებისასა…
მას შემდეგ, ბევრი დრო გავიდა.. ქვეყანა 7 ჯერ ამოტრიალდა, დედამიწა ორბიტიდან გადახტა ( ამ დროს აუცილებლად სახლში უნდა იყო, ემანდ არაფერი მოიწიო ) იყო ომები, იყო ტროლეიბუსები.. ნავთის ფეჩები , რევოლუციები, მისაღები გამოცდებიც კი ! მაგრამ ქვეყანა ისევ არსებობს..
თუ თქვენ დაიღალეთ ამ ტექსტის კითხვით, არ გადახვიდეთ მთავარ გვერდზე , ვეეით! ( :შრეკის კატის თვალებით: )
სათქმელიც მითქვამს, სიმღერა რომელსაც ვუსმენდი დამთავრებულა.. აკეცილი ფეხი მიბუჟდება, მაგრამ ვიდრე გაგზავნას დავაჭერ, ზუსტად ვიცი რომ მინიმუმ შუბლს მოვიფხან, კისერს მოვიღრეც და გამეღიმება.. მე დიდი მემკვიდრეობა მერგო მამისგან : უდიდესი ოპტიმიზმი..
და მაშინაც კი, როცა დარაბა დახურულია და მე ხელფეხშეკრული ვგდივარ ბნელ ოთახში, ვიცი რომ მოვარდნილ ქარიშხალს ერთი სიკეთის გაკეთება მაინც შეუძლია , ღია დარაბიდან მზე შემოანათებს.. მეტიც – სასწაულებიც კი ხდება… უბრალოდ გავიღიმებ ,გაიღიმეთ… არა იმისთვის რომ თითქოს არსებობს ვიღაც, ვისაც თქვენი ღიმილი მთელს ცხოვრებას ურჩევნია , არამედ თქვენთვის..( თანაც, არ მგონია ის ახლა თქვენ გხედავდეთ ) თქვენ ყველას გიყვართ საკუთარი ღიმილი… არაა სავალდებულო სხვის წინაშე დემონსტრირება ..
მოქმედება მეოთხე..
მე არ გეტყვით: ” გამიტანეთ აქედან “.. თავად გავიტან საკუთარ თავს.. “Publish”
This post has been edited by teoj on 25 Sep 2011, 23:30