ვერ დაგეთანხმები, ანტონობა სხვა რამეა

ანტონობა უაზრო კითხვებს ნიშნავს

აქ კი უბრალოდ ცოტა რთულია დამწყებთათვის
აი კიდევ და ამოარჩიე
ლიტერატურული მსხვერპლები(ზოგიერთში გმირის დასახელებაა საჭირო და ზოგში ნაწარმოების)
1.ამბობენ, რომ ყაჩაღების ეს მსხვერპლი, პერიოდულად ჩნდება (პეტერბურგში) კალინკინის ხიდდთან და გამვლელებისგან ქურქის გახდას მოითხოვს - აკაკი აკაკიევიჩი 'შინელი"
2. ეს, ერთი შეხედვით იღბლიანი კორსიკელი, საკუთარი მამის ტყვიით მოკვდა - ფორტუნატო "მატეო ფოლკონე"
3. რაფაელ დე ვალენტენი ტყავის ნაგლეჯზე ამოტვიფრულმა სასკრიტული ტექსტის მაგიამ იმსხვერპლა - "შაგრენის ტყავი" ბალზაკი
4. ანა ლუიზა სტალი ამბობდა, რომ არცერთ ლამაზმანს არ გამოუწვევია იმდენი თვითმკვლელობა, რამდენიც მე-18 საუკუნის ამ ლიტერატურულმა პერსონაჟმა - ვერთერი "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი"
5. ამ გენიალურმა ბაყაყმა, სიცოცხლე იმავე მოედანზე დაასრულა, სადაც 29 წლის წინ დაიბადა - ჟან ბატისტ გრენუი "პარფიუმერი" (grenouille - ბაყაყი ფრ.)
6. ალიონა და ლიზავეტა ივანოვნები, ამ განდგომილი, დიდების მოსურნე სტუდენტის მსხვერპლები გახდნენ - როდიონ რასკოლნიკოვი "დანაშაული და სასჯელი"
7.შიზოფრენიის და უიღბლო სიყვარულის მსხვერპლის, აქსენტი პოპრიშინის უკანსკნელი წერილი, 34 თებერვლით თარიღდება და ასე მთავრდება "იცოდით, რომ ალჟირის დეის ცხვირზე დიდი მეჭეჭი აქვს?" - "შეშლილის წერილები" გოგოლი
8. ახლა მე მკვდარი ვარ – ერთი გვამი, რომელიღაც ჭის ფსკერზე დაგდებული. კარგა ხანია, სული ამომხდა, გულიც გამიჩერდა, მაგრამ ეს არავინ იცის. (იმან კი, იმ ნაძირალამ, ჩემს სიკვდილში რომ დარწმუნებულიყო, ყური დამადო, მაჯაც გამისინჯა, მერე ფერდში წიხლი ჩამაზილა, ჭასთან მიმათრია, ამწია და შიგ ჩამაგდო. თავი, უკვე ქვით რომ მქონდა ჩამტვრეული, ჭაში ჩავარდნისას სულ დამეჩეჩქვა; ტუჩები, შუბლი, ლოყები ერთმანეთში ამეზილა; ძვლები დამემსხვრა; პირი სისხლით გამევსო)... გარდაცვლილი ვარაყის ოსტატის(ზაფირ ბეის) ამ სიტყვებით იწყება ნობელიანტი მწერლის 1998 წლის ცნობილი რომანი - "მე მქვია წითელი" ფამუქი
9. უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა! - ამ სიტყვებით შეშინებულმა ფატმანმა, ავთანდილს თხოვა მისი მოკვლა - ჭაშნაგირის "ვეფხისტყაოსანი"
1.0 ეს ახალგაზრდა ბატონი თავისივე ავხორცობამ იმსხვერპლა. იგი მოკლა ყოფილმა ყმამ, რომელმაც საცოლის გაბახება არ აპატია. - დათიკო ”გლახის ნაამბობი"
11. ვიღაცამ თითქოს დაწყევლა ჯოზეფი, თითქოს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც დააპატიმრეს...ასე იწყება გაჭიანურებული ამბავი ბანკირისა და გულში დანის ჩაცემით მთავრდება - "პროცესი" კაფკა
12. ის, თავისი სასახლის ბაღში, მძინარე მოკლეს, ყურში ლენცოფას წვენის ჩაწვეთებით(ევსტახით პირის ღრუში ჩაუვიდა :დ) - "ჰამლეტი" შექსპირი
აჰა, ამოარჩიე და დაამატე