დავიღალე
...............................................
ყოველთვის როცა სხვა ადამიანთა სიყვარული და ინტერესი ქრება ჩემდამი, მე განვიცდი. იმიტომ რომ არ ვიცი მიზეზი და რომც ვიცოდე რა ხეირი, თუმცა რაღაც ხეირი მაინც. უსიტყვოდ წასვლა - ეს მამწარებს.
...............................
you make me awfully pain ... (Ciqortulad)
განვიცდი რომ წახვედი. ხმამაღლა და ყვირილით მტკივა. შიგნიდან მიღალატა ჩემმა თავმა-ს ვეძახი ამას. როგორც სამი წლის წინ. ოთო რომ შემომიჩვია.
ეხლაც იგივე მოხდა. მსუბუქი ვერსია.
უცებ ვენდე, და გულით. კი არ მიყვარდა, ვენდე. და ეს უფრო ფაქიზი იყო ვიდრე სიყვარული ან გატაცება. არც ისე ზერელე, უფრო ღრმა.
ეს კიდე კარგ ბიჭს თამაშობს ხანდახან, და მაშინ აღიარებს რომ საზიზღარია.
მე კი ვუმტკიცებდი არ ხარ თქო.
...................................
ძალიან მტკივა, ყვირის, ისე ყვირის, რომ ჩუმად. ... . ესაა მძაფრი. ჩუმადაა, შენიშვნითაც კი ორი კვირის მერე მივხვდი. რომ თურმე ეს წუხილი დამყვება თან.
და არ ვიცი რა მოვუხერხო.
.........................
tell me, that your sweet love hasn's died

.......................
ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, ვერ ავხერხებ უბრალოდ. მეტისმეტად ხმამაღლა და ყვირილით მტკივა და შუბს ხალათში ვერ ვმალავ, სულ ოდნავ მაინც თუ მაქვს ნერვები მოდუნებული.
...........................
მტკივა, თორემ რომ არ იმსახურებს ხომ ვიცი. და თუ ამ ტკივილმა ბოლომდე გამიარა, ესე იგი მასაც გაუხსნენებალდ დავივიწყებ... და დავიკიდებ ანუ. და ივლის ჩემს გვერდით, როგორც თითქმის ცარიელი ადგილი.
This post has been edited by burbushela- on 16 Sep 2011, 23:38