agent777ესე იგი, ჩემო კარგო, მე მაგალითად მაღალი ბიჭები მომწონს, იმიტომ, რომ თვითონ ძალიან მაღალი ვარ, მაგრამ, დაბალი რომ ვიყო, სიმაღლეს ნამდვილად არ ექნებოდა რამე მნიშვნელობა. მამაკაცში გარეგნობას ნამდვილად არ უჭირავს დიდი ადგილი. სამწუხაროდ, ბევრისთვის ფულს უჭირავს, მაგრამ საღად მოაზროვნე ქალბატონები ძირითადად იხიბლებიან იმით, რომ ბიჭს აქვს:
სითამამე (მშიშარა ბიჭები არავის მოსწონს)
ჭკუა და ნიჭი (დებილები მარტო დებილებს მოსწონთ)
იუმორის გრძნობა (ამით უნდა დამეწყო)
გაწონასწორებულობა (16 წელს ზემოთ ქალებს არ მოსწონთ შარიანი ბიჭები. მე ვერც ვერსასდროს ვიტანდი. ჩემი შეყვარებული თუ მიყვირის მძულს იმ მომენტში)
რაც შეეხება გარეგნობას, სიმაღლზეზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ გედოს ქართული პატიოსანი ღიპი. სახის კანს (არაა აუცილებელი კრიალი გაუდიოდეს, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობისას სასწრაფოდ მისახედია და დამიჯერე სიმაღლეზე ათასჯერ მნიშვნელოვანია), პირის აპარატის სისუფთავე (ჩაშავებული კბილები და სუნი ნამდვილი კრახისთვის გაგწირავთ ყველასთან ურთიერთობისას), ვარცხნილობა (თუ მელოტდება - გადაპარსული თავი და ისე ნორმალური პრიჩო ჭარბი რაოდენობის ჟელესა და ქერტლის გარეშე), სისუფთავე, ნორმალური სამოსი (არა ძვირადღირებული, არამედ გემოვნებიანი - მძულს ქუსლიანები ბიჭზე).
უშუალოდ სიმაღლეს რაც შეეხებს, ინდა გითხრა, რომ ძალიან ხშირად დაბალი ბიჭები საყვარლები და რაღაცნაირი, სხარტები და მოქნილები არიან. ჩემს ორ ძალიან ლამაზ მამიდაშვილებს სულ დაბალი ბიჭები მოსწონთ. ბიძაჩემი დაბალია და ყველას რატომღაც უფრო გვიყვარს, ვიდრე მეორე მაღალი და ძონძროხა ბიძა D:

:D:D:D:D წარმატებები
* * *
ხო მართლა. სპორტს მისდიე, მაგას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა