დავწერე მეც მაგაზე ადრე. მეც მჭირდა მსგავსი რამ, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და სხვანაირად ვუყურებდი ცხოვრებას.
შენ რასაც ამბობ სრულიად ბუნებრივია და გეთანხმებით ყველა და ეგ არის საღი და სწორი აზროვნება, მაგრამ ეს ცხოვრებაა.
ადამიანი თავიდანვე ყველაფერს საღად და სწორად რომ აკეთებდეს, სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება. არის რაღაცა, სადამდეც შენი ცხოვრებით, გამოცდილებით თუ განათლებით უნდა მიხვიდე, გაიაზრო და გაითავისო.
17 წლისა ისე ვერ ვიაზროვნებდი, როგორც ეხლა – 22 წლის ასაკში. 30 ის რო გავხდები, ალბათ კიდევ სხვა შეხედულებები მექნება ცხოვრებაზე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მალე განვითარდე ადამიანი, იმიტომ რომ დრო სწრაფად გადის და მერე სანანებელი შეიძლება გაგიხდეს, რა სულელი ვიყავი ესე რომ ვფიქრობდი და ამით ცხოვრებას ვირთულებდიო.
კომპლექსებს რაც შეეხა ზოგადად და მათ არსებობას, ადამიანი რაციონალისტი რომ იყოს და ყველაფერს გონებით ჭვრეტდეს,
კომპლექსი ალბათ არც იარსებებდა საერთოთ. გარეგნობას აღიქვამდა ერთ–ერთ რიგით თვისებას, რომელიც ზოგს "უკეთესი" აქვს , ზოგს " უარესი". სამაგიეროდ, სხვა "ღირსებები" აქვს მეორეს ისეთი, რომელიც პირველს არაქვს. და ეს ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. ეს ცივი გონების დონეზე, ესეა, მაგრამ
მაგრამ ადამიანს, გონებასთან ერთად, აქვს გრძნობები. და იმ გრძნობამ და ემოციამ, მხარზე შემჯდარი ეშმაკივით უთხრა და ტვინი უბურღა ადამიანს, რომ აი შეხედე ის სხვა რა ლამაზია და შენ არა. აი ის სხვა რა წარმატებულია სწორედ მაგ სილამაზის გამო და შენ არა. და ამან გააჩინა კომპლექსი იმის, რომ შენი გარეგნობაა შენი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. გგონია, რომ ეს არის დაღი, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა იარო. ასეთი აზროვნება კი ცხოვრებაში ძალიან გიშლის ხელს, რადგან საკუთარი თავის აქტუალიზაციის საშუალებას არ აძლევს.
რაც უფრო მალე მიხვდება ადამიაო, რომ ეგ ყველაფერი სისულელეა, რომ გარეგნობა არ არის ამ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის მთავარი კრიტერიუმი და შესაბამისად, არც მისი წარუმატებლობის მიზეზი (თუნდაც პირად ცხოვრებაში, თუნდაც კარიერაში), მით უფრო გაიმარტივებს ცხოვრებას და გაიზრდი შანსს, რომ იყო ბედნიერი. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დარდს, ნერვიულობას და დეპრესიულ ყოფას გადააყოლებს საკუთარ ჯანმრთელობას და მერე, როცა ცხოვრება თვალწინ ჩაუვლის, მიხვდება რომ შეცდა.
აი ეს არის ამ მოვლენის ზოგადად ჩემეული ხედვა. მე ვერც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით დავიკვეხნი და ვერც ღრმა ფსიქოლოგიური განათლებით. უბრალოდ, დღეს ასე ვხედავ ამ მოვლენას და ძალიან მინდა, რომ წლების მერეც არ შემეცვალოს წარმოდგენა ამ საკითხზე. იმიტომ რომ ვთლი, რომ ეს მიდგომა სწორია, საღია და თუ რეალური ცხოვრებაც იმავეს დამანახებს, ძალიან კმაყოფილი ვიქნები.