Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(100)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კითხვა ფსიქოლოგთან
, მეათე ნაწილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hawley
Crazy Member
ჯგუფი: Members
Hawley
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3085
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12
#30852079
· 24 Apr 2012, 18:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(urukxai @ 24 Apr 2012, 18:32 )
8TQ8
არა ეგრე არ მაქ
უბრალოდ ვაკონტროლებ საკუთარ თავს რო ზღვარი არ დავკარგო რეალობისგან
ჯერჯერობით გამომდის და უნდა მივხედო თორე არამგონია ბოლომდე შევძლო
საინტერესოა, რას ხედავ ხოლმე?
This post has been edited by
Hawley
on 24 Apr 2012, 18:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2107
წევრი No.: 51517
რეგისტრ.: 15-January 08
#30852184
· 24 Apr 2012, 18:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hawley
ეგრე კონკრეტულად არაფერს სხვადასხვა ფორმებში მაქ ხან ვიზუალური ხან ხმოვანი
ასე რომ რავი ვხედავ ტყეს პატარა გოგოს სიკვდილის ზმანში ჩაცმულ კაცს
და ა.შ რავი არი რა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 109
წევრი No.: 147352
რეგისტრ.: 22-April 12
#30852932
· 24 Apr 2012, 19:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
ეს არ ღირს ძალიან ძვირი, თან ნევროლოგთან, ან ფსიქიატრთან დაგჭირდება ერთი-ორი მისვლა დანიშნულების მისაღებად. ზუსტად არ ვიცი ფასი, მაგრამ შესაძლებელია გადახდა.
მივალ მაშინ სადაც და ვისთანაც საჭიროა.
რას მირჩევ ვისთან,სად მივიდე?
QUOTE
რატომ? რამე ცუდი მოგონება გაკავშირებს? ისე ნევროლოგიურ განყოფილებაში სპირტის და წამლების და შარდის სუნი არ არის ხოლმე :დ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე სტანდარტული საავადმყოფო.
არა,არანაირი ცუდი მოგონება არ მაკავშირებს. უბრალოდ ასეთი ვარ, ნერვიულობას ვიწყებ ძალიან და შეიძლება კანკალიც დამეწყოს. თითქოს დამოუკიდებლად არ შემიძლია რაიმეს გაკეთება.
ალბათ იმის შიში მაქვს რაიმეს, რომ მკითხავენ ვერ ვუპასუხო.
QUOTE
ასევე დაუშვებელია ალკოჰოლით და ნარკოტიკებით სიმშვიდის მოპოვებაზე ზრუნვა
ალკოჰოლი ერთხელ ვცადე კიდეც, დიდი რაოდენობით მივიღე და კარგად იმოქმედა ჩემზე,იმის მერე ვფიქრობ სულ ამაზე, მაგრამ ახლა ნარკოტიკებზე მაქ დაწყებული ფიქრი რამდენიმე კვირაა და ინტერნეტში ძებნაც კი დავიწყე ნარკოტიკული საშუალებების.
QUOTE
რაც შეეხება ენის დაბმას. როცა ბრძოლის უნარს და სიცოცხლის ხალისს დაიბრუნებ, ის შესამჩნევად შემცირდება.
მანამდე კი, თუ ექიმთან მიხვალ, წინასწარ დაწერე დაწვრილებით ყველა შენი შეგრძნება. ყველაფერი, რასაც მნიშვნელოვნად თვლი. ჩამოაყალიბე ეს პუნქტებად და იმ მომენტებში, სადაც საუბრის გაგრძელებას ვერ შეძლებ, აიღე და მიუთითე ის ადგილი, სადაც კითხვაზე პასუხი ეწერება. წაიღე ასევე სუფთა ფურცელი და პასტა და მოულოდნელ კითხვებზე პასუხი იქვე დაუწერე. ნუ შეწყვეტ კონსულტაციას მხოლოდ იმის გამო, რომ კომპლექსი გაქვს და არ გინდა ვიღაცას ანახო, ენა გებმის. ფურცელი და პასტა უნდა გახდეს შენი საბრძლო ატრიბუტი biggrin.gif , როგორც ჰერაკლეს მაგალითად ჰქონდა ატრიბუტებად ლომის ბეწვი და კომბალი, შენ გექნება ფურცელი და პასტა :დ
გააკეთებ ამას?
შევეცდები.
QUOTE
რის გამო იდარდებ შენი აზრით?
არ მახსოვს დავწერე თუ არა. ან დასაწერია თუ არა მაგრამ უმამოდ გავიზარდე,ვერც იმას ვიტყვი,რომ დედა მზრდიდა. რაც თავი მახსოვს ბებიაჩემი მზრდიდა.ის რაც ბებიამ ჩემში ჩადო დედა ვერასდროს ვერ ჩადებდა, 100% ით ვარ ამაშინ დარწმუნებული. ე.წ გარდატეხის ასაკში ვეწინააღმდეგებოდი ყველაფერს,განსაკუთრებით ბებიაჩემს,ბევრ რამეს მიკრძალავდა ბევრ რამეზე მეჩხუბებოდა და ამის გამო ძალიან ცუდი სიტყვებიც ვთქვი და ცუდი რაღაცეებიც გავაკეთე,ვერ ვგებულობდი რატომ არ ვიყავი ჩემს საქციელში სწორი. ბოლო წლებია ბევრ რამეზე თვალი ამეხილა და ბევრ რამეს მივხვდი,სხვანაირი გავხდი და ახლა ძალიან ვნანობ ბევრ რამეს. მე სულ სხვანაირი პიროვნება ვარ, ვერ ვახერხებ ვიყო ღია და გამოვხატო მადლიერება ჩემი აღმზრდელის მიმართ. მინდა მაგრამ ვერ ვაკეთებ.ამჟამად ისე ჩანს,და ბევრს გონია,რომ არავის არაფრად ვაგდებ მაგრამ არაა ასე.
შეიძლება არც იყო დასაწერი,დამისვი უკვე დიაგნოზი და მივხედავ,მაგრამ მაინც მოვაყოლე.
კიდევ მაინტერესებს რაღაც. როცა არაფერი არ არის სანერვიულო,არაფერი საფრთხე არ გემუქრება და გული ისე გიჩქარის,რომ რამისაა ამოგივარდეს,ხელის კანკალიც მეწყება და აზროვნება სულ მეკეტება. გვარი რომ მკითხონ ალბათ ესეც შემეშლება.
ეს ხომ არ არის ნერვოზის ბრალი? ჩვეულებრივი მოვლენაა?
ძალიან მიშლის ხელში. როცა მიხსნიან რაიმე მასალას,ყურადღებას ვძაბავ მაგრამ მაინც არ შემდის თავში,ვერ ვიმახსოვრებ.
P.S ეს ჩემი მესამე პოსტია და მხოლოდ 1 სმაილიკი დავხატე.
მეორეც იყოს და ის ღიმილი იყოს -
.
This post has been edited by
Anonim
on 24 Apr 2012, 19:59
--------------------
გაუქმებულია,PM-ს ნუღა მომწერთ ვეღარ ვნახავ მაინც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
8TQ8
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
8TQ8
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1345
წევრი No.: 103711
რეგისტრ.: 30-October 09
#30853227
· 24 Apr 2012, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
urukxai
აა, ანუ უნებურად წამოგივლის ხოლმე, უბრალოდ ხვდები, რომ "წამოვლაა" და არა სინამდვილე?
--------------------
"Mystery is important. To know everything, to know the whole truth is dull. There is no magic in that. Magic is not knowing, magic is wondering about what and how and where..." - - The Longest Journey
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54885
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#30855181
· 24 Apr 2012, 22:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anonim
QUOTE
მივალ მაშინ სადაც და ვისთანაც საჭიროა. რას მირჩევ ვისთან,სად მივიდე?
კონკრეტულად ვერავის გირჩევ სამწუხაროდ. და ისე თოდუას კლინიკაში არიან ნევროლოგები, არამიანცის საავადმყოფოშიც და ძველი მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე არის ახალი კორპუსი, ნევროლოგიური კლინიკაა. 30-35 ლარი ჯდება კონსულტაცია.
თუ ვინმე გამახსენდება, ან გავიგებ, რომ კარგი შედეგები აქვს, მოგწერ პმ-ში.
QUOTE
ალბათ იმის შიში მაქვს რაიმეს, რომ მკითხავენ ვერ ვუპასუხო.
ვერ გავიგე, რატომ ვერ უნდა უპასუხო?
QUOTE
არ მახსოვს დავწერე თუ არა. ან დასაწერია თუ არა მაგრამ უმამოდ გავიზარდე,ვერც იმას ვიტყვი,რომ დედა მზრდიდა. რაც თავი მახსოვს ბებიაჩემი მზრდიდა.ის რაც ბებიამ ჩემში ჩადო დედა ვერასდროს ვერ ჩადებდა, 100% ით ვარ ამაშინ დარწმუნებული. ე.წ გარდატეხის ასაკში ვეწინააღმდეგებოდი ყველაფერს,განსაკუთრებით ბებიაჩემს,ბევრ რამეს მიკრძალავდა ბევრ რამეზე მეჩხუბებოდა და ამის გამო ძალიან ცუდი სიტყვებიც ვთქვი და ცუდი რაღაცეებიც გავაკეთე,ვერ ვგებულობდი რატომ არ ვიყავი ჩემს საქციელში სწორი. ბოლო წლებია ბევრ რამეზე თვალი ამეხილა და ბევრ რამეს მივხვდი,სხვანაირი გავხდი და ახლა ძალიან ვნანობ ბევრ რამეს. მე სულ სხვანაირი პიროვნება ვარ, ვერ ვახერხებ ვიყო ღია და გამოვხატო მადლიერება ჩემი აღმზრდელის მიმართ. მინდა მაგრამ ვერ ვაკეთებ.ამჟამად ისე ჩანს,და ბევრს გონია,რომ არავის არაფრად ვაგდებ მაგრამ არაა ასე.
შეიძლება არც იყო დასაწერი,დამისვი უკვე დიაგნოზი და მივხედავ,მაგრამ მაინც მოვაყოლე.
რა გზით გინდა მადლიერების გამოხატვა და რა გიშლის ხელს?
ეს არაა ნევროზი, არამედ ნევროზის ერთერთი მიზეზი. პირიქით კარგია, რომ დაწერე
ყოველთვის რთულია ურთიერთგაგების მიღწევა, როცა ამხელა ასაკობრივი განსხვავებაა აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის. მამა და დედა დაშორდნენ ერთმანეთს? თუ რატომ იზრდებოდი ბებიასთან?
QUOTE
კიდევ მაინტერესებს რაღაც. როცა არაფერი არ არის სანერვიულო,არაფერი საფრთხე არ გემუქრება და გული ისე გიჩქარის,რომ რამისაა ამოგივარდეს,ხელის კანკალიც მეწყება და აზროვნება სულ მეკეტება. გვარი რომ მკითხონ ალბათ ესეც შემეშლება. ეს ხომ არ არის ნერვოზის ბრალი? ჩვეულებრივი მოვლენაა? ძალიან მიშლის ხელში. როცა მიხსნიან რაიმე მასალას,ყურადღებას ვძაბავ მაგრამ მაინც არ შემდის თავში,ვერ ვიმახსოვრებ.
ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ძალიან ღელავ, ან მუდმივად დაძაბული ხარ ამ სიტუაციაში. ან შეიძლება იყოს ნევროზული მოვლენა, რასაც ეძახიან შფოთვით აშლილობას, ან შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტის პრობლემა-რაც არა მგონია. უფრო ვფიქრობ, რომ მოსალოდნელ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ფობია შეიძლება იყოს ეს :დ
QUOTE
შევეცდები. smile.gif
:დ ძალიან გამიხარდება, თუ ამას გააკეთებ. უკვე ძალიან გაბრაზებული ვარ იმათზე, ვის გამოც არჩევ ჩუმად ყოფნას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
urukxai
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2107
წევრი No.: 51517
რეგისტრ.: 15-January 08
#30855418
· 24 Apr 2012, 22:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
8TQ8
ხო ნუ რაღაც მსგავსი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13451
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07
#30855769
· 24 Apr 2012, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Me&U
QUOTE
თითქოს იმიტომ მეცოდება ასეთ დროს ადამიანი, რომ ასეთი უბადრუკია და ა.შ.
კი, იმიტომ გეცოდება, რომ უბადრუკებად თვლი,
უღირს საქციელზე ანუ მათ ადამიანურ სისუსტეზე რატომ გავბრაზდიო, ფიქრობ.
მერე შენს თავს აღიქვამ სუსტის დამჩაგვრელად და შენზე გეშლება ნერვები,- ეს რა ვქენიო.
ეს არის შენი ქცევის სქემა.
ვერფერს ვერ იზამ, ასე ყველა სულელს რომ თავისი საქციელი შერჩეს, ძალიან შორს წავა ყველაფერი. ვიღაცამ ხომ უნდა მიუთითოს, გააჩეროს და ა.შ.
--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#30856419
· 24 Apr 2012, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Me&U
აღარ დასაჯო ხოლმე, მშვიდად მიუთითე, თუ არ ჩერდება იმ დონეზე ეუხეშე რომ აიტანოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 109
წევრი No.: 147352
რეგისტრ.: 22-April 12
#30858651
· 25 Apr 2012, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
კონკრეტულად ვერავის გირჩევ სამწუხაროდ. და ისე თოდუას კლინიკაში არიან ნევროლოგები, არამიანცის საავადმყოფოშიც და ძველი მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე არის ახალი კორპუსი, ნევროლოგიური კლინიკაა. 30-35 ლარი ჯდება კონსულტაცია.
თუ ვინმე გამახსენდება, ან გავიგებ, რომ კარგი შედეგები აქვს, მოგწერ პმ-ში.
მადლობა,გაიხარე.
მოვახერხებ ერთ დროს და მივალ აუცილებლად.
QUOTE
ვერ გავიგე, რატომ ვერ უნდა უპასუხო?
არვიცი, მეშინია არ დავიბნე და რაიმე სისულელე არ ვთქვა. როგორც წესი ამ დროს იღიმიან ან იცინიან ხოლმე.
თან მეტყველების პრობლემა,რომ მაქვს ეგეც მმატებს შიშს.
QUOTE
რა გზით გინდა მადლიერების გამოხატვა და რა გიშლის ხელს?
რა ხდება იცი? საერთოდ მე ისე მიცნობენ როგორც ძალიან ჩუმ ადამიანად,იმდენად ჩუმი, რომ ხშირად მეუბნებიან ხანდახან დაიყვირე მაინცო,რომ გავიგოთ სახლში ხარო.
ჩემს აღმზრდელს ამ შემთხვევაში ბებიაჩემს ბევრჯერ უთქვამს სხვისთვის და ყურიც მომიკრია ძალიან, მეცოდებაო. არ ვარ ისეთი როგორიც უნდოდა ჩემს აღმზრდელს გამოვსულიყავი.არ არსებობს ჩემი თანატოლი,რომელსაც ჩემი თვისებები ახასიათებს.ძალიან უცნაური ადამიანი ვარ და ბევრსაც უთქვამს ჩემთვის.
მადლიერების გამოხატვა მინდა,იმით რომ დავანახო სხვანაირი ვარ,გავმხიარულდე და ა.შ
ცოტა ცუდად ჟღერს ჩემი ნათქვამი,ვერ ვახერხებ იმის გადმოცემას რისი თქმაც მინდა.
ხელის შეშლას რაც შეეხება, არვიცი რა მაბრკოლებს. უბრალოდ ვერ ვახერხებ.
QUOTE
მამა და დედა დაშორდნენ ერთმანეთს? თუ რატომ იზრდებოდი ბებიასთან?
თავიდან მიჭირდა დაწერა. მაგრამ აქ არავინ მიცნობს და მიადვილდება საუბარი.რაც არუნდა დავწერო აქ დარჩება და გარეთ არ გავა.
რაც თავი მახსოვს მუდამ ოჯახური კონფლიქტის მოწმე ვხვდებოდი.მშობლები ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაშორდნენ,მას მერე მამაჩემი მხოლოდ 7-8 ჯერ ვნახე.
შედეგად მამინაცვალი... პატარა ასაკში ხშირად ვხედავდი დედაჩემზე ძალადობის,ცემის ფაქტის მომსწრე ის სურათები არასდროს დამავიწყდება. ბუნებრივია, ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვერ გავაკეთებდი,ერთადერთი რაც გავაკეთე ჩუსტს ვურტყავდი მაგრამ რა რო??. უბრალოდ ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.ნუ ასეთ ფაქტები მუდამ გრძელდებოდა. შემდეგ,დაცილდნენ.
გავიდა წლები მოვიდა სკოლის დამამთავრებელი წელი და ამ წელს რადიკალურად შევიცვალე. ბევრ რამეზე აზრი შემეცვალა თითქოს უფრო სხარტი,მოქნილი,საღი აზროვნების პატრონი გავხდი.
მოვიდა ის დღე,როცა მოვიდა ჩემი ე.წ მამინაცვალი. ვიგრძენი უკვე იწყებოდა გამეორება იმ სურათების რაც წარსულში.როგორც კი დავინახე,რომ გამეორდა ისევ ის ფაქტი, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი,სრულიად უკონტროლო გავხდი. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა - "მოკალი". ვინმეს რომ არ დავეწყნარებინე აუცილებლად შემომაკვდებოდა. რამდენიმე წუთის მერე მივხვდი რას ვაკეთებდი. ამ ფაქტის მერე აღარ ყოფილა საერთოდ არაფერი. ყველაფერი რიგში ჩადგა.
აი,სტუდენტობის წლის დასაწყისი იყო კარგი ძალიან,მეგონა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დამეწყო ნორმალური ცხოვრება. მაგრამ რადგინდა, შავი ლაქა მაინც დამრჩა და ვერ ვიშორებ. ალბათ ეს არის გამომწვევი მიზეზი ჩემი ახლანდელი მდგომარეობის. თითქოს რაღაც მექაჩება აქეთ და ვერ გამოვდივარ.
ამის დაწერა არმინდოდა მაგრამ რატომღაც მაინც დავწერე და გამიჭირდა.ესეთი საუბრებისთვის ალბათ PM -ია შესაფერისი ადგილი,მაგრამ რაც არის არის, იყოს აქ.
და ძალიან არ მაინტერესებს ზოგი რას იფიქრებს ჩემზე. არ ვიცნობ არავის, არ მიცნობთ და ვსიო.
QUOTE
ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ძალიან ღელავ, ან მუდმივად დაძაბული ხარ ამ სიტუაციაში. ან შეიძლება იყოს ნევროზული მოვლენა, რასაც ეძახიან შფოთვით აშლილობას, ან შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტის პრობლემა-რაც არა მგონია. უფრო ვფიქრობ, რომ მოსალოდნელ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ფობია შეიძლება იყოს ეს :დ
QUOTE
რომ მოსალოდნელ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ფობია შეიძლება იყოს ეს :დ
აი,ეს შეიძლება მართლა იყოს.მგონი,რომ ეს მჭირს.
QUOTE
:დ ძალიან გამიხარდება, თუ ამას გააკეთებ. უკვე ძალიან გაბრაზებული ვარ იმათზე, ვის გამოც არჩევ ჩუმად ყოფნას mad.gif
მადლობელი ვარ,რომ არ დაგეზარა და წაიკითხე და მადლობა რჩევებისთვის. ახლა მაქვს გზა საითაც უნდა წავიდე და წავალ.
ბოლოს თუ არაფერი გამოვა და ისევ ისეთივე ნაგავი დავრჩი როგორც ახლა ვარ,მივეძალები ნარკოტიკს,ალკოჰოლიზმს იქნებ ამათში მაინც ვეძიო სიმშვიდე. ბოლოს ან ესენი მომკლავენ ან სუიციდით დავამთავრებ სიცოცხლეს.სანამ ამ ბოლოს გავაკეთებდე ჩემს პოსტებზე მივუთითებ რამდენიმე ადამიანს და დავანახებ და დაინახავენ რას ვგრძნობდი მაშინ როცა ისინი ჭრელა-ჭრულა ფერებში ხედავდნენ ცხოვრებას.დდშვც
. მომეცით ნორმალური ცხოვრება.
კიდევ ერთხელ მადლობა შენ
gramatikikina
This post has been edited by
Anonim
on 25 Apr 2012, 01:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54885
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#30860192
· 25 Apr 2012, 02:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anonim
QUOTE
რა ხდება იცი? საერთოდ მე ისე მიცნობენ როგორც ძალიან ჩუმ ადამიანად,იმდენად ჩუმი, რომ ხშირად მეუბნებიან ხანდახან დაიყვირე მაინცო,რომ გავიგოთ სახლში ხარო. ჩემს აღმზრდელს ამ შემთხვევაში ბებიაჩემს ბევრჯერ უთქვამს სხვისთვის და ყურიც მომიკრია ძალიან, მეცოდებაო. არ ვარ ისეთი როგორიც უნდოდა ჩემს აღმზრდელს გამოვსულიყავი.არ არსებობს ჩემი თანატოლი,რომელსაც ჩემი თვისებები ახასიათებს.ძალიან უცნაური ადამიანი ვარ და ბევრსაც უთქვამს ჩემთვის. მადლიერების გამოხატვა მინდა,იმით რომ დავანახო სხვანაირი ვარ,გავმხიარულდე და ა.შ
ცოტა ცუდად ჟღერს ჩემი ნათქვამი,ვერ ვახერხებ იმის გადმოცემას რისი თქმაც მინდა.
ხელის შეშლას რაც შეეხება, არვიცი რა მაბრკოლებს. უბრალოდ ვერ ვახერხებ.
მინდა დააზუსტო. ანუ ბებიაშენთან შენი უთანხმოების ერთერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას უნდოდა და მოითხოვდა შენგან, რომ ყოფილიყავი სხვა ბავშვებივით მხიარული და ხმაურიანი?
შენ რატომ იყავი ჩუმად? არ განიცდიდი ამის სურვილს, თუ თავს იკავებდი რაღაცის გამო?
QUOTE
რაც თავი მახსოვს მუდამ ოჯახური კონფლიქტის მოწმე ვხვდებოდი.მშობლები ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაშორდნენ,მას მერე მამაჩემი მხოლოდ 7-8 ჯერ ვნახე. შედეგად მამინაცვალი... პატარა ასაკში ხშირად ვხედავდი დედაჩემზე ძალადობის,ცემის ფაქტის მომსწრე ის სურათები არასდროს დამავიწყდება. ბუნებრივია, ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვერ გავაკეთებდი,ერთადერთი რაც გავაკეთე ჩუსტს ვურტყავდი მაგრამ რა რო??. უბრალოდ ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.ნუ ასეთ ფაქტები მუდამ გრძელდებოდა. შემდეგ,დაცილდნენ.
ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ბავშვისთვის. ძალიან ღრმა კვალს ტოვებს ფსიქიკაზე. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ყველაფერი კარგად იქნება, როცა გააანალიზებ მაშინდელ ამბებს ბოლომდე და დაინახავ შენი რომელი კარგი, ან ცუდი თვისება წარმოიშვა იმ გარემოებების შედეგად, რაშიც შენ ცხოვრობდი. ასეთ ოჯახში მყოფ ოჯახის წევრებს ეძახიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს მიუხედავად იმისა, თუ ვისზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა. ხშირად ბავშვები ძალაუნებურად ირგებენ ხოლმე გამშველებლის, შემრიგებელის, ან მოსამართლის როლს და ეს როლი მათ დიდ ხანს მიჰყვებათ. ბევრი საკუთარ თავს უფლებას არ აძლევს არათუ ცელქობის, არამედ ისინი სახლიდან სათამაშოდ გასვლასაც არიდებენ თავს. იმიტომ რომ შეიძლება დედამ და მამამ ერთმანეთს ისევ ვერ გაუგონ და ეს სახლში უნდა იყოს, რომ ყველაფერს ყურადღება მიაქციოს.
ისინი არ ცელქობენ იმიტომ, რომ ეს შეიძლება მშობლების ერთმანეთში ჩხუბის მიზეზი გახდეს ...არც ძალიან კარგად იქცევიან და არ აძლევენ მშობლებს იმის მიზეზს, რომ მათით იამაყონ :დ ესეც შეიძლება მშობლებს შორის ჩხუბის მიზეზი გახდეს. ყოველთვის, როცა ბავშვი სიამაყის საფუძველს იძლევა, ორივე მშობელი ამბობს, რომ მას გავს და იმიტომ :დ ამ განცხადებას კონფლიქტურ ოჯახებში სერიოზული ომი მოჰყვება ხოლმე :დ
პ.ს.
როცა დაშორდნენ, მაშინ გადახვედი ბებიასთან?
QUOTE
მოვიდა ის დღე,როცა მოვიდა ჩემი ე.წ მამინაცვალი. ვიგრძენი უკვე იწყებოდა გამეორება იმ სურათების რაც წარსულში.როგორც კი დავინახე,რომ გამეორდა ისევ ის ფაქტი, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი,სრულიად უკონტროლო გავხდი. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა - "მოკალი". ვინმეს რომ არ დავეწყნარებინე აუცილებლად შემომაკვდებოდა. რამდენიმე წუთის მერე მივხვდი რას ვაკეთებდი. ამ ფაქტის მერე აღარ ყოფილა საერთოდ არაფერი. ყველაფერი რიგში ჩადგა.
:დ შენი შემცბარი მამინაცვალი წარმოვიდგინე
და ეგრევე გამოსწორდა?
ეხლა როგორი ურთიერთობა გაქვს დედასთან?
გიყვება თავისი პრობლემების შესახებ, თუ პირიქით არ გიყვება ხოლმე?
QUOTE
აი,ეს შეიძლება მართლა იყოს.მგონი,რომ ეს მჭირს.
ამას ადვილად ეშველება. თემაც არის მგონი ფობიებზე. წერია მეთოდები, როგორ უნდა ებრძოლო ამას.
QUOTE
მადლობელი ვარ,რომ არ დაგეზარა და წაიკითხე და მადლობა რჩევებისთვის. ახლა მაქვს გზა საითაც უნდა წავიდე და წავალ. ბოლოს თუ არაფერი გამოვა და ისევ ისეთივე ნაგავი დავრჩი როგორც ახლა ვარ,მივეძალები ნარკოტიკს,ალკოჰოლიზმს იქნებ ამათში მაინც ვეძიო სიმშვიდე. ბოლოს ან ესენი მომკლავენ ან სუიციდით დავამთავრებ სიცოცხლეს.სანამ ამ ბოლოს გავაკეთებდე ჩემს პოსტებზე მივუთითებ რამდენიმე ადამიანს და დავანახებ და დაინახავენ რას ვგრძნობდი მაშინ როცა ისინი ჭრელა-ჭრულა ფერებში ხედავდნენ ცხოვრებას.დდშვც mad.gif. მომეცით ნორმალური ცხოვრება.
ყველაფერი გამოვა. ადამიანის ფსიქიკას შეუძლია როგორც დაიმართოს რამე, ასევე მოიშოროს
ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მოერიდე, სანამ ნევროზული მოვლენებისგან არ გათავისუფლდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Anonim
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 109
წევრი No.: 147352
რეგისტრ.: 22-April 12
#30868032
· 25 Apr 2012, 18:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
მინდა დააზუსტო. ანუ ბებიაშენთან შენი უთანხმოების ერთერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას უნდოდა და მოითხოვდა შენგან, რომ ყოფილიყავი სხვა ბავშვებივით მხიარული და ხმაურიანი?
არა,არაფერს მოითხოვდა. უბრალოდ ბევრისთვის უთქვამს და ყურიც მომიკრავს ადრე, "როგორ მეცოდებაო". და ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამს ცოტა გამოფხიზლდიო.
უთანხმოებას რაც შეეხება,უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო,არასწორს ვაკეთებდი/ვიქცეოდი და მაგისთვის ხდებოდა უთანხმოება.ახლა მესმის. მხოლოდ კარგი უნდოდა ჩემთვის.
QUOTE
შენ რატომ იყავი ჩუმად? არ განიცდიდი ამის სურვილს, თუ თავს იკავებდი რაღაცის გამო?
არვიცი,რატომღაც მინდოდა ჩუმად ვყოფილიყავი. თითქოს თავს ვიკავებდი.ახლაც ვიკავებ თავს რაღაცეებისგან და არვიცი რატომ.შეიძლება იმიტომ,რომ მიჩვეულები არიან ჩემი ასეთი ხასიათის და სხვანაირად,რომ მოვიქცე გაუკვირდებათ - ალბათ ამიტომ ვარ ასე,არვიცი რა.
QUOTE
როცა დაშორდნენ, მაშინ გადახვედი ბებიასთან?
QUOTE
8 წლის ასაკიდან ბებიასთან ვიზრდებოდი(მე საერთოდ არ მახსოვს მამაჩემი ჩემთან სახლში მაგრამ როგორც მითხრეს თვეების ვიყავი,რომ დაშორდნენ. მას მერე ეს *****ი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მას მერე ჯოჯოხეთის ცეცლში ვიწვები),პარარელუად დედაჩემთანაც ვიყავი დასვენების დღეებში მხოლოდ. ამ პერიოდებშიც ყოფილა როგორც ვთქვი კონფლიქტები. მან ბევრჯერ სცადა სამუდამოდ დავრჩენილიყავი მასთან დასვენების დღეებშიც კი,რომ არ მეყურებინა ცუდი რამეებისთვის.
QUOTE
:დ შენი შემცბარი მამინაცვალი წარმოვიდგინე gigi.gif და ეგრევე გამოსწორდა?
რავი,მას მერე აღარ მინახავს.ალბათ კი.
QUOTE
ეხლა როგორი ურთიერთობა გაქვს დედასთან?
არც კარგი და არც ცუდი. რაც სკოლა დავამთავრე ასე ვთქვათ "მიმიშვეს" და აღარ ვიზრდები ბებიასთან.დამოუკიდებელი გავხდი.
ისეთი სიტუაციაა,რომ ბევრს არ აინტერესებს უნიში რა ხდება,რას ვაკეთებ რა ვქენი გამოცდებზე,ვისთან ვარ და ა.შ ფაქტობირვად მარტო ვარ.მივდივარ,მოვდივარ ჩემი თავის პატრონი მე ვარ.
QUOTE
ამას ადვილად ეშველება. თემაც არის მგონი ფობიებზე. წერია მეთოდები, როგორ უნდა ებრძოლო ამას.
გადავხედავ აბა.
ისე,რეალურ ცხოვრებაში სხვანაირი ვარ,ისეთი არ ვჩანვარ როგორც აქ. ბევრჯერაც ვიცინი და ბევჯერაც ვიღიმი და ვერც ჩემს მეტყველების დარღვევას შეამჩნევთ
ერთი სიტყვით ბევრი იტყვის happy life აქვსო. მაგრამ ვაი,რომ ეს სიმართლე არ არის.
QUOTE
ყველაფერი გამოვა.
მადლობა,დაიმედებისთვის.
ისე,ჯერ ასე გულახდილად არ მილაპარაკია არავისთან.
P.S თავი პროფილის სტუდიაში მგონია xD
This post has been edited by
Anonim
on 25 Apr 2012, 18:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
captious
Member
ჯგუფი: Registered
captious
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 114626
რეგისტრ.: 26-April 10
#30868590
· 25 Apr 2012, 18:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(captious @ 24 Apr 2012, 15:41 )
კონფლიქტური სიტუაციის ფონზე, ძალიან დამღალა საკუთარ თავთან მუდმივმა დიალოგმა. ანუ, მეორე მე სულ ''ჩართულია'' და მბურღავს.
მუდმივად მიწევს თავის მართლება.
რადგან გამოსავალს ვერ ვპოულობ ვერაფრით, მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავი დავადანაშაულო. და ისევ ვამართლო, და ასე დაუსრულებლად......
რა გავაკეთო ისეთ სიტუაციაში თუკი, ჩემი ვერანაირი ქმედებით, სიტუაციას ვერ შევცვლი, თავი როგორ დავიცვა ბოროტი, გულღრძო, ბოღმა ადამიანის მუდმივი თავდასხმებისაგან?
მაქვს მუდმივად შიშის შეგრძნება.
სიხარულის განცდა საერთოდ დავკარგე, არადა ვცდილობ დავინახო ის ყველაფერი რაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ შავი იმდენად ანაგვიანებს ყველაფერს..ლამაზი სადღაც კადრს მიღმა ჩანს მხოლოდ და ვერ აღვიქვამ ჩემად.
გთხოვთ მეც მირჩიეთ რამე, სულ მცირე მაინც... (ყოველდღიურად არ მიმიწვდება ხელი ინტერნეტზე და დაძაბული გელოდებით :-)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cvima
Newbie
ჯგუფი: Registered
cvima
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 147536
რეგისტრ.: 25-April 12
#30868624
· 25 Apr 2012, 18:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ
მე ასეთი რამ მჭირს, არ ვიცი რა მინდა, რა გავაკეთო როგორ ვიცხოვრო, ყველაფერმა აზრი დაკარგა და როგორ ვუშველო ჩემს თავს ხომ ვერ მეტყვით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54885
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#30869159
· 25 Apr 2012, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
captious
cvima
"ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან"
ალბათ უკვე გაგიგიათ ეს გამონათქვამი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ თავიდან გადაიკითხავთ, გაიაზრებთ და მერე ალბათ თქვენი პრობლემების უფრო დაწვილებით მოყოლის სურვილიც გაგიჩნდებათ
Anonim
ანუ, რაც სტუდენტი გახდი, მარტო ცხოვრობ?
QUOTE
არვიცი რატომ.შეიძლება იმიტომ,რომ მიჩვეულები არიან ჩემი ასეთი ხასიათის და სხვანაირად,რომ მოვიქცე გაუკვირდებათ - ალბათ ამიტომ ვარ ასე,არვიცი რა.
და რომ გაუკვირდებათ, ამით რა დაშავდება, ან რა შეიცვლება?
QUOTE
მადლობა,დაიმედებისთვის. smile.gif ისე,ჯერ ასე გულახდილად არ მილაპარაკია არავისთან.
P.S თავი პროფილის სტუდიაში მგონია xD
არაფრის, მაგრამ ეგ მარტო დაიმედებისთვის არ დამიწერია. ეგ ამბები მარტო თეორიულად არ ვიცი, საკუთარ თავზეც გამომიცდია და სხვაზეც მინახავს. ასე რომ, შენზე მხოლოდ მონდომება და რწმენაა იმის, რომ ეს შესაძლებელია.
პ.ს.
მაია ასათიანი ცანცარაა
მე ბოროტი მაია ასათიანი ვარ
This post has been edited by
gramatikikina
on 25 Apr 2012, 19:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
captious
Member
ჯგუფი: Registered
captious
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 114626
რეგისტრ.: 26-April 10
#30870505
· 25 Apr 2012, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(gramatikikina @ 25 Apr 2012, 19:37 )
captious
cvima
"ღმერთო მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან"
ალბათ უკვე გაგიგიათ ეს გამონათქვამი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ თავიდან გადაიკითხავთ, გაიაზრებთ და მერე ალბათ თქვენი პრობლემების უფრო დაწვილებით მოყოლის სურვილიც გაგიჩნდებათ
ნამდვილად კარგი სიტყვებია..
აშკარად ნებისყოფა მაკლია,მოთმინება.. მაგრამ, ღმერთი თუ დამეხმარა, თქვენ რიღასთვის ხართ, ფსიქოლოგები?
ეს ხუმრობით.
ისე, ალბათ ,ისევ ზოგად რჩევებს თუ ველოდებოდი, მოვინდომე არა:-) დაწვრილებით მოყოლას ვერ მოვახერხებ აქ, ჩემდა სამწუხაროდ..
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(100)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0564 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.