natia33nino31გაგიუქმებიათ ნიკი, ამის გასმო ვერ გწერთ PM-ში და აქ მოგწერთ თქვენის ნებართვით

ხშირად პრეპარატები 4-5 დღის განმავლობაში გარკვეულ გევრდით უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ ხოლმე, რაც თანდათან ივლის, თუ უშედეგო იქნა ეს დანიშნულება დაახლოებით 10-14 დღის შემდეგაც, რათქმაუნდა ჯობს მიმართოთ ექიმსრომელმაც მოგცათ ეს დანიშნულება, რათა შეგიცვალოთ ან დაგიკორიგიროთ დანიშნულება. საერთოდ ორივე დასახელებული პრეპარატი საკმაოდ ეფექტური და კარგია. მთავარია რამდენად მოგერგება უშუალოდ თქვენ.
ასევე მინდა გირჩიოთ ფსიქოთერაპიის კურსიც, რადგან ნევროზი უხშირეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური მიზეზებითაა გამოწვეული და შესაბამისად ფსიქოლოგიური მეთოდებით ესაჭიროება მოგვარება. წამალი ხშირ შემთხვევაში სასურველი და აუცილებელიცაა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მაგრამ ის როგორც წესი უფრო დამხმარე საშუალება ხოლმე. თუ პარალელურად ფსიქოთერაპიის კურსს გაივლით ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება.