გამარჯობა
მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მცირეწლოვან ბავშვებში შემდეგი თვისებების განვითარების მიზეზი, რაც თანდათან შემდგომში (15 წლის ასაკამდე) დადის ნორმალურ მაჩვენებლებამდე:
3 წლის ასაკში: რამოდენიმე ენაზე საუბარი, წერა და კითხვა
ძლიერი ინტერესი ზუსტი მეცნიერებების მიმართ (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ.) და მხოლოდ
(მაგ. 4 წლის ასაკში კარტოგრაფიული რუქების თავისუფლად გარჩევა, მისწრაფება ტექნიკისკენ, კონსტრუქტორების ათვისების უნარი, ლექსების ათვისების შეუძლებლობა)
რთული (დიდებისთვისაც კი) ამოცანების სხარტად ამოხსნის უნარი სხვადასხვა სფეროებში, მიხვედრილობა
იგივე ასაკის ხალხთან ურთიერთიერთობის/ინტერესის არარსებობა, თამაშის შეუთავსებლობა, სიჩუმე, დაკვირვება
მოწესრიგებულობა, სისუფთავე და დროის მკაცრი დაცვა ზოგ რაღაცეებში
არანორმალური გარემოს მოწონება (მაღალი სიჩქარე, ხმაური, ხმაურიანი მუსიკა, ძლიერი წვიმა)
შიშის არარსებობა (გამონაკლისია "წესების" დარღვევით გამოწვეული უარყოფითი მოვლენები, მაგალითად ლიფტში გვიან შესვლა, არ იგულისხმება შინაურული წესები)
მეცნიერულად აუხსნელი, წესების გარეშე ჩამოყალიბებული მოვლენების მიუღებლობა
რამ იცის ეს და ნორმალურია?

როგორ უნდა შეუწყო ასეთ ბავშვს ხელი და რა შეიძლება იყოს მისი ამ თვისებების თანდათან ჩახშობის მიზეზი?
This post has been edited by GioMac on 30 Oct 2011, 01:51
მაგ განყოფილებაში რო შევდივარ იგივე გრძნობა მაქვს რაც ზოოპარკის ტერარიუმში. მაგარი ცუდი გრძნობა გაქვს რო უყურებ მაგრამ საინტერესოა (პოლიტიკა). (c)