მდაა. ეს დღეები სულ ვფიქრობდი ოღონდ ჩუმად ვიყავი. ამ ფიქრებშიც კი. თურმე მიფიქრია რეებზე. სისულელეებზე, რა თქმა უნდა. წიპა ომიკო და გიო და ნინო და ასე შემდეგ. დილით მივხვდი. საბნიდან გამოძრომის რომ მეშინოდა.
- რისი გეშინია? - ვკითხე ჩემს თავს. და უცებ
წამოვიდა მოგონებები, არა, უფრო სწორად აწმყო სამყარო . ომიკო. გიო. ნინო. და კიდევ ვიღაცები, ვინც ბუნდოვნად მახსოვდა. სულ ქვემოთ, ძირში. ლევანი და ივიკო. გვერდითა-მეგობრები და ლევანი2. ნინიკო ძლივს გავაჩუმე.
ვერ ვიტან ადამიანები ცუდად რომ მექცევიან.
დილით მივხვდი, რომ არ შემოვუშვებ მათ ჩემს ცხოვრებაში. არ მივცემ უფლებას - მელაპარაკონ. ვერ დამეკონტაქტებიან ისე, როგორც სჩვევიათ - შხამიანი ისრებით. დამპალი, წამპალი ქცევებისა და ჩვევების ადამიანები. ეკლიანი სიტყვებითა და ფრაზებით, რომ ისუსხებიან. გაუგებარი მიზეზებით დაბოღმილები. ასწერვებული ენებით... ო, არა, მათ ამ თვისებაზე ვამბობ.. მხოლოდ. ისე ჩვეულებრივები არიან.. მეშინია მათი.. მეშინია არა, - მეზარება. ვერ ვხვდები, რითია სწერვობა საინტერესო. კრეტინიზმი საინტერესო. იმბეცილიზმი საინტერესო. შიში - სსაინტერესო. რომ ჩაკეტო, ამოიშენო, გამოიკეტო შენს სამყაროში. ვინმემ რამე არ გითხრას. ეკლები დაიტოვო გარეთ და ისწერვო, ისწერვო, ისწერვო.. სხვები კი გეტენებიან. იმიტომ რომ ეწვით. - ''იქნებ მე მაინც მომექცეს კარგად. ''
და მე, რბილი, თბილი, ერთი სწერვული, მწარე, ერთი ბეწო, სულ ერთი ბეწო ირონიაც რომ არასოდეს დამცდება არსად, კრიტიკის და სწერვობის, ქედმაღლობის თუ კომპლექების ამაყი რეჩებით დაკმაყოფილების ობიექტი ვარ.. წადით თქვენი

როგორ მინდა ამ ხალხთან ურთიერთობა და როგორ არ შემიძლია. არ მინდა ემზიზღბოდეს. არადა, როგორც კი მავიწყდება, ეს ბოღმა თუ რაღაც ქრება. და მე ისევ საყავრელი ვარ. და ისევ მიშორებენ. მათ სითბო არ სჭირდებათ. არ აინტერესებთ

ო, არა. იმიტომ კი არა რომ ცუდები არიან. ეგრე რა, უბრალოდ. მე კი ასეთი მანერა მაქვს. და არ ვიცი რა ვქნა.
არ ვიცი კი არა

ბებიამაგათისამ. ძალიან კარგად ვიცი. ხომ ვთქვი უკვე - არ მივცე მათ სწერვობის საშუალება.
ბრძენია ქართველი ხალხი და კარგად მიმხვდარა - დუმილი - ოქროაო

ეტყობა საკუთარ (აქ რამე ბოღმიანი აზრი

)

) -ს მოარგო.
დეგენერატები...

მე კი მშვიდად გამოვძვრები საბნიდან და გაღვიძების არასოდეს შემეშინდება. დასალაგებელი დალაგდება მეგობრებო
This post has been edited by burbushela_ on 24 Dec 2011, 13:26