დავიღალე.
ძაან.
ისევ ნერვული შეტევის ზღვარზე ვარსავით. ჩემი ნ.შ. კი სრული უმოქმდობით და გულისფრიალებით და ძილქუშებით გამოიხატება. ჰოდა, სანამ ჩემივე თავს ჩემივე თავისთვის ცხოველქმედებაზე უარი განუცხადებია, სჯობს ვიმოქმედო.
----მაქსიმალურად შევზღუდო გარე - დამატებითი კონტაქტები. ეს საშინლად მოქმედებს ჩემზე. სრულიად სერიოზუალდ ვამბობ, რომ ფბ-ზე აკუთარი ნერვების ფასად შევდივარ. შესვლა მიყვარს, უფრო მიადვილდება ვიდრე ადრე. ოღონდ ეს ადამიანთა თუნდაც ვირტ. სიმრავლე (სასტიკად) მღლის - უკვე შემდგომ. ძილის წინ განსაკუთრებით.
-----ვიძინებ ადრე. 11-12. ღამის 1 მერე უკვე დიდი ხნის წინ ფესვგადგმული და აწ უკვე ახეირებული პანიკა მეწყება - რომ გვინ ძილი ცუდად გახდის (ჩემები დამჩხაოდნენ აბსოლუტურად ყოველდღე) და უფრო ცუდად ვხდებოდი. მერე არ მეძინებოდა და ეს მაგიჟებდა და მეგონა გული გამისკდებოდა შფოთვისგან. როგორც ხედავთ გადავრჩი.
-----არავის არ შევხვდე. არც ერთი ბიჭი, რომელიც ამჟამად შეხვედრას მთხოვს (მაგალითად, 2), ჩემი ახლო ადამიანი არ არის და ესეც მაგარ ნერვებად მიჯდება. გოგა, მაპატიე

გუშინ კარგ ხასიათზე ვიყავი და დაგთანხმდი.
-----ახალი სამსახური მშოკავს. არადა არ მინდა წამოსვლა... რა ვქნა?
-----ფორუმი... ფორუმი ყველაზე ნაკლებად მღლის. უბრალოდ, საკუთარ თავთან საუბარი ეხლა ზედმეტია. სიჩუმე და სიმყუდროვე სჯობს.
დე, ცუდად ვარ... შენ კი რაღაცებს მეჩიჩინები. ცუდად ვარ დე, მეშინია. არ ვიცი რისი მეშინია. და ცოტა მცივა კიდეც...

ეხლა ვხვდები ამ დღეები აჩემებული სიცივე ცოტა ნერვულიც იყო.

მეშინია დე... ცუდად არ გავხდე. და შეფმა რომ მიყვირა, და გასაუბრება რომ მაქვს, და სხვა საქმეები. მეშინია დე. დე, მეშინია

დეეე.
ჰო კაი.
ავდგები.
და არ გავიგონო შენი საყვედურები, ყელში ამომივიდა.
დავიღალე დე.. მეშინია უცებ ბრახ და არ ჩავინავლო. სრული სისულელეა, მაგრამ მაინც

)) თვალებში გამოხედვა მიჭირს - ლინზებიც მღლის და სათვალეც. სამსახურის მშინია, ძალიან მყვირიან იქ და ცუდად მექცევიან... მე არაფერი დამიშავებია დე, მართლა. იქ კი ვიღაცები უხეშად მექცევიან ხოლმე და მე ისა.
მამაჩემიც რაღაცებს მოითხოვს ჩემგან დედა. უხმო ყვირილით, მკაცრი მბრძანებლური ხმით, და სახით, დედა... რა უნდა? ჰკითხე, რა უნდა დე, რა უნდა... რატომ მეჩიჩინება მთელი ცხოვრება და მიმტკიცებს რომ ამას 'ისევ შენი გულისთვის ვაკეთებ შვილო,'', რა უნდა დე, ჰკითხე, ჰკითხე, რატომ არ უნდა შემეშვას თავისი მკაცრი ბრძანებებით. დეეეეეე, ჰკითხეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
და მერე თუ რამე არ მოეწონა 'სიყვარულით' 'ჩემი უზრდელი გოგოს'' მეძახის. ჰკითხე რა უნდა დე, რა ვალი მაქვს ასეთი, მითხარი, იქნებ მეც გავიგო და დავუბრუნო როგორმე

ჩემი შეფი ცემე, დე! უზრდელია, ბოლო ხმაზე მიკიოდა, და არ ჰქონდა უფლება. ცემე დე, დამპალი ნაბიჭვარი, თავისნაირი გიჟი თავისიანებით. და თან მაყვედრის - ჩემი იმედები გააცრუე, ყველაფერი ერთ დღეში დაანგრიე... არს დავპირდი დე? ჰკითხე ერთი, მაგასაც, გაარკვიო იქნებ. არს მემართლება ვერ ვხვდები და ბავშვის გაფართოებული თვალები მემართება უმწეო გაოცებისგან. რატომ მიყვირა დე... ჩემიანები სხვაგან მაინც ვერ მეგულებოდა და ისევ იქ მივედი დე, როგორც გამოქლიავებული ფარვანები ნათურასთან, ტფუ, მეზიზღება ასეთი კრეტინული სიტუაციები და ჩემი კრეტინული სისუსტე. როგორ გავაბედინე! კრეტინი ვარ D:
და რა მეშველება

მე ხომ ცუდი გოგო არ ვარ დე, რაღაცნაირი გოგო ვარ, ალბათ მაგარი აუტანელი...