ჩემთვის ვფიქრ.

იქნებ, შევეშვა ამ მეგობრობანას და ჩემს თავს მივხედო. პარასკევ საღამოს კი ის წამოვა და იქ, ვისაც ეცლება. ვხვდები, რომ მთელს ჩემს ნერვებს და ენერგიას უაზრობაში ვხარჯავ, ის, რაც უმარტივესი და უპრობლემო გადასაწყვეტია. და მაინც, რა ვქნა ხვალ? აი, ეს ვერ გადავწყვიტე

მამენტ, არც არაფერი

სიწყნარე მირჩევნია. არც არავინ მიყვარდა. სულ სტყუილი იყო და სისულელე ეს ყველაფერი. მარტოობის გამო რაღაცები გამოვიგონე, ვიღაცები შევქმენი და არარსებული ადამიანები შევიყვარე. ან სულაც არსებული, ოღონდ არა ჩემთვის და არა მე მათთვის. ერთი ერთგული კავალერიც არ მყოლია, ვისთვის მართლა ძვირფასი ვიქნებოდი და მომივლიდა, პატივს მცემდა.. ყვავილებს მაჩუქებდა.. ერთი მახსენდება, და იმანაც სასტიკად მატკინ გული. მეორე, მეგობარი.. იმანაც. - უცებ დამივიწყა. საწყენი იყო. თუმცა მიხაროდა ხოლმე ძალიან, სიურპრიზებით რომ მანეიბივრებდა. ისე, ხანდახან.
არასოდეს მყოლია შეყვარებული. სინმდვილეში არასოდეს მყოლია. ამხელა გოგო ვარ და მაინც. არავის უზრუნია გულწრფელად ჩემზე. ალბათ, არც მე. სულ ისეთი, ლფირტისმაგვარი ისტორიები მქონდა და ამბები, როცა იმ ვიღაცას რაღაც პონტში თან ფეხზე ვეკიდე. და ყველა საწოლისკენ მეჩალიჩებოდა. ვერ ვხვდები რატომ. მე ხომ ყველას ვეუბნებოდი რომ მშვიდი გოგო ვარ და არ მინდა საყვარლების ყოლა. არავის ჯეროდა. რა უცნაურია. და მერე წყინდათ

)
წლიდან წლამდე, ყოველ ახალ წელს, დაბადების დღეზე, 8 მარტს... ყვავილებს ველოდები საყვარელი ადამიანისგან. ჩუმად, გულის სიღრმეში, და არავინ მჩუქნის. ჩემი ბრალიცაა. მეც არაფერი გაიკეთებია. მე ავად ვიყავი, არ შმეძLო ნორმალური ურთიერთობა და ერთ ადამიანზე კონცენტრირება. გზააბნეული თევზივით ვიყავი ზღვაში. და ეხლაც ვარ. თუმცა სამყაროს კონტურები გამოიკვეთა.. და ხელში განსაკუთრებული არავინ შემრჩა. ან იქნებ შემრჩა კიდეც. ოღონდ ერთი რამ იცოდე, მე ისინი არ ამირჩევია. როცა არჩევანს ვაკეთებდი, .... არა, საუკეთესო ვარიანტები შევარჩიე. სხვები ვერ გამიგებდნენ. ამ გოგოებმა მე, უცნაურს გამიძლეს და მიმიღეს. სადღაც - შემიყვარეს კიდეც.
გარეთ ცივი დეკემბერია და მე სახლში ვარ გამოკეტილი.
არც განათლება მაქვს რომ ხვალვე გავაკეთო რამე და ეს ისე მთრგუნავს, მეშინია შრომა, სწავლა დავიწყო... იბრძოლე ბურბუშელა. სამყარო თავისით არ აშენდება.