ჩემთვის ვფიქრ.
უჰჰ... დავიღალე. მთელი დღეა ვფიქრობ. და მთელი ცხოვრებ, კიდე

ფიქრით დავიღალე. ეხლა უკვე წარსულს ვიშორებ და იმიტომ ვფიქრობ. რაღაც გაუცნობიერებელ ამბებს ვაცნობიერებ. და ყველაფერმა ჩამიქროლა თვალწინ. ცოტაღა დარჩა, მგონი.
გიო.. მმ. მწერდა. გუშინ. მერე დღეს, აქ. - შენ რა, პასუხი არ იცი?. სრული დუმილი. ვერაფერი ვუთხარი. ორი წლის წინ ეგრე დავდუმი ნინისთან, მაშინ სულ სხვა რაღაც მეწყინა და სულ სხვანაირად.. უჰ.. როგორ მეშვება აქ რომ ვწერ

ვხდვები ხოლმე რომ ჩემი დადუმებული, გათიშული გონება სულაც არ არის გათიშული და უბრალოდ, ისევ წარსულ და რაღაცებს იხსენებს. და რაც ასე ბედნიერებაა - აწმყოსაც აცნობიერებს.

აბა რა იყო? დავუცაცხანე იმ გის და კიდევ ვიღაცეებს. საოცარია. და ომიკოსაც რომ მივწერე. გაოცებული ვარ პირდაპირ. ვითომც არაფერი. ცოტა პირდაპირი და ნამდვილი გავხდი.
ცუდად ვარ ისე.. ძილი არ მივარგა და გათიშული დავდივარ მუდმივად. უძილოც და გამოძინებულიც. ადრეც და გვიანიც. ძალიან ცუდად ვარ. არ ვიცი, არ ვიცი როგორ გამოვძვრე აქედან.. რა კოშმარია.. ნუთუ არასოდეს დამთავრდება. ძალიან ცუდად ვარ.
გაიღვიძე სალომეა, გაიღვიძე.. გემუდარები.. ნუ გეშინია სალომეა, გაიღვიძე გთხოვ,.. ნუ გეშინია. ნუ გეშინია.. ნუ გეშინია..
რა გიყვარს? მითხარი და ისე მოვიქცევი. შენ ორონდ მითხარი რა გიყვარს. სწავლა? მოერევი ფისო, ნუ გეშინია.

აი, დაგეხმარები. ნახავ. ვიღაცები? ხმას არ გავცემ არავის. არა? აბა? კაი, ვინც გაგაბრაზებს არ მოგაკარებ

აი, ხო გავაგდე გიო? ვიცი ხო, გული გწყდება. სულელია, დაანებე თავი.
კიდევ?
აა, გონება... მისმინე. ხო შეგიძლია სიარული? აზროვნება? მეცადინობა? რა გჭირს, რატომ ხარ გათიშული... ნუ გეშინია ფისო, ნუ :* ნუ გეშინია. მ არაფერს არ გაძალებ. ეხლა ახტი, დაისვენე და გაშპი

ჩემო ჭკვიანო გოგო. ნუ გეშინია. ნუ გეშინია. ნუ გეშინია. ნუ გეშინია.