ბოლო ურთიერთობის მაგალითს გეტყვი

საშინლად ეჭვიანი აღმოვჩნდი, მაგრამ არ ურთიერთობამ რამოდენიმე წელი გასტანა

არადა, წინა ურთიერტობიდან გამომდინარე თავი სულ არ მიმაჩნდა ეჭვიანად და ვამტკიცებდი რომ მე გიჟი არ ვარ, საბაბი რომ არ მქონდეს ეჭვიანობას ტყუილად არ დავიწყებ

ნუ ამის საპასუხო რეაქცია იყო ყოველთვის ბანალური, ტიპა "რომ არ მიყვარდე, რა გამაჩერებდა შენთან?" ამაში არის ლოგიკა, თუმცა ჩემთვის მიუღებელია თუნდაც ის, რომ მე ვუყვარდე და სხვას ეფლირტავებოდეს, უადგილო დროს სმს-ს უგზავნიდეს, თუნდაც არაფერი სერიოზული არ ხდებდეს, ჩემთვის ეს იგივეა რაც "სათადარიგო ბორბლის" შემოტოვება, როცა შავი დღისთვისგადაინახავენ ხოლმე კონტაქტს, და როცა მარტოსულად იგრძნობენ თავს მაშინ შეეხმიანონ.
ფსიქოლოგთანაც კი დავიწყე სიარული

რომელიც მიხსნიდა რომ 3 წლის ურთიერთობის შემდეგ ნორმალურია თუ კაცი სხვას შეხედავს, მას ფიზიკური სიახლოვის სუბიექტად აღიქვავს, მთავარია ეს არ განახორციელოს და ამისათვის კი მე უნდა მომემართა ძალები და ენერგია, არ შემებოჭა, ავყოლოდი ამ თამაშში ბლა ბლა ბლა.... ნუ მე არ შემიძლია ეს! მე მგონია რომ რაღაც ფსიქოლოგიური ტრიუკებით მიღწეული ქმედება არ არის ბედნიერების მომტანი. სამაგიეროდ გაძლიერდა ჩემი ისტერია, მე არათუ არ ავყევი თამაშში სერიოზულ შერლოკ ჰოლმსად გადავიქეცი

ახლა რომ ვიხსენებ მეზიზღება ჩემი საქციელი, მაგრამ შედეგი კი მივიღე, რომელიც ჯერაც არ ვიცი კარგია თუ ცუდი

ამ გამოძიებების სედეგად დავადგინე მისი ყველა პაროლი: ტელეფონი, კომპიუტერი ა.შ. ვკითხულობდი მის სმს-ებს, მეილებს, ყველაფერს!!!! ბოლოს როცა მართლა აღმოვაჩინე და ცხვირწინ ავაფარე, რათქმაუნდა იდიოტური პასუხები მივიღე - ეს ის არ არის რაც შენ გგონია და მსგავსი გაცვეთილი ფრაზები. მიუხედავად ამ ფაქტებისა გრძნობა მაინც მქონდა და შევეცადე "დამეჯერებინა" ამ ადამიანისათვის, დამევიწყებინა, მეპატიებინა, ჩამეხშო ეჭვიანობა და იცი რა? ვერ შევძელი

ყოველი მორიგი წვრილმანი უსიამოვნების დროს მახსენდებოდა ეს მისი "დაქალები" და მათთან გაბმული "რომანჩიკები" . საბოლოოდ რათქმაუნდა გვქონდა მე-3 მსოფლიო ომი, ერთმანეთს შკაფები და დივანები ვესროლეთ და დავიშალეთ

დიდი ხანი განვიცდიდი, დღესაც ალბათ მიყვარს, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მაინც ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი მასთან ეს ეჭვი მომკლავდა! და თუ არც ამსთან ვიყავი კარგად და არც ახლა ვარ კარგად რა აზრი აქვს სად ვიქნები? მასთან თუ მარტო? მარტოს უფრო მეტი სანსი მაქვს ბედნიერება ვიპოვო. ვიდრე მის გვერდით მჯდომს და მოეჭვიანეს.
აუუუ... რამდენი დავწერე