მეც ვუერთდები ამ კიხვას და მაინტერესებს რა ჰქნა თემის ავტორმა, მოამზადა პროექტი, დაეხმარა ეს თემა?

მახსოვს, სადღაც ვკითხულობდი (მასწავლიდნენ მაშინ), რომ ბედნიერება, პირობითად შეიძლება ორად - ობიექტურ და სუბიექტურ ბედნიერებად დავყოთო.
(პირობითად) ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი ბედნიერებაა აი ის , რაც სტრეოტიპისა თუ საზ. სტანდარტის სახით არსებობს, როგორც ხატება ბედნირებისა და ყოველგვარი სიკეთისა - ჯანმრთელობა, წარმატება, მშვიდობა, ფული და ა.შ.
შიეძლება ვთქვათ, რომ ამ კატეგორიაში ისეთი რამეები ხვდება რაც ადამიანმა სხვას უნდა შეადაროს, აუცილებად სხვებზე მეტი (ან ნაკლები) უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ გააცნობიეროს - მას აქვს რაღაც რაც ყველას შეიძლება არ (ვერ) ჰქონდეს. ვისაც ეს ყევლაფერი არა აქვს ისინი ცუდად არიან, მათ უჭირთ, ისინი უბედურები არიან. - აი მას კი ეს ყველაფერი აქვს, ესეიგი მე უფრო კარგად ვარ, ბედნიერი ვარ. მადლობა (ღმერთს, საკუთარ თავს თუ კიდე ვინმეს) რომ ეს ყველაფერი მაქვს.
ანუ ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი ბედნიერებისათვის ათვლის წერტილი არის გარეთ, ობიექტურ სამყაროში. ო
ს უ ბ ი ე ქ ტ რ უ რ ი ბედნირება კი ისააო, რაც დამოკიდებული არ არის იმ ყველაფერზე რაც ობიექტურის კატეგორიაში შედის, საერთოდ არაფერ გარეგანზე არაა დამოკიდებულიო, ის ძალიან ინდივიდუალური და ინტიმური განცდააო.
აი აქ ბევრმა თქვა, რომ ბედნიერების გნცდა სიყვარულს უკავშირედება და უამისოდ ბედნიერება არ იქნება.
მეც ვეანხმები ალბათ, მაგრამ, რომ დავაკონკრეტოთ - რას ვგულისხმობთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ სიყვარულში, ის, რომ ჩვენ გვიყვარს თუ ის, რომ ვუყვარვართ?
რომ ვუყვარვართ ეს გარეგანი, ობიექტური ფაქტორია და ჩვენ რომ გვიყვარს ეს უფრო შინაგანი სუბიექტური. და როცა ორივე ერთადაა ალბათ მაშინ დგება ეს "სრულყოფილი" ბედნიერება.
ეს პრინციპი, რომ განვაზოგადოთ გამოვა, რომ ბედნიერების განცდა ადამიანის, მისი ინდივიდუალობის რეალიზებას უკავშირდება. რეალიზება და შესაბამისი კომპენსაცია.
რეალიზებისათვის ობიექტური, გაერგანია საჭირო, სხვები გვჭირდებიან. ჩვენი რეალიზების შედეგებიც გარეგანში აღიქმბა. აი კომპენსაცია კი ვისთვის რა არის და ვისთვის რა, ეს უკვე ინდივიდუალური და სუბიექტური რამაა.
ხო, შეძლბე იყოს ადამიანი მილიარდელი, წარმატებული კარიერით, საყვარელი ადამინიც ჰყავდეს მაგრამ იყოს რაღაც რისი რეალიზებაც მას უნდოდეს, რაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის როგორც ინდივიდისთავის და თუ მან ეს ვერ მოახერხა, ხინჯად დარჩება, სანმდვილად ბედნიერ ადამიანად არ იგრძნობს თავს არასოდეს ... თუმცა კი შეძლება ბევრი უმტკიცოს საკუთარ თვასაც და სხვებსაც რომ ის ძძალიან ბედნიერია .
This post has been edited by masai11 on 30 Nov 2011, 11:06