#30346094 · 22 Mar 2012, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განტვირთვისთვის დავდივარ კინოში, თეატრში, გამოფენებს დავუვლი ხოლმე, გავდივარ ბუნწიაღში, მოვიწყობ ხოლმე ექსკურსიებს, თან ექსპრომტად, დაუგეგმავად, გავიღვიძებ დილას და აბა, საით მივდივართ, ვკითხავ საკუთარ თავსა და თანამოაზრეებს. მივდივართ, ვერთობით, ვხალისობთ, ვგუგუნებთ, კარგ მუსიკას ვუსმენთ, სახალისო ამბებს ვყვებით. საღამოობით ან/და შაბათ-კვირას დავდივარ კარაოკე ბარში, ვმღერით, ვცეკვავთ, შემდეგ - ბოულინგი, კარტინგი, ატრაქციონები, როცა ამის განწყობა გვაქვს ან უბრალოდ მშვიდ გარემოში სადმე კაფეში ან რესტორანში ღამით ლამაზად განათებულ თბილისს ვუმზერ. როცა პასიურად ვისვენებ ვკითხულობ წიგნებს, ვხატავ, ვეცნობი იტალიურ კინემატოგრაფიას, ა.შ.
აბა, როგორია?
|