"ბუღალტერია მჭირდება" ზედაპუირული ნათქვამია შენთვის.
რეალურად ამის გათავისება გიჭირს, იმიტომ რომ უეჭველად გექნება შეგრძნება, რომ სადღაც ეს ბუღალტერია არაა გზა "სრულყოფისაკენ" ან გზა "ჭეშმარიტებისაკენ"...
სანამ არ შეეჯახები საჭიროებას, მანამდე "მჭირდება" არ გეყოფა მოტივაციად... სამაგიეროდ უ-მჭირდებ-ოდ შეგიძლია ბევრი სახალისო და ერთი შეხედვით "წამგებიანი" რამის კეთება, მაგრამ მთავარია გაიაზრო, რომ ერთი საზომი არ გეყოფა. საზომი ბევრია, მთავარია რომელს გაამნიშვნელოვნებ.
განწყობა, ბედნიერება, ფული, ძალა, უფლებების დაცვა/გამოყენება, პასუხისმგებლობა, თანაწორობა, გაგება, მეცნიერება, ხელოვნება, ტრანსი, ადრენალინი თუ რამე სხვა (განავრცეთ სურვილისამებრ)
ეს ყოველივე ზოგისთვის მთავარი ორიენტირია ცხოვრებაში, ზოგისთვის არა... ზოგი მთებზე დაცოცავს, ზოგი გიტარაზე უკრავს, ზოგი დებეტ/კრედიტს ანგარიშობს, ზოგიც იმას ანგარიშობს მანჩესტერს რა "კუში" ქონდეს...
შენ რა გინდა სინამდვილეში და სიღრმისეულად, აი ეგ ეძებე... იქნება ბუღალტერია უბრალოდ "ჯიბის ფულად" გინდა და მეტი ინტერესი მის მიმართ არ გაქვს...
იცი რა სცადე... როცა კონცენტრაციას დაკარგავ და მაგ მომენტს დაიჭერ, სცადე ისეთი რამე გააკეთო, რაზეც იგივე არ დაგემართება... ველოსიპედით ან ფეხით გაიარე, მოშორდი ტექნიკას, სახლს, ნაცნობ ადგილს... სცადე გარემო შეიცვალო. თუ არ დაიზარებ, ბიბლიოთეკაში სცადე დაჯდე და წაიკითხო, ნახე იქ როგორ გამოგივა (მე მობიბლიოთეკო გარემოში უკეთესი კონცენტრაცია მაქვს ხოლმე და მარტო მე არა, ეგ ცნობილი ამბავია)
ეგ იცოდე, რომ არაფერი "ისეთი" არ გჭირს... ეგ ყველას მეტ-ნაკლებად აწუხებს ინფორმაციულად გადატვირთულ გარემოში, სადაც ბევრ რამეზე ცდილობ მოჭიდებას და პასუხისმგებლობებს "ისახავ" რომ ეს უნდა "დაღეჭო"... რაღაცეებზე თქვი უბრალოდ უარი, თუ ატყობ რომ "შენი" არაა... ენერგიასაც, ნერვებსაც და განწყობასაც დაიზოგავ...
აბა შენ იცი.