ნორმალურად მაინც გეჭამა, ძალიან გახდი 
ახალი წელია, მერე ამდენი კი არ გექნება, აღდგომამდე 
საჭმელებში პრეტენზიული გახდი!
ადრე დაიძინე ხოლმე, მერე აცდენ ლექციებს..
ხო ვიცი ვერ იძინებ.. მაგრამ უნდა ცადო
დაიკიდეო არ მითხრა, უკვე საკმარისად ბევრი დავიკიდე ამ დებილ ცხოვრებაში
იქნებ არც უნდა დამეკიდა, იქნებ აგრესია სჯობდა, იქნებ ნერვიულობა, მაგრამ ასეთი ხარ ))
ეს ახალი წლის ნათურები მაინც არ ჩამოგიხსნან, მოთბო გარემოს ქმნის
ერთი ცალი გადამწვარია, როგორ მეცოდება 

ყველა ანათებს მის გარდა .. 
სტაფილოსფერი, ლურჯი, შავი, მწვანე
არა ანათებს, შავად ანათებს ))
ისიც ხომ ფერია