-მოგენატრა?
- კი.
- ძალიან?
-

უსაზღვროდ. თითქოს გუშინწინ კი არა, საუკუნეა არ მინახავს.
- მან ეს იცის?
- გუშინ იცოდა და...
- და?
- და... არაფერი... დღესაც ნათელი იქნება მისთვის, ისევ რომ მენატრება. თანაც უფრო ძლიერად.
- ბედნიერი ხარ?
- ამ წუთას არა.
- რატომ? ისევ იჩხუბეთ?
- როგორ გითხრა? ჩხუბით არა... ჩვენ უფრო გაბუტვები გვახასიათებს... უფრო სწორად, მას.
- და სულ ასე აპირებთ ყოფნას? უკვე მერამდენედ ხდება მსგავსი რამ.
- იცი? მე უკვე მზად ვარ, მის გამო დათმობებზე წავიდე და ვეცადო, ისეთი რამ არ ვთქვა და არ ჩავიდინო, რაც მას გააღიზიანებს.
- არც ისე ადვილი იქნება ეგ.
- კი, ასეა. მაგრამ ის ჩემთვის უკვე იმდენად ძვირფასი გახდა, რომ არ მოვერიდები ამ "სიძნელეს".
- გიოს მერე არ მეგონა, მსგავს რამეს ვინმეზე თუ იტყოდი.
- ოხ, გიო... ის ბოლომდე წარსულში დარჩა. უკვე კარგა ხანია, სამუდამოდ განვდევნე გულიდან... მას შემდეგ მივხვდი, რომ თურმე არც ისეთი სუსტი ვყოფილვარ.
- და რობო? ... მასზე რაღას იტყვი?
- ბევრი არც არაფერი მაქვს სათქმელი. უბრალოდ, მომწონდა. მეტი არაფერი. მას სერიოზულად არასოდეს ვუყურებდი.
- მერე... მერე გამოჩნდა "ის".
- ხო, ის. <3 ის ჩემს ცხოვრებაში მეორე ადამიანია, ვის მიმართაც იმას ვგრძნობ, რასაც ვგრძნობ. და ისეთი სიძლიერით... თუმცა მან ამის შესახებ ბოლომდე არ იცის. თქმას ჯერ არ ვთვლი საჭიროდ.
- რატომ?
- არ ვიცი. იქნებ იმიტომ, რომ არ დამიჯერებს. ეგონება, რომ ვაჭარბებ.
- საქმით მაინც დაუმტკიცე.
- ასეც ვაპირებ... თუღა მომცა ამის საშუალება... იმ გაბუტვის შემდეგ აღარ შემხმიანებია...
- იმედიანად იყავი. მას ხომ შენ მოსწონხარ. არამგონია, ასე იოლად მოინდომოს შენი დაკარგვა.
- იმედია... მე ხომ ის ძალიან მჭირდება.

- დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. წადი ახლა და უნარების ტესტები დაამთავრე. ფონად, თუ გინდა, მობის ის უტკბილესი სიმღერები ჩაირთე, სულს რომ გიმშვიდებს.
- ასე ვიზამ. სხვა თუ არაფერი, მცირე ხნით მაინც აღარ ვიფიქრებ მასზე.
- ხშირად მესტუმრე ხოლმე.
- დღეის მერე აუცილებლად.
- Bis bald.
- Ciao.