-არა რა, როდემდე უნდა იჯდე და ელაპარაკებოდე ამ გვერძე გადახრილ კაკტუს??
- ჩემს ოჯახში ის ერთადერთია, ვინც მიგებს

- მორჩი რა სისულელეებს, წადი ყავა მომიდუღე მაინც...
-შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მეზარება... ჯობია შენთვითონ მომიდუღო
- წამალი აქვს ბებიაშენს დასალევი, შეახსენე მაინ...
- არაფერს არ შევახსენებ, გუშინ რო მომაწყევლა კაი იყო??
-იცი რას ვფიქრობ? შენ მგონი დასვენება გჭირდება...
-რისგან, მთელი თებერვალი ვისვენებ..
-კაი რა, ღადაობ? მთელი დღე იდიოტობბებზე ნერვიულობ და მაგ იდიოტობებისგან უნდა დაისვენოო.
-რა სისულელეა..
-მე რაღას მატყუებ ნეტა ვიცოდე.. მთელი დღე სახლში ხარ, ან კომპთან ზიხარ ან წიგნს კითხულობ, ან ისე მიდიხარ ფიქრებში, 2 საათი უნდა გაჯანჯღარონ რო გამოერკვე.. ცოტა უნდა გახალისდე..
-კაი რა, წავედი ისევ მე გავიკეთო ყავა, თორე შენ უაზრო ლაპარაკის მეტი არაფერი იცი.