Champagne_Supernova
Unintended

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 743
წევრი No.: 124905
რეგისტრ.: 16-December 10
|
#29937669 · 27 Feb 2012, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს დიალოგი არ არის, ეს ალბათ, უფრო ჩემი მონოლოგია, ვისაც უნდა, გაიგებს, ვისაც უნდა – არა..
მაღიზიანებს წუწუნი, რომ ვიღაცამ ვიღაც მიატოვა... მერე ამბობენ, რომ სძულთ ისინი და არ იციან, როგორ დაივიწყონ, როგორ ამოიგლჯონ გულიდან. და რა საცოდავებად და უღირსებად მიმაჩნია ასეთი ადამიანები!...
თუ გიყვარს ადამიანი, თუკი მართლა გიყვარს, როცა ამას საბოლოოდ და დარწმუნებით იგრძნობ, ტკივილიც უნდა აიტანო. მერე რა, რომ ხელს გკრავენ? აკი სულ ცოტა ხნის წინ ამბობდი, რომ გიყვარდა? რატომღა უნდა დაივიწყო? ეს რა ეგოიზმია?
"აბა, გული რომ მტკივა?" "აბა, რომ მაწყენინა?" – ამბობენ და ამ ფრაზებით ვითომ თავს იმართლებენ.
რა უნდა გაწყენინოს ადამიანმა, რომელიც გიყვარს? არც არაფერი… თუ გიყვარს, გიყვარდეს ძლიერად და გიყვარდეს უანგაროდ... თუ ტკივილის გეშინია, ე.ი. არც ხარ მზად სიყვარულისთვის. თუმცა, ეს ტკივილის შიში არაა, მათი “ნეტავ, შემეძლოს გულიდან ამოვიღო ის ნაგავი” განწყობა მხოლოდ და მხოლოდ სიყალბის ფარია, რომელიც თავიდანვე ფარსი იყო... არც ჰყვარებია გულწრფელად… 25600000 “შეყვარებულს” გამოიცვლიან და ყველაზე ამბობენ, “გვიყვარდაო”. სულ ტყუილია ეს ამბავი. სიყვარული მარტო ერთი არსებობს ამქვეყნად, სხვა ყველაფერი ფანტაზიაა, სიყალბეა და მართალი არაა.
“ერთს როგორ უნდა შესწირო თავიო, ის ხომ ღირსი არააო”, – ისევ ბრიყვულად გაიმართლებენ თავს და წავიდა ახალი “სიყვარულიიი”… კიდევაც დაგცინებენ.
იცინეთ და ვინ უფრო მართალია, ეს მე ხომ მაინც ვიცი და ღმერთმა კიდევ უკეთესად…
იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულია, არანაირი “თავის შეწირვა” არ არსებობს… როგორ შეიძლება, “თავის მსხვერპლად შეწირვაზე” დაიწყოს ლაპარაკი იქ, სადაც ყველაფერი ცამდე წრფელია? ხაზს როგორ უსვამენ ყველაფერს, რაც აქამდე იყო? რადგან გიყვარს პიროვნება, ე.ი. ღირსია, ე.ი. შენ ის შენი გულწრფელობის ღირსად ჩათვალე და კეთილი ინებე და ბოლომდე უერთგულე რა... ეს ყველაფერი ისე თავისით მოდის, როცა არ იტყუები!
მაგრამ, არა! როგორ? მერე თავის დაფასება? ამპარტავნობა? გულზვიადობით გამოწვეულ გულისწყრომას რა უყონ იმ ყალბმა ადამიანებმა?
“ჩვენ ხომ შეურაცხყოფას გვაყენებენო”, – უკვირთ და ბრაზობენ თან. ეს გაბრაზებაც სისულელეა. სიყვარული განა სიმშვიდე და სინაზე არ არის? სიყვარული განა რწმენის საოცარი უნარი არ არის? არა? უარყოფთ? ეს თვისება არ გაჩენილა თქვენში მას შემდეგ, რაც თავგამოდებით ამტკიცებდით, რომ გიყვართ? თუ ეს უნარი არ გამოგიმუშავებიათ და ვერ გრძნობთ თქვენში ამ ძალას, ე.ი. არც გიყვართ და არც არასდროს გყვარებიათ... ლოდინი რატომ არ იცით? ამდენი სიყალბის ყურება უფრო დიდი საცოდაობა და საზიზღრობა არაა? ნაცვლად გაბრაზებისა, იტირე თუ გეტირება და, უბრალოდ, დატკბი იმ თუნდაც მცირედი რაღაცეებით, მოგონენებით, რაც მისგან შემოგრჩენია. და თუ თვით ის ადამიანი იქნება შენთან, მერე ხომ საერთოდ…
ზოგიერთი სულელი კი თავს იკლავს, “მიყვარს და მის გარეშე თავს არ ვიცოცხლებო”, - ესეც ეგოიზმია, მშიშრები არიან… კარგი, ვთქვათ თავი მოიკალი და მერე რა? ეს უკვე გაუაზრებელი სიყვარული გამოდის, თუმცა, სიყვარული კი არა, ფანატიზმი უფროა…
აი, მაგალითად, მე: მიყვარს, მელანქოლია შემომაწვება ხოლმე და ვთქვათ, რომ გავგიჟდე და თქვენნაირი გავხდე, თავის მოკვლა გადავწყვიტო, მე ვიცი, რომ 2 მიზეზი ყოველთვის გამაჩერებს: ერთი ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცოდონი არიან… ხომ ვიცი, ძალიან იდარდებენ... სიკვდილი კი სიმშვიდის გარანტია არა არის და, მით უმეტეს, დედაჩემის, მამაჩემისა და ჩემი დაიკოს ცრემლებად არ მიღირს... და მეორე მიზეზი ისაა, რომ იქნებ, მას, ვინც მიყვარს, კვლავ მოუნდეს ჩემთან, იქნებ, მიხვდა, რომ სულ ეს უნდოდა და რაღაც მიზეზები აბრკოლებდა (ეს ის მიზეზებია, რაც უთქმელად მესმის და მისდამი რწმენას მიმყარებს), აი, ის კი ნამდვილად იქნებოდა საცოდაობა, რომ მე აღარ ვიქნები, მე აღარ დავხვდებოდი ადგილზე, მაშინ მეც შემეცოდებოდა ჩემი თავი... მირჩევნია, სიკეთის მჯეროდეს და, თუნდ, სამუდამო ზღაპარში ვცხოვრობდე თქვენი აზრით… ეს ზღაპარი (ზღაპრები ხომ სულ კეთილად სრულდება) მაინც იქნება და არა - ქვესკნელი, თქვენ რომ მიწას ეძახით, სადაც არავის ესმის ერთმანეთის; სადაც ჰგონიათ, რომ თუ არ მოკლავ, მოგკლავენ; სადაც ერთმანეთისა შურთ; სადაც არ იციან უმცირესი დეტალით ტკბობა; სადაც საწყაული ვერაფრით აღუვსიათ; სადაც ტყუილი ურჩევნიათ სიმართლეს; სადაც სულ მსჯელობენ, სადაც, სულ განიხილავენ, ოღონდ ყველაფერს, ღირებულის გარდა; სადაც ეშინიათ დაცინვისა; სადაც ყვავის სნობიზმი; სადაც მატერიალიზმს სულიერზე მაღლა აყენებენ; სადაც არაფერი გააჩნიათ წმინდა; სადაც "უყვართ" 2300000 და ბოლოს ცოლად მოჰყავთ "პატიოსანი ოჯახის შვილი"… კიდევ იმდენი ნეგატიურის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ, მე არ მინდა ამაზე ფიქრი… ქვესკნელამდე ტყუილია ეგ ყველაფერი...
არა და სულაც არაა ძნელი, რომ არ შეგეხოს ეს სიბინძურე... მას შემდეგ, რაც დაინახავ და შეიცნობ ბოროტებას, რთულია, უბრალოდ გაშორდე მას? იყავი შენთვის, ნუ ურთიერთობ ყალბად მათთან, ვისაც შენიანად არ თვლი…
უბრალოდ, გიყვარდეს, გჯეროდეს და სიკეთეც აუცილებლად იარსებებს. სიმშვიდე, გულში რომ დაიმკვიდრებ, არანაირ ფულად, არანაირ ქონებად, არანაირ ამქვეყნიურ, უაზრო ფაციფუცად არ ღირს… ეს სიმშვიდე კი მხოლოდ ნამდვილ, ერთადერთ სიყვარულს მოაქვს ადამიანისათვის. გისურვებთ, ყველას განგეცადოთ, რადგან, მართლა არსებობს და მართლა უბედნიერესი გრძნობაა... მაშინ ხვდები, რა შესანიშნავია ცხოვრება, როცა ხელში მისი ნაჩუქარი ნივთი გიჭირავს… როცა მის ნაჩუქარ ვარდს ყნოსავ…. მართალია, უკვე დამჭკნარს, მაგრამ, ვარდი ხომ ვარდია და თუ ბოლომდე შეინახავ და გაუფრთხილდები, შენად დარჩება სამუდამოდ. შენ გადააგდებ, თუ გადააგდებ, თორემ, მას თავისით წასვლა და შენი მიტოვება არაფრით შეუძლია... ისევე, როგორც სიყვარულს, რომლის განცდის უნარსაც თუ ადამიანი თავად არ გაანადგურებს მისსავე სულში და არ დათრგუნავს, ის თავისით არ გაქრება. სიყვარული ყოველგვარი სიკეთის დასაბამია ამქვეყნად...
ეს ყველაფერი არასოდეს იქნება აზრსმოკლებული სენტიმენტალიზმი, ბევრმა რომ შეიძლება გაიფიქროს კითხვისას…
ბოლოს უბრალოდ, გთხოვთ: დამიჯერეთ, თუ შეძლებთ...
This post has been edited by Champagne_Supernova on 27 Feb 2012, 22:07
|