აუ როგორ უსაშველოდ დამღალე ჩემი თავო, კაი რა, ასე არ შეილება, ასე არ შეილება, არაა!!! ყველაფერს გადაჭარბებით აღიქვამ ყოველთვის. არადა რეალურად სანერვიულო არაფერი გაქვს, შენც ხომ იცი და ამას ძალიან კარგად აცნობიერებ. აბა რატო იქმნი თავს ძალად უბედურაად? შენ ხომ ბედნეირების ყველა პოტენციალი გაქვს

((((( არ შეილება ერთი დღე გათენდეს და არაფერზე იდარდო? არ შეილება ერთი დღე ისევ ისეთი ხალისიანი და უდარდელი იყოოო? გადაგრევს შენ ეს ფიქრები, გადაგრევს მე ვიცი ეგ ზუსტად!!!
დაწყნარდი, ეხლა დამშვიდდი, შენ ხომ იცი რომ ესეც დასრულდებაა? იცი და ამაში დარწმუნებული ხარ, უბრალოდ ელი იმ ბედნიერ დროს და ეს მოლიოდინი სულ უფრო და უფრო აუტანელია.
ერთი რამ ცხადია, ძალით იქმნი თავს ესე და სანამ გონს არ მოხვალ და ესეთ სულელობებზე აღარ იფიქრებ, მანამ არაფერი გეშველება.