გულწრფელი მადლობა. 22-ის ვარ ჯერ. გარეგნულად, ბევრად მეტის ვჩანვარ (ცხოვრებამ დამაბერა

). და 30+ ხალხს ჩემს ასაკს რომ ვეუბნები, უკლებლივ ყველა სინანულით ამბობს, ეჰ შენი ასაკი მომცა ეხლაო...
მეც არ მინდა, იგივე დღეში ვიყო 30+ რომ ვიქნები. მინდა, რომ ცხოვრებამ გვერდით არ ჩამიაროს, მეც ცხოვრების ნაწილი ვიყო. ამიტომ მინდა, ცოტა დასვენება, ძალების მოკრეფა, წარსული შეცდომების გაანალიზება და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება. განმარტოება კი იმისთვის მჭირდება, რომ ყველაფერზე კარგად დავფიქრდე

ბიზნესში არსებობს ეგეთი ცნება: შეუქცევადი დანახარჯი (irreversible cost). ადამიანურ ენაზე მაგას "რაც მოხდა, მოხდა, აწი ვეღარაფერს შეცვლი" ჰქვია

.
ეგ გვეუბნება, რომ როცა გადაწყვეტილებას იღებ კაცი, მომავალ შესაძლებლობებს უნდა უყურო და არა იმას, წარსულში რაც
მოხდა. მაგალითად, თუ ნამცხვარი იყიდე და არ მოგწონს, იმას კი არ უნდა უყურო რამდენი გადაიხადე ამ ნამცხვარში, არამედ იმას ამ ნამცხვრის შეჭმა შენ სარგებელს (ამ შემთხვევაში კმაყოფილებას) მოგიტანს თუ არა. თუ მოგიტანს, ჭამე, თუ არა გადააგდე.
სულ ვცდილობ, მძიმე მომენტებში ეგ ცნება გავიხსენო. რა მნიშვნელობა აქვს რა იყო წარსულში, ეხლა უნდა ვუყურო იმას რაც,
ამ მომენტში ვარ და რაც მომავალში შემიძლია. დალხენილი ცხოვრება არ მქონია ბავშვობიდან, მაგრამ რომ ვუყურებ და ვაფასებ დღეს ჩემს
მდგომარეობას. უამრავი ადამიანი ნატრულობს დღეს იმას, რომ თუნდაც სრულიად ჯანმრთელი იყოს, თუნდაც საკუთარი სახლი ჰქონდეს, თუნდაც ჩემნაირი ახალგაზრდა იყოს. ეხლა დანებება იქნებოდა არასწორი და მეტი არაფერი, მიუხედავად იმისა რაც მოხდა. სწორედ
ეს მაძლევს ძალასაც და ოპტიმიზმსაც, რთულია, მაგრამ ცხოვრებაა ეგეთი. ადვილად არაფერი მოდის.
ასე რომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ თემის განვითარების განმავლობაში, ჩემი პოსტები მკვეთრად შეიცვლება და ტრანსფორმაციის
კიდევ ერთ წარმატბულ მაგალითს შევქმნი.
მაგრამ, ჯერ
ჯერ უნდა დავისვენო... იმისთვის, რომ ახალი ძალებით შევერკინო ცხოვრებას
This post has been edited by Pinturico on 11 Feb 2012, 14:49