მგონი პეპსისთან დაკავშირებით მაქვს ეგეთი დამოკიდებულება.
მიყვარს,მაგრამ ამავდროულად განწყობას მიუმჯობესებს.
როცა ემოციურად ცუდად ვარ და ეს ხშირად არის ასე,განსაკუთრებით მინდა ხოლმე.ჭიქით მოვიყუდებ და უცებ უკეთ ვხდები,უფრო მშვიდდები.
პეპსიმანია დამეწყო როცა ბინა,სადაც გავიზარდე,გავყიდეთ და სხვაგან გადავედით.საღამოობით მიტევდა ცუდი განწყობა განსაკუთრებით და ეგრე ვწყნარდებოდი,თუ არ მქონდა იმდენად ვიგრუზებოდი რომ შეიძლებოდა მეტირა.
ერთხელ უნიში წასვლისას მეტროში და ცოტა ხანში უნის შენობაში გავხდი ცუდად(მეტროდან რომ ამოვედი გამიარა და მალევე განმეორდა),ვიცოდი რომ ნერვებთან დაკავშირებული იყო მიზეზი(სახლში რომ მოვედი ამ განყოფილებაში ვნახე თემა პანიკის შეტევაზე და ამოვიცანი ნიშნები),წამოსვლისას მეშინოდა ისევ იგივე არ მომხდარიყო(თან მეტროთი უნდა წამოვსულიყავი) და დასამშვიდებლად ვიყიდე კოკა კოლა(პეპსი არ ჰქონდათ),მშვიდად მოვაღწიე სახლში,გზაში კი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ციოდა(ნოემბერ-დეკემბერი იქნებოდა),ვსვამდი და ეს მაგრძნობინებდა თავს უკეთ.
დღემდე ასე ვარ
''დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”.