არ ვიცი დანებებას რაც შეეხება, მაგრამ ჩანაცვლება ნამდვილად შეიძლება!
2 თვეა დაახლოვებით ვეიფინგზე გადავედი და ძალიან კმაყოფილი ვარ, სიგარეტი გავსინჯე მას შემდეგ ერთხელ და ისეთი საზიზღობაა ისეთი საზიზღრობა, სიგარეტზე რომ არ დავბრუნდები ეგ ნამდვილად ვიცი უკვე

)))
მე არ მესმის იმ ადამიანების ვინც ამბობს, რომ თუ დანებებას არ აპირებ რაღათ გინდაო, ბარემ ის მოწიე... ჩემთვის პირადად ძალიან სულელური ნათქვამია... მინდება ჩემი EVIC VTC mini ჩავარტყა თავში ეგრევე

- ორთქლზე გადასვლით დაივიწყეთ მყრალი სუნი ხელებზე, პირიდან, თმიდან, ტანსაცმელზე, მანქანაში, სახლში და ა.შ
- თითქმის 2 ჯერ იაფია, მე არ ვამბობ მოწყობილობაზე, ეს თქვენზე დამოკიდებული და ეს უბრალოდ შენაძენია, ყოველ კვირაში ხომ არ გიწევთ ახალი მოწყობილობის ყიდვა?
თავიდან რა თქმა უნდა იყიდით რამე ეგოშკას (გირჩევთ joyetech ego one v2, ego one aio ან რაიმეს მაგ კლასში) მოწყობილობის დანახარჯს სულ რამდენიმე თვეში ამოიღებთ...
ამჟამად სითხეებსა და აქსესუარებზე (ქოილები, ან ბამბა და სპირალი) თვეში დაახლოვებით 70-80 ლარი მეხარჯება, მარაგიც საკმაოდ კარგი მაქვს და გემოებიც ნაირ-ნაირი )))
სიგარეტზე კი თვეში 100-150 ლარი მეხარჯებოდა, ზოგჯერ მეტიც.
ნუ ცდილობთ 15-20 ლარიანი პატარა სიგარეტზე მიმსგავსებული მოწყობილობების შეძენას, ვითომ გასასინჯათ და "თუ რამეა მერე ცოტა ძვირიანს ვიყიდიო"... მაგას რომ გასინჯავთ და 1 კვირაში გაფუჭდება, თანაც ვერ მიიღებთ იმ ორთქლს რომელიც დააკმაყოფილებს მწეველს, განსაკუთრებით სტაჟიან მწეველს! უეჭველი გადააგდებთ და ჩაიქნევთ ხელს მაგ მიმართულებაზე, ყველაზე დიდი შეცდომაა... და მაქედან ჩნდება მერე ეს უარყოფითი დამოკიდებულება, არ ვარგაო და ეფექტი არ აქვსო... ვისგანაც მსმენია მსგავსი დამოკიდებულება ან ეგ შეცდომა ქონდათ დაშვებული ან ტაქსისტები იყვნენ და საერთოდ არც გაუსინჯავთ (ტაქსისტებმა რომ იციან ხოლმე "ჩემმა სიძემ გამომიგზავნა საფრანგეთიდან იქ 150 ევრო გადაიხადა და არ ივარგაო") თავზე ვერავის ვერ მოვახვევ მაგრამ მე რაც ავღნიშნე ზევით ის ნამდვილად კარგი მოწყობილობებია.
- კიდევ ერთი მითი, რა იცი შიგნით რა ასხია, ეს ბოლი საიდანღაც ხომ წარმოიქნებაო...

ამაზე კომენტარიცს გაკეთებაც არ მინდა ხოლმე...
კი სითხე ორთქლდება და მისი შემადგენლობა ცნობილია სულ ოთხი კომპონენტია ( PG, VG, სამედიცინო ნიკოტინი და არომატიზატორი ) მთავარია სითხე იყიდოთ ხარისხიანი და ყველაფერი კარგად იქნება... მაგასაც რომ თავი დაანებო, თავისით შეგიძლია გააზავო და ეგ ხომ მაინც გეცოდინება რას აკეთებ...
- სიგარეტში მავნე ნივთიერებების რაოდენობა კიდე 200-მდეა თუ არ ვცდები
მოკლედ ორთქლი მოწევაზე რომ ნაკლებად საზიანოა ჯანმრთელობისთვის მაგას ბევრი ფიქრი და ბჭობა არ სჭირდება.
არ მიფიქრია თავის დანებება, ვიცი რომ მავნებელია და ჯანმრთელობას არც ის უხდება და არც ეს, მაგრამ რადგან მიყვარს ეს მოწევა და მსიამოვნებს რავიცი მგონი ჯობია ნაკლები ზიანი მიაყენო საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს... აღარ ყარდე ამ საშინელი სუნით და ბევრად დიდი სიამოვნება მიიღო გემრიელი არომებით, არამგონია ბევრად მავნე იყოს კოკა-კოლაზე ))))
მაგის გარდა ძალიან საინტერესო და სახალისო ჰობია, თანაც დამატებითი კომუნიკაციაა სხვა ადამიანებთან, როდესაც გეკითხებიან ეს რა არის და ა.შ ))) მაღაზიებშიც თბილისში რომ დააკვირდეთ ძალიან მეგობრული აურა ტრიალებს, რეკომენდაციები გამოცდილების გაზიარება ))) რამდენიმე კარგი გოგოც გავიცანი...
მოკლედ თქვენც უნდა მიუდგეთ პოზიტიურად და ფსიქოლოგიურად უნდა გინდოდეთ რომ ჩაანაცვლოთ, ან თავი დაანებოთ მაგის საშუალებით, შეამციროთ მოხმარება და ა.შ
მე მაგალითად ამჟამად უკვე 1,5-იან ნიკოტინით ვაორთქლებ, არადა თავიდან 9 და 12-ით დავიწყე. ნუ გექნებათ განცდა რომ იგარეტის ზუსტი სუნი ექნება რადგან თაბაკოს არომას იყიდით ან ზუსტად იგივე ნაფაზი ექნება ორთქლს, რაც იმ მყრალ კვამლს სიგარეტისგან...
გემრიელ ორთქლს გისურვებთ და წარმატებებს