Benoitძმაკაცი მყავს და არავის არ ეცინება მის ხუმრობებზე. რაც არ უნდა თქვას, აი არ გვეცინება რა. საკამრისია იგივე რამ მე მოვყვე და ყველა ხარხარებს.
საერთოდ გააჩნია ხუმრობას როგორ იტყვი. არ უნდა გეცინებოდეს საკუთარ ხუმრობაზე, გაიცინე მხოლოდ მაშინ როდესაც სხვები გაიცინებენ. ან თუ თავს ვერ იკავებ სიცილითვე დაიწყე მოყოლა. ისე რომ ხუმრობას ამბობდე და სიცილი შუა მოყოლასი დაიწყო, ეგერე არა.
თუ არაფერი გახსენდება, რამე ანეგდოტი შეაგდე და ეგ არის

ოღონდ ისეთი არა ჟურნალებში რომ წერია. კარგი იქნება თუ კურიოზების მოოლის დროს ხმას და სახის მოძრაობას თუ შეიცვლი. თუ ხესავით იდექი და ისე მოყევი კურიოზი, ხალხს ეგონება გვაგინებსო.
იხუმრე ნებისმიერ თემაზე, მოიგონე შენთვის რაღაც ხუმრობები ან კურიოზები. მაგ ტყუილით ვინმეს რამეს ხო არ დაუშავებ? პირიქით, გაამხიარულებ

მესმის ეხლა რომ ცოტა რთული ნაბიჯი უნდა გადადგა, ამიტომ კარგ იდეას მოგაწვდი: იყიდე ჰელიუმის ბუშტი (3 ლარი ღირს) და შეისუნთქე პირით. შემდეგ კი დაიწყე ლაპარაკი და ხმა დაგიწვრილდება. ეს ყოველთვის ჭრის და ხუმრობაც გამოგივა. რთულ ნაბიჯს იოლად გადადგავ და მაგ კომპლექსსაც დაამარცხებ
აი უყურე ამას

არ არსებობს ადამიანი ასეტ ხმაზე რომ არ აგეცინოს. პლიუს რაღაც სიფათებს თუ მიიღებ და "გაიპრანჭები" ნაღდად გამოგივა
http://www.youtube.com/watch?v=u7GOJ9z1pBs