ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ერთ ათ ადამიანს გონია რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვარ, ჩემი ბრალი არაა ეს, ესე ხდება ხოლმე რაღაცნაირად, თან ამ ათიდან რამდენიმესთვის მარტო მე ვარსებობ როგორც მეგობარი, ამიტომ ხდება ხოლმე რომ თუ დეპრესია მაქვს, ყველა თავის თავზე იღებს ჩემს თანაგრძნობას, და ბოლოს გამოდის ხოლმე აჯეფსანდალი

თუ რაღაც რომელიმეს დავუმალე წყინთ, მე ამას ეხლა უნდა ვიგებდეო და ასე შემდეგ.
რეალურად მე ორი საუკეთესო მეგობარი მყავს, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩემს გვერდით მეგულება, და რომლებმაც ზუსტად იციან როდის როგორ უნდა მოიქცნენ
პ.ს. დანარჩენებს რა ვუყო

ძალიან მიყვარს ჩემს გარშემო შემოკრებილი ადამიანები, პატივს ვცემ და ყველაფერში გვერდში დავუდგები. მაგრამ მეგობრობა ხომ მარტო ეს არ არის