პანიკური შემოტევა აშლილობა? ჰმმ ზუსტად მომიგნია მემგონი თემისთვის .....
ისევ რამოდენიმე დღის წინ ვინერვიულე რაღაცა ისე რომ ხასიათი და ყველაფრის სურვილი წამერთვა ...
ნუ დედაჩემთან იყო დაკავშირებული ... მაგის შემდეგ არაფერი არ მახარებს
მყავს შეყვარებული და ვერც მაგასთან ვერ "ვიხარებ" ასე რომ ვთქვათ უაზრო რაღაცეები მჭირს ..
მაგ- თითქოს ვერ ვგრძნობ რომ მიყვარს მერე ეს ყველაფერი 1-2 დღეში მივლის ხოლმე ...
ეს ყველაფერი დაიწყო ძალიან დიდი სტრესიიდან რომელიც 4-5 თვის წინ იყო ... რამე მიშველეთ

თითქოს ის მემართება რაზეც ვფიქრდები ხოლმე ...
რამე მიშველეთ

არადა დაშორება და რაღაც ეგეთი არ მინდა ყველაფრით კარგად ვეწყობით ერთმანეთს

პირიქით ასეთ დროსაც მასთან მინდა ყოფნა უბრალოდ უაზრო ფიქრები მაწუხებს
რაც უფრო ღრმად ვუკვირდები ამ ყველაფერს მით უფრო ძალიან ვჭჭედავ მაგრამ არ გამომდის ისე რომ არ ვიფიქრო ...
ერთხელ გამოვიარე ეს ყველაფერი საშინლად მახსოვს .... რამოდენიმე თვის წინ მთელი დღეები უბრალდო ვტიროდი და არაფერის სურვილი არ მქონდა ... აღარ მინდა ასეთ რაღაცეებს ვფიქრობდე ან ვგრძნობდე ან მეგონოს ...
და ასეთ დროს საშინელ გულის ტკივილს განვიცდი
This post has been edited by Just do It on 15 May 2013, 12:03