გამარჯობათ
დიდ ხანია აღარ დამიპოსტავს აქ, ვხედავ თემები აქტიურად გრძელდება
მეც ვიტყვი ჩემსას

მოკლედ პანიკას და შიშებს წამალი ვერანაირად ვერ შველის, პირიქით შიში გინერგავს იმისა რისიც გეშინია, ეს უკვე ორმაგი შიშია, ანუ თუ წამალი არ გაქვს გეწყება შიში იმისა რომ ეხლა ისევ ის საშინელება მოხდება, არადა იმასაც აცნობიერებ რომ წამალი უბრალოდ გაშტერებს და ვეღარ ხვდები რეალურად რა ხდება, სად ხარ, რა გინდა და გინდა თუ არა რაიმე საერთოდ.
ყველაზე დიდი წამალი გამოსავალი და რწმენა საკუთარ თავშია, უნდა ენდო სენს თავს, გაქცევა არასოდესაა გამოსავალი, თუ მოინდომებ დაიბრუნებ იმას რაც დაკარგე, ესაა სურვილის პირველი გაღვიძება, ამის შემდეგ უბრალოდ რწმენაა საჭირო და ყველაფერი შენს კონტროლის ქვეშ ექცევა.
მე გავიარე საკმაოდ რთული გზა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ წამალი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს, ჩვენთან კიდევ სხის ცუდად ყოფნაზე საკუთარი კეთილდღეობის აწოყბა არის გამჯდარი ადამიანების სულებში, რაც მეტი ადამიანი იქნება ცუდად მით უკეთესია იმისათვის ვინც კარგად გრძნობს თავს,
მოკლედ არმინდა ეს თემა განვაგრძო,
ჩემი რჩევა იქნება ეცადოს ყველა რომ იყოს მაქსიმალურად მობილიზებული საკუთარი ძალებით, დაიჯეროს საკუთარი თავის და მიენდოს აქ დაწერილ პოსტებს, არავის არაფერი მოსვლია პანიკით და არც მოუვა, ამაში დავრწმუნდი მეც, პირველად რომ ეს წავიკითხე 2 წელი ეჭვი მეპარებოდა, რომ რაღაც სხვა და განსაკუთრებული მჭირდა და ეს მაბრკოლებდა ძალიან.
ეხლა ზუსტად ვიცი რაც ხდებოდა რას გავურბოდი და რა მაშინებდა.
ამ ეტაპზე სრული კონტროლი მაქვს ნებისმიერ სიტუაციაში, თანაც ისე რომ ეს უკვე ინსტიქტურია და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ
წარმატებები ყველას
გამოიყენეთ საკუთარი პოტენციალი და არა უაზრო წამლები რომლების დროს, ფულს და ნერვებს ანადგურებს ტყუილად და უშედეგოდ