Jack Blackკარგი ვიდეოა

რამდენჯერ მაქვს ნანახი ადრე რომ იცოდეთ

ჩარლზ ლინდენი ერთ-ერთი ყოფილი პანიკიორია. მას შფოთვითი აშლილობა დიდხანს აწუხებდა, თუმცა ბოლოს ჩემს მიერ აღწერილი მეთოდის გამოყენებით გადალახა ეს მდგომარეობა და შექმნა პროგრამა, რომელიც ღირს თუ არ ვცდები 130$. მე წაკითხული მაქვს მისი პროგრამა, ნანახი მაქვს მისი ყველა ვიდეო და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანმა ახალი არაფერი არ აღმოაჩინა, არამედ კარგ მარკეტინგულ დონეზე შეფუთა ის, რასაც 80-იან წლებში კლერ უიქსმა პირველად მიაკვლია და ახსნა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ნებისმიერ უფასო ვიდეოში ის არაფერს არ გეუბნებათ მეთოდის დეტალების შესახებ, არამედ მხოლოდ ზოგადად გესაუბრებათ პრობლემაზე.
აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. გეტყობა, რომ კარგად ხარ გათვიცნობიერებული კოგნიტურ-ქცევით მეთოდში. პრინციპში, არც გამოცდილება გაკლია

რაც მთავარია, დღეს უკვე კარგ საქმეს აკეთებ, როდესაც აქ შემოდიხარ და რჩევას აძლევ სხვებს, ვისაც ეს სჭირდება.
Just_smileიჯერებ ნელ-ნელა, თუ კიდევ არ გჯერა?

ალკოჰოლი მართლაც არ გინდა ჯერ-ჯერობით. სწორი გადაწყვეტილებაა. პოპულარული წარმოდგენის საწინააღმდეგოდ გეტყვი, რომ ალკოჰოლი სინამდვილეში დეპრესანტია, ამიტომ ამ ეტაპზე ალბათ სჯობს რომ ერიდო. თანაც შფოთვითი აშლილობისათვის ალკოჰოლის გამოყენებისას არსებობს ძალზე მაღალი რისკი მასზე დამოკიდებულების გაჩენის. აი რომ გვიკვირს რატომ ლოთობენო, ხშირად სწორედ ფსიქოლოგიური მიზეზი არსებობს და ალკოჰოლით იწყებენ მის ჩახშობას, რაც ბოლოს მასზე სერიოზული დამოკიდებულებით და ლოთობით სრულდება. ბევრად ძნელია ალკოჰოლზე დამოკიდებულების გადალახვა, ვიდრე იმ პრობლემის, რის გამოც სმა დაიწყო.
***
ყველას გარწმუნებთ, რომ თუ რიტუალებს გადააგდებთ და შეეშვებით თქვენი თავის დაცვას თქვენივე შეგრძნებებისაგან, აუცილებლად გამოხვალთ მდგომარეობიდან.