Just_smileზუსტად ჩემსას წერ, ზუსტად ეგ ყველაფერი გამოვიარე და ეხლაც გავდივარ, სიტყვა სიტყვით რომ ეკითხათ ეგრე კარგად ალბათ ვერ გადმოვცემდი როგორც შენ გიწერია

თან მე წლებია.. ფაქტიურად ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი გავაცდინე , მაგ შიშების გამო.. ეხლა მედჰელპის დახმარებით პანიკური შეტევები აღარ მაქვს, მაგრამ დანარჩენი სიმპტომები, შიში , გაბრუება,დისკომფორტი, უცხო ადგილების არიდების სურვილი, ეხლაც შემორჩენილი მაქვს.. ყველაზე მეტად მაინტერესებს სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი

მთავარი დავძლიე , მაგრამ ეს ესსს მაწუხებს ამჯერად და უკვე როგორ მივუდგე და რა გავაკეთო რომ გამიაროს ამ შეგრძნებებმა დამავიწყდეს აღარ ვიცი..
* * *
Just_smileძირითადად ბევრი რაღაც დავამარცხე, უფრო გამბედავი ვარ, არანაირი შეტევები, თავის კონტროლი ვისწავლე და მივხვდი რომ ეს ყველაფერი გადასალახია. არანაირი ავადმყოფობა არ არის.. უკუღმართად ნასწავლი აზროვნებააა და მეტი არაფერი.
ანუუ ვიაზრებ ყველაფერს, ვიციი გავიგეე და აღარ მეშინია თითქოს, მაგრამ მაინც, ვზივარ სადმე და ერთი სული მაქვს წამოვიდე, მოვიდე სახლში და უკვე კარგად ვარ.. სადმე შორს, ან გზაში ან უცხო გარემოში, საიდანაც ვიცი რომ ვერ გამოვიქცევი რომ დამჭირდეს და უკვეე ეს "თავი კოლბაში" .... ვØცი რომ არ უნდა შეუშინდე, არ უნდა გამოვიქცე და ვრჩები სადაც ვარ, მაგრამ შემდეგ ჯერზე იგივე...

არ მეშინია ამ შეგრძნებების მაგრამ უბრალოდ აღარ მინდა რომ მქონდეს

)) ნეტა რისთვის ვისჯები

))))))))))))))))))))