#51060853 · 31 Jul 2017, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
POKERISBLUFF
QUOTE | შეგიძლია განავრცო? სიღრმისეული ანალიზი მაინტერესებს |
სიღრმისეული ანალიზის რა მოგახსენო, მაგრამ რას ვგულისხმობ დაახლოებით იმედია შევძლებ მაგის ახსნას
ანუ თავისუფლება იდეაში ნიშნავს ქმედებების განუპირებლობას ალბათ უფრო კონკრეტულად კი იმ კონდიციას როცა შენ ქმედებას, უმოქმედობას ან თუნდაც ფიქრებს გარეშე ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს და სრულად შენზეა დამოკიდებული, ესე ვთქვათ შიგნიდან მოდის
ჰოდა იმის გათვალისწინებით რომ ადამიანი სოციალური არსებაა, სოციუმში ვითარდება და საზოგადოებისგან ბევრ რამეს სწავლობს, იღებს და ითავისებს, აბსოლუტური თავისუფლება შეუძლებლად მიმაჩნია, როცა მეტნაკლებად რეალიზებული ადამიანი ხარ და სოციუმში ცხოვრებას აპირებ, შეუძლებელია ცნობიერად ან ქვეცნობიერად შენს გადაწყვეტილებებზე გარეშე ფაქტორებმა არ იმოქმედოს. არამხოლოდ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებაზე დამოკიდებულება ხანდახან ფიქრების თავისუფლებასაც გიზღუდავს მე მაგალითად ძალიან ხშირად მიფიქრია "რატომ ვფიქრობ ამას ასე, მართლაა მე ვფიქრობ თუ რაღაცის ზეგავლენაა?"
ამიტომ თუ საზოგადოებაში "ნორმალური" ადამიანის ცხოვრების წესით თამაშობ, აბსოლუტური თავისუფლება შეუძლებელი მგონია არ ვიცი შეიძლება სხვა რაღაცეებზე ორიენტირებული ადამიანი რომ იყო და არა "ამ ქვეყნიურ სიამეებზე" დამოკიდებული, მედიტირებით და რეფლექსიებით შეიძლება გამოანცალკევო შენი ნამდვილი მე და თავისუფლება შეძლო
--------------------
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................
|