საჩემო სიმღერა.. რამ გამახსენა
შარშანდელ გეგმას მივაგენი, რომელიც 20 ივნისამდე უნდა მომესწრო. რა თქმა უნდა, შარშან ვერაფერი მოვასწარი.. წელს გავხედე და თითქმის ყველა პუნქტი შემისრულებია. სამი დამრჩა: 1) ჩილიმი 2) კარაოკე 3) ჩავიდინო თუნდაც ერთი არანორმალური საქციელი : )
რას ველოდი ჩემი თავისგან? ჯობდა დამეწერა - ჩავიდინო თუნდაც ერთი ნორმალური საქციელი
ისე სასარგებლო დასკვნა გამოვიტანე.. თუ ადამიანს მთელი გულით სურს, ყველაფერს შეძლებს

ადრე თუ გვიან..
თან ყველაფერი ისე მოულოდნელად ხდება, ვერც კი იაზრებ, რომ ოდესღაც თავად ინატრე.. სახიფათოა სურვილებით თამაში.
- და ახლა რა გინდა?
- ახლა? რა და .. ხომ იცი ისედაც, რაღას მაწერინებ