გუშინ საშინელ ხასიათზე გამეღვიძა, ჩვეული სასიამოვნო დილის ნაცვლად შეწუხებულები გავუშვი ბანშვები ინსტიტუტში და სკოლაში. სამუშაოს ჩავუჯექი კომპთან, მარა მაინც ღვარღვარით მომდიოდა ცრემლები, გონება ვერ გადავრთე, თითქმის დავცალე ბოღმა და... ზარია ტელეფონზე...
ხმა ფაქტია შეცვლილი მაქვს, საუბარში ვერ ავყევი...
- გაგაღვიძე? რა ხმა გაქვს?
- არა
-რამე შეგემთხვა?
-არა
- რა მოხდა წუხელ? ვინმეს ესაუბრე?
-დღეს არავის ნახვა არ მინდა... ბოდიში არ გეწყინოს...
(ქრონიკული უნდობლობა მაქვს. თუ ძაან ახლოს მომიახლოვდნენ თავი ძაღლი მგონია, მოფერებას რომ უპირებენ და ის კი გააფთრებული უყეფავს...)
ათ წუთში რეკავს:- საუბრის თავი რომ გექნება შენ თვითონ დამირეკე...
თხუთმეტ წუთში ისევ რეკავს და მეუბნება, რომ შეხვდა სჭირო პიროვნებას, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხის მოგვარებაში დაეხმარება. ჩათვალა რომ იმ კონკრეტული საქმის გამო ვიყავი ცუდ ხასიათზე. (სად მოასწრო, არა და მართლა ჩემი სახლის წინ იდგა იმ კაცთან ერთად მანქანით და მთხოვდა ჩავსულიყავი)
ვერ მოვითმინე მიზანს რომ ვერ გაარტყა და პირდაპირ ვუთხარი:
- ჩემ პრობლემას ჩემზე უკეთესად ვერავინ მოაგვარებს, დახმარების გარეშე გავდიოდი აქამდე და არანაირი ვალდებულება არავის მიმართ არ მქონია. ტაკ შტო... სამა საბოი დიდი მადლობა, მარა ჯობია შეეშვა მკითხაობას.
დღე ჩვეული დინებით წავიდა მაინც, საქმემ ცუდი ხასიათი და მოცდა არ იცის. ჩარხივით ატრიალდა გონება, ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან, მარა დლის ტირილმა მაინც კვალი დამიტოვა.
მთელი დღე ერთად გადავაადგილდებოდით ჩემ თუ მის საქმეებზე, გვერდიდან არ მომიშორა. ფაქტია განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდა, მარა საკუთრივ ჩემით მიღწეულ წარმატებაზე მეტად არაფერი მახარებს. გემრიელი სიცილით კომპლიმენტს არ მაკლებდა:
- "ცეცხლი ხარ... ცეცხლი...))"
საგამოს მკითხა:
-რა იყო დილას რა გჭირდა? ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი და რომ დაგირეკე სულ მოვიშხამე...ზედიზედ სამი სიგარეტი მოვწიე. ეხლა ხომ კარგათ ხარ?
- ისე რა...
-შენ მაინც რაღაც შეგემთხვა ...
აგარაფერი მითქვია ისე გადმოვედი და ბავშვებს დავურეკე, დილით მიყენებული ზიანის გამო რა კონპენსაციას ითხოვდნენ, რასაც დიდი სიამოვნებით შევუსრულებდი
ეს ყველაფერი ჩემ თავს დავუწერე, რომ გაანალიზების საშუალება მქონდეს და ცუდ ხასიათზე სხვებს ზიანი არ მივაყენო