ცოტაც დარჩა, ძალიან ცოტაც, სულ რაღაც ერთი კვირა ფინიშამდე... შემდეგ ლოდინი, ლოდინი, დაძაბული ზაფხული, პასუხების მოლოდინში, როდემდე?! არადა, ვერ გაექცევი მოსახდენი მოხდება, პასუხებს გავიგებთ, ვის - რამდენი. ცხელია აგვისტოც. ამას გავივლით, გადავლახავთ და იმედია, რომ სექტემბერში ძალიან ბედნიერები ვიქნებით. აბა, ვნახოთ, რისთვის ვიწვალეთ ამდენი ხანი, სრული ერთი წელი. ვნახოთ, არადა, რა დამღლელია ეს ამდენი ნერვიულობა, ამდენი ხნის ლოდინი.
უნდა გაუძლო, უნდა მოითმინო, დაითმინო და უფალს მიენდო, რადგან დიდია ჯილდო მოთმინებისთვის.
,,ნეტარ არიან მორწმუნენი..,"
წვიმს

...
,,ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..''
This post has been edited by nutsiko on 13 Jul 2012, 02:09