ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.
ერთი - გაირკვა. სრული ნოკაუტი ჩემს სასარგებლოდ! ათი დათვლიდან თავიც ვერ აწია. წავიდა, დასრულდა.
მეორე - გაირკვა, ნოკაუტამდე გაირკვა, ყველაფერი ითქვა, ბოლომდე ითქვა ყველა-ფე-რი! ასეც ვიცოდი, აბა, რა

ინტუიცია მაქვს იშვიათი. ზუსტად ისაა, რაც მეგონა.
მესამე - სრული ნოკაუტი, ასევე, ჩემს სასარგებლოდ! არ ვიცი, რა მოჰყვება ამას, შეიძლება აფეთქება, შეიძლება საპასუხო მყისიერი რეაქცია, თუმცა გადავიტანთ!
მეოთხე - უკვე რამდენი ხანია

ვერაფერი მოვუხერხე, ზედმეტად ბევრი კითხვის ნიშანია, ხელჩასაჭიდიც არაფერია, გორგალის ბოლო მაინც დამანახა, რომ გავხსნა ეს აბურდული ძაფი. არ ვიცი, ყველა მცდელობა უშედეგოა. შერლოკ, მოდი და დამეხმარე, სად ხარ?
მეოთხე და ყველაზე დამაინტრიგებელი, მეოთხე და ყველაზე იდუმალებით მოცული, თუმცა როდემდე? ეს თამაში როდემდე უნდა გაგრძელდეს? ვის უფრო მყარი ნებისყოფა აღმოაჩნდება? მადევარს თუ მსხვერპლს? სათქმელი უნდა ითქვას, ჰოდა, დაველოდები, ვნახოთ, რა იქნება. მე გელოდები იცოდე, ვიღებ საბრძოლო გამოწვევას და ველოდები დუელს.
მეოთხე!