არცკი ვიცი....
მგონი, ის დამეგობრების იდეა უაზრობა იყო...
არ მინდოდა შენი დაკარგვა. ვცდილობდი, მეგობრად მაინც შემენარჩუნებინე.
შენც ცდილობდი.
მაგრამ არ გამოგვივიდა.
შენ კარგად იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება. იცი, რომ ძვირფასი ხარ ჩემთვის და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნები.
მაგრამ უკვე როგორც ადამიანი, ისე.
მე შენი მადლიერი ვარ და მიხარია, ასეთი ღირსეული ადამიანი რომ ხარ.
შენი იმდილამდელი მესიჯი დასაფასებელი იყო. გამიხარდა და ამავდროულად სევდა მომგვარა.
დღეს FB-დან წაგშალე.
არ მიბავშვია, არა.
მიზეზი, მგონი, ისედაც გასაგებია.

არადა როგორ არ მინდოდა...