თან მიხარია და თან რაღაცნაირად ვარ...
თითქოს წლების სვლა მაშინებს...
არადა რა ბედნიერი ვარ ახლა...25 წლის გახდი...და პირველად ხვდები შენს დაბადების დღეს დაოჯახებული

...
რა ბედნიერი 24 წელი გქონდა ლევან...და წინ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებები გელის ძამიკო...შენი პატარა ...

მაგრამ...მაგრამ ახლაც,ისევე როგორც ჩემს დაბადების დღეს (თუმცა მაშინ ასე გახარებული არ ვყოფილვარ),ისევ ერთმა შიშმა შემომიტია...
წლები....
დედა...ნაოჭები...
დღეს ისევ ისე აღფრთოვანებით ამზადებდა ხვალისთვის გემრიელობებს...ისევე როგორც ადრე....
ხვალაც ისევ ისე ჩაატარებს ყველაფერს,ისევ ისე გვაზეიმებს,როგორც ადრე გვაზეიმებდა....
მაგრამ ერთია...ჩვენ დიდები ვართ...და დედასაც წლები ემატება...
ჯერ მხოლოდ 46 წლისაა,მაგრამ მეშინია...
რატომ განვიცდი ყოველთვის ამას ვერ ვხვდები....
სხვები ხომ ამაზე არ ფიქრობენ....
რატომ გამეზარდა ახლა ის ბურთულა ყელში.....
დედაც აქვე წევს...და მე თითქოს არც არაფერი,ისე ვზივარ კომპთან და ვწერ...მაშინ როცა ახლა ყველაზე მეტად მასთან ჩახუტება მინდა....არადა სულ 2 ნაბიკი მაშორებს მისგა...არა,3 ალბათ....და რაომ არ ვდგები?...ჯანდაბა...
მხოლოდ დედიკოს გამო მაშინებს წლების სვლა...
რატომ ვფიქრობ ახლა ამაზე არ ვიცი...
შემეშინდა////
მინდა დიდხანს მყავდეს დედა
ბოლომდე მყავდეს///
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...