მე მინდა ბავშვი ძალიან. თან ოთხი.
ორი გოგო და ორი ბიჭი.
უბრალოდ მამა ვერ შევარჩიე.

ფული რო მქონდეს და შემეძლოს რჩენა დღესვე გავაჩენდი მარტოც.
რაღაცნაირად რო ვფიქრობ უკვე ძალიან მიყვარს, უკვე ვგრძობ როგორი დიდი შეიძლება იყოს ეს სიყვარული.
თან მე შემიძლია საუკეთესო დედა ვიყო. იდეალური. მსოფლიოში ჩემზე უკეთესი დედა არ იარსებებს.
ისეთი დედა ვიქნები ჩემი შვილები ყოველ დღე იტყვიან: მადლკობა რომ შენს შვილებად გავჩნდით.
ძალიან მომწონს ბავშვის ტანსაცმლები, სოსკები.
იმდენი მაგარი რამე იყიდება მაღაზიებში ბავშვების მოვლის, ფული რო მქონდეს და მაგათი ყიდვა შემეძლოს დღესვე გავაჩანდი და ვიყიდდი ყველა მაგ ნივთს.
ჰარი პოტერს წავუკითხავდი, და კიდევ ბევრ სხვა წიგნებს და ფილმებს ვუყურებდით რომლებიც მიყვარს. და ერთად გავერთობოდით.
ხო ეგოსიტური სურვილია შვილის ყოლა. მერე და რა? რატოა ერთი ცუდი ეგოისტობა?
მე ვარ ეგოისტი, და სულაც არ მიმაჩნია ეს ცუდ ფაქტად. დიდი ამბავი ახლა, აბა საკუთარ თავზე თუ არ იფიქრე ადამიანმა მეტი რა გაქვს საქმე?!
რაც მთავრია სიღარიბეში რო გავაჩინო ეგ არ მინდა. მინდა ყველაფრის ყიდვა შემეძლოს რაც მოუნდება და რაც მე მომინდება მისთვის. მთელი მაღაზიის.
და სიბერში რჩენაზე არ ვფიქრობ საერთოდ. როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა სიბერზე იფიქრო? სიბერეს მე სიცოცხლედ აღარ ვთვლი.
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...