1947 წლის 1 მაისს, 23 წლის ეველინ მაქჰეილმა (Evelyn McHale) განახორციელა სუიციდი და Empire State Building-ის 86-ე სართულიდან გადმოხტა და დაეცა გაეროს ლიმუზინზე, რომელიც სხეულის მასით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაღუნა.
ესეც მისი წერილი, რომელიც გადმოხტომამდე დაწერა:
"მე არ მინდა, ჩემი ოჯახიდან თუ მის გარეთ, ვინმემ იხილოს ჩემი ნებისმიერი ნაწილი. შეგიძლიათ გაანადგუროთ ჩემი სხეული კრემაციით? მე გთხოვთ თქვენ და ჩემს ოჯახს - არ იქონიოთ არანაირი ვალდებულება ჩემს მიმართ და არც გამიხსენოთ. ჩემმა საქმრომ მთხოვა გავყოლოდი ცოლად ივნისში. მე არ ვთვლი, რომ შემგან კარგი ცოლი გამოდგება ვინმესთვის. მისთვის უკეთესი იქნება თუ იცხოვრებს ჩემს გარეშე. უთხარით მამაჩემს, რომ ძალიან ბევრი დედაჩემის მიდრეკილებები გამაჩნია."
რაც საკმაოდ უცნაური იყო, რომ ამ წერილში საქმროსთან დაკავშირებით რაც დაიწერა, ეველინმა შემდეგ გადახაზა, თუმცა წერილი თავიდან არ დაუწერია და იმავე წერილით გადმოხტა.
ეველინის სუიციდი ცნობილია მსოფლიოში, როგორც "ყველაზე ლამაზი სუიციდი"

ეს კი იმან განაპირობა, რომ როდესაც ნახეს ეველინის გვამი შემთხვევსის ადგილას, მას ჰქონდა ისეთი სახე თითქოს ლამაზად ეძინა და იყო სრულ სიმშვიდეში.
ესეც მისი სურათი, რომელიც დავარდნიდან 4 წუთში გადაიღო ფოტოგრაფმა და გახდა მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ფოტო.

წყაროები:
http://codex99.com/photography/43.html ;
http://anthonylukephotography.blogspot.com...ul-suicide.html