ასეთ მკვეთრ კონტრასტებს არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც სახალისოა და თარგმნაც არ დამეზარა რატომღაც
ინტროვერტის ლექსიკონი__________________________________________
მარტო -
ზედს. დანარჩენი მსოფლიოს განმარტებით: მარტოსული
ინტროვერტის განმარტებით: მშვიდი, წყნარი
მოწყენილი -
ზედს. დანარჩენი მსოფლიოსთვის: როცა არაფრით ხარ დაკავებული.
ინტროვერტისთვის: როცა არაფრისმომცემ საუბარში ხარ ჩართული და ზრდილობიანად წასვლას ვერ ახერხებ.
ექსტროვერტი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: სასიამოვნო, სოციალურად აქტიური პიროვნება, უცნაურობებით არ გაგაოცებს.
ინტროვერტისთვის: ხმაურიანი ადამიანი, რომელიც სასიამოვნოა, მაგრამ მასთან დროის გატარება დამღლელია. ჩვეულებრივ ზედაპირული და შესაბამისად უინტერესო.
თავისუფალი დრო -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: დრო, რომელსაც სხვა ადამიანებთან ატარებ (იხ. სამუშაოს ინტროვერტისეული განმარტება)
ინტროვერტისთვის: დრო, როცა შეგიძლია იკითხო, სანამ არ დაბრმავდები და არავინ შეგაწყვეტინებს.
მეგობარი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: ადამიანი, რომელიც არასოდეს გტოვებს.
ინტროვერტისთვის: ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ მათ ზურგს არ აქცევ, უბრალოდ მარტო გინდა ყოფნა.
კარგი მანერები -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: თვალყურის დევნება, რომ უყურადღებოდ და მარტო არავინ დარჩეს, სიჩუმე არ ჩამოვარდეს.
ინტროვერტისთვის: ადამიანების არ შეწუხება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა ან იმ შემთხვევისა, როცა თვითონ გაწუხებენ.
სახლი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: ადგილი, სადაც შეგიძლია მიიწვიო ხალხი.
ინტროვერტისთვის: ადგილი, სადაც შეგიძლია ხალხს დაემალო.
ინტერნეტი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: რეკლამის ერთ-ერთი საშუალება და ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რეალური ცხოვრება არ გააჩნიათ.
ინტროვერტისთვის: ინტროვერტებთან შეხვედრის ადგილი. სადაც წასასვლელადაც არსად გასვლა არ გიწევს და წერა საშუალებას გაძლევს იფიქრო, სანამ რამეს იტყვი.
ინტროვერტი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: კითხვის მოყვარულები. უჟმური მარტოხელები. უნდა მოერიდო მათ გაბრაზებას; ზოგიერთი მათგანი სერიული მკვლელია.
ინტროვერტისთვის: ადამიანი, რომელიც სრულიად ბუნებრივად თავს იკავებს და ფრთხილობს უცნობებთან. ვინც აფასებს მარტოობას, უყვარს კითხვა და ფილისოფიურად აზროვნებს.
სიყვარული -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: როცა მარტო არაფრის კეთება არ გიწევს.
ინტროვერტისთვის: როცა შენი ესმით და გაფასებენ.
მუსიკა -
არს. სახ. დანარჩენი მსოფლიოსთვის: ხმაურიანი ფონი.
ინტროვერტისთვის: მელოდია ტექსტით, რომელიც ამაღელვებელი და ჭკვიანურია.
ტელეფონი -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: კავშირი სხვა ადამიანებთან - ცხოვრების არსი.
ინტროვერტისთვის: აუცილებელი(?) ბოროტება. დროგამოშვებით სასარგებლო, მაგრამ უმეტესად მაინც წვრილმანი.
კითხვა -
ზმნადანარჩენი მსოფლიოსთვის: ის, რასაც ბავშვობაში მასწავლებელი გაძალებდა.
ინტროვერტისთვის: რასაც ჩუმად აკეთებ, რომ სხვებმა არ დაინახონ და უცნაურად არ ჩაგთვალონ.
ნიჟარა -
არს. სახ. დანარჩენი მსოფლიოსთვის: ნივთი, რომელსაც ზღვის სანაპიროზე იპოვი.
ინტროვერტისთვის: ის, საიდანაც გარშემომყოფები გაიძულებენ გამოხვიდე. რატომ უნდა გამოხვიდე, როცა თავს იქაც კარგად გრძნობ?
სამუშაო -
არს. სახ.დანარჩენი მსოფლიოსთვის: სადაც გიწევს კითხვა, წერა, მოსმენა, კონცენტრაცია.
ინტროვერტისთვის: სადაც ყოველ 5 წუთში გაწუხებენ და კონცენტრაციის საშუალებას არ გაძლევენ.