......ზოგმა შეიძლება იკითხოს ..სად ვალუტა და სად ფსიქოლოგიაო, მაგრამ გავკადნიერდები და ვუპასუხებ, რომ ზუსტადაც, ყველგან, ... სადაც ადამიანია, იქ აუცილებლად
შრომაცაა, ხოლო სადაც შრომაა, იქ ანაზღაურების ანუ გადახდის ფსიქოლოგიაცაა!!!ასე რომ ფსიქოლოგია ყველგან თავშია!
შესავალი:
...მარქსის ნათქვამს..."შრომამ შექმნა ადამიანი" დღეს ბევრი კი სისულელედ მიიჩნევს, მაგრამ კაი მთქმელს კაი გამგონი სჭირდება იმ გაგებით, რომ ...მხოლოდ საკუთარ თავზე შრომით იქმნება
ადამიანი-პიროვნება ან პერსონა!!!.......კაპიტალისტი ამერიკელ-ინგლისელებიც საკმაოდ დიდ ხანს მასხარად იგდებდნენ სოციალისტ კარლ მარქსს, სანამ ბოლოს თვითონაც მარქსის ნათქვამი არ გაიმეორეს სხვა ფორმით... "სელფ მეიდ მენ"-იო!
... მოკლედ რომ ვთქვათ - პიროვნებად ვერავინ ვერ გაგაკეთებს, თუ საკუთარი თავი თავად არ იშრომე და არ გააკეთე! მაგრამ არც ასე მარტივად არ არის საქმე...იშრომე და გააკეთეო! ..აქ ხომ არავითარი გარანტიები არ არსებობს იმისა, რომ რასაც იშრომებ და გააკეთებ ის აუცილებლად შენი ნაშრომის საკადრისად აგინაზღაურდება!
მთელი გარე კაპიტალისტური სამყარო ისეა ფსიქოლოგიურად დაკომპასებული, რომ, მაგ....
შენ იშრომებ, იწვალებ..." გაზრდი დეკეულს კაი მეწველ ძროხად" და მერე ისინი მოვლენ და გეკითხებიან .."ე მაგ თხას რას აფასებ"-ო!
და რაც მთავარია...ხშირად ხალხს იყვანენ სამუშაოდ, ეუბნებიან იმდენს გადაგიხდით...Nაწყენი Aრ Dარჩებითო და ეს ხალხიც თავს იკატუნებს და მიდის ასეთ სამუშაოზე, იმიტომ რომ მერე მთელი ცხოვრება ნაწყენი იყოს ცხოვრებაზე და ცხოვრების წამებულის მანტია ატაროს!
ანთიმოზას მეტამორფოზებიბავშვობა და ყმაწვილობა:
............................................................
....კასპში დაიბადა და ბაბუის სახელი -ანთიმოზი დაარქვეს! კლასელები ანთიმოზას ეძახოდნენ, მათემატიკის ნიჭი ჰქონდა ბავშვობიდან, ანგარიში ეხერხებოდა და ამიტომაც X კლასში იყო, როცა
ნათსავმა დედის ქელეხში დახმარება სთხოვა...შესაწევარი ფულის შეგროვება და "ვინ რამდენი დადო" იმათი სიის საერთო რვეულში ზუსტი აღწერა და ანგარიში დაავალა!...ანთიმოზმაც მათემატიკური სიზუსტით პირნათლად ჩაუთვალა ნათესავს ქელეხის თანამესუფრეთა მიერ შეწეული 5700 ყლარი და ას ფურცლიან რვეულში აღწერილი მათი ზუსტი სია! გარდა ამისა, ესეც არ აკმარეს ანთიმოზას გვიან ღამემდე მოიხმარეს ქელეხის სუფრის ასაშლელად და არეულ დარეულის დასალაგებლად!....მაგრამ დახეთ საოცრებს, დილით ერთმა ნათესავმა ქაფქირი მოისაკლისა...ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, დაასკვნეს...აბა ანთიმოზას მეტი ვინ წაიღებდა სუ ეგ ტრიალებდა ამ საქმეშიო!...ასე დამთავრდა ანთიმოზას სიყმაწვილე ნათესაური გაგების წიაღში!
ახალი ცხოვრება და ახალი სახე:
......................................................................
....ზოგი ჭირი მარგებელიაო და ქაფქირის ქურდობის ცილისწამებით ნაწყენმა ანთიმოზამ, ნათესავების ჯინაზე ისმ-ში ჩააბარა, ინსტიტუტში მას სახელად უკვე
ანთი-ს უძახოდნენ, ბლანჟეც მოუშვა და თმებიც გადაიპარსა....... ლექტორები და კურსელები მაგარ პატივს სცემდნენ! ..თუმვა ანთი-ს ყოველ გაგონებაზე მისი ბაბუა საფლავში 3 ბრუნს აკეთებდა! ათიმოზამ წარმატებით დაამთავრა ეკონომიკური
ფაკ-ი! ინგლისში უპირებდნენ სტაჟირებაზე გაგზავნას, როცა სად იყო და სად არა, დედის ალალი ბიძაშვილი- სამტრედიელი ბეჟანა სირბილაძე დაადგა თავზე!.... ანთიმ, როგორც სჩვეოდა, ჰკითხა- როგორ ხართ, რაზე შეწუხებულხართ ბეჯანი ბიძიაო, რაზეც ღიპიანმა ძიამ წარბშეჭმუხნულმა დასძინა...ჯერ ეს ერთი ბენი დამიძახე ბიჭო და მეორეც მე კი არ შევწუხებულვარ, შენს საშველად მოვედი...წამო ახლა ჩემო დიშვილო აგერ თაღლაურაში პური გავტეხოთ და პაწა ცხოვრებითაც პირი უნდა ჩაგატკბარუნებინოო!...თაღლაურაში ხინკლის, მწვადების და ლუდის სუფრაზე, მთელი ნათესაური ჯიგარი და სიყვარულიც ჩაექსოვა!....შე მამაძაღო, რა დაგრჩენია იმ ინგლისში...მაინცა და მაინც ზანგების და პედერასტების დასათვარიელებლად თუ მიდიხარ ეგეთები ხო აქაც ბლომათ არიანო, ეგ შენი ნიჭი და ცოდნა ტუ გაქვს აგერ ცემს საქმეს მოახმარე და იმდენს გადაგიხდი ნამდვილად ...Nაწყენი Aრ Dარჩები და ცხოვრებასაც ხოშიანად აიწყობო!...აგერ ჩემმა ბაღის ტრუსიკის ძმაკაცმა ნიკუშა ლეკიშვილმა ისეთ ბიზნესში ჩამასასტავა, ფული და გართობა მდინარესავით წამოვაო...ასე დაიდო ანთი-სა და ბიძია "ბენ-ის შორის ჯიგრულნათესაური-კომერციული კონტრაქტი სახელად:
.............."Nაწყენი Aრ Dარჩები"..................უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაქტის გაფორმება, შემდგომ ნატახტრის საროსკიპოს უკრაინელ პუტანკებში დაგვირგვინდა!
აი, ბიძაც ასეთი უნდა - ერთდროულად დაასაქმა და დაავაჟკაცა კიდეც თავის დისშვილი!
.....მესამე დღიდან ანთი უკვე საქმეს შეუდგა ძია ბენ-ის ლილოს
ოფის -"ბიზნესუნივერსალში"-ში!..ჩინეთიდან შემოჰქონდათ : ტანგა ტრუსიკები, აიფონები, აიპადები, პრეზერვატივები, ნეთბუქები, ვიბრატორები და სხვა რამე-რუმე! ანთი-ს ევალებოდა მთელი ეს რამე რუმე ექსელის პრაისებში შეეტანა, შემდეგ ფირმებში ერეკა და ეროვნული ბაზარი გაემდიდრებინა ასეთი ეგზომ საჭირო პროდუქციით....დღის ბოლოსთვის კი ფულის მითვლასთან ერთად, ძია ბენისთვის ბოლომდე უნდა მოესმინა ...ვინ ნაშა სად და როგორ დააკივლა ჯერ კიდევ ჭაბუკური ენერგიით აღსავსე ძიამ!
Nაწყენი Aრ Dარჩები -ცხოვრების გრუზის მთელი სიმძიმე!
.................................................................................................................
მოვლენების ინტენსიური განვითარება იქიდან დაიწყო, როცა ძია ბენიმ ვერის სასტუმრო - "მოდი დაგანახო"-ში გააგზავნა ტანგა ტრუსიკების პრეზენტაციის მოსაწყობად! იქ ალაფურშეტი, უაუ, ვაიიი...უუუ და იღლიებიდან დაწყებული ფეხებით ხათათოც გაიცნოოო!...და იმ დღესვევე ერთმანეთის გახდნენ! მეჯვარეებიც ბეჟანა ძია და მისი გელფრენდი ნანულა დეიდა იყვნენ, ყარაჯალის საყდარში, მამა კვიპაროსმა ჯვარი დასწერა და კაი პურიც იჭამა...სუფრაზე იმდენი "სამტრედიული ხვანჩკარა" დაილია, რომ ბეჟანა ბიძია და მამა კვიპაროსი დილამდე შეუსვენებლად შალახოს უბერავდნენ!...
.......უკვე ერთი თვის თავზე, ანთი-სთვის სიყვარულის თაფლობა მორჩა და ოჯახურ სამსახურეობრივი ცხოვრებაც მთელი ულმობელი ინტენსივობით დაიწყო! ახალი ბინა და ავტომანქანა ბანკის კრედიტით შეიძინეს...ამ კრედიტს, დამატებით ბონუსად სიდედრიც მოჰყვა თავის ეპილატორიანად...თაკო ბუძუა! სიდედრ თაკო ბუძუას კი მოჰყვა მისი დაქალის ბიჭი და შემდგომ ამ ოჯახის ფსიქოლოგი
ბიჭოლა, რომელმაც ახალი დემოკრატიული ოჯახური აზროვნების იდეალებით შეაბიჯა და მუდმივად დამკვიდრდა ანთის ოჯახში!
......ძაან დაიღალა და დამძიმდა..ეს გრუზი უკვე აუტანლად ტანჯავდა! წუხელისაც სანამ 12 ტაბლეტი ანტინაწყენიარდარჩები არ დალია, გვიანამდე ვერ დაიძინა და ახლაც, კვირა დილის 10 საათზე, ზარი კარებზე და....ხმა - გამიღეთ რაა, მე ვარ თქვენი ბიჭოლა! ცოლი - ხათათო და დედიმისი თაკო ბუძუა ერთმანეთს ასწრებენ კარის გასაღებად....უი ბიჭი, მოდი გენაცალოს შენი თაკო ბუძუა, ნაქე ჩემ ხათათოს ლოგოლი ნანაზი პეპელა დაუტატუეს კისელზე...ნაქე აი! ბიჭოლამაც კისერი წაიგრძელა და....მანაქე ლა ხათათო, გადაიწიე გოგო ეგ ხალათი, ნუ გცხვენია, ხო იცი მე სხვა რეაქცია არა მაქვს....ოოო, უუუ, კაი რააა!..უაუ, რა სასწაულად ლამაზი და საკალელია ნუუუ! ანთი, ანთიიი იცი ლაა ძმაო, თუ დამიჟელებ, ელთ რჩვას მოგცემ, შენც გაიკეთე კისერზე ასეთი პეპელა და ხათათოს რო ლოგინში ჩაეხუტები ხო აზლზე ხალ, თქვენი პეპლებიც ელთმანეთს ჩაეხუტებიან და ნახე ლა მაგალი ლამე იქნება....მე ამ დლოს ვიდეოს გადაგიღებთ და კანში ბიჭოლების ფესტივალზე გავიტან საკონკურსო ნამუშევრად!!! ...ნეტა რამდენს გადაგვიხდიან ბიჭიი?!...უკვე კალკულატორი მოიმარჯვა თაკო ბუძუამ!
.....ამ დროს, ანთი თავისთვის სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა, 3 დღის წინ ნაყიდ ჰამბურგერს უშედეგოდ ებრძოდა და ცხელ ჩაის აყოლებდა!...ოხ ეს ხმები, ერთი და იგივე იდიოტური ატა-პატა და ამ ცხოვრების გრუზ-200!!!
ეპილოგიNAD-იც მორჩა და მორჩა ცხოვრების გრუზ-200იც!
.................................................................................................
....უეცრად გამოერკვა, თითქოს გაუნათდაო ტვინში! იწყება ქმედება, იწყება აზროვნებაც....გადმოაფურთხა ის დაუღეჭავი ჰამბურგერი, მერე ძია ბენის დაურეკა...მოდი, ხათათოს დაქალებს ველოდები პეპლის ტაუირება უნდა აღვნიშნოთ თან ცივი შამპანური დავლიოთ და თან ამბავი და რამეო....ჩერდაკში ასული არ იყო, რომძია ბენის მანქანის მუხრუჭების ხმა მოესმა...ესეც ძია ბენი ტორთით და შამპანიურით!
...ჩერდაკში, სასიამოვნო სიწყნარე იყო ნახევრად ბნელოდა. როგორც იქნა იპოვა ხის ყუთი, სადაც ცოლმა და სიდედრმა მისი ნივთები, სამაგისტრო დიპლომთან და ბავშვობის ოჯახის ფოტოსურათებთან ერთად ჩაყარეს და ამ მტვრიან ჩერდაკში მიუჩინეს ადგილი!...სადღაც აქ უნდა ყოფილიყო ისიც...ანთიმოზ ბაბუის ბოლო და ერთადერთი სახსოვარი - დაშლილი და ნაჭრებში გახვეული, ტულის ორლულიანი12 კალიბრიანი თოფი, კარტეჩის ვაზნებთან ერთად....იპოვა და დინჯათ შეუდგა აწყობას!...ქვემოდან, შიგ და შიგ, ძია ბენის და სიდედრი ბუძუას ძახილი ესმოდა...ანთი, ანთიიი, მოდი ჩვენთან, თორემ!...ანთიარ ჩქარობდა, გულდასმით აწყობდა თოფს და გრძნობდა როგორ ცოცხლდებოდა მასში ანთიმოზ ბაბუის აურა! მორჩა აწყობას, გადატენა თოფი და ბაიკალის ტბასავით მშვიდი ანთიმოზი ჩერდაკის კიბეებზე დაეშვა...
რამოდენიმე გასროლასთან ერთად მორჩა გუზ-200 და დამთავრდა ჩვენი NAD-ი!...და დასრულდა ანთიმოზი მეტამორფოზის სრული ციკლიც!
პ.ს....არა, მე ნაღდად არ ვაწვალებ!...უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ბევრ ადამიანს, რომ ცოდოა მუმუ და ვიყოთ ცოტა ჰუმანურები და მუმუს ნუ ვაწვალებთ რაა!
პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი და მომიტევეთ თუ ძაან გადაგღალეთ!
This post has been edited by Stalker2005 on 2 Sep 2012, 10:43